Author Archives: admin

მეცნიერებმა შექმნეს პარკები, რომელიც წყალში იშლება

ჰონგ-კონგში დაფუძნებული სტარტაპი INVISIBLEBAG ბიოდეგრადირებადი ერთჯერადი პარკების შექმნაზე მუშაობს.  ამის შესახებ გამოცემა foodnavigator-Asia  წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ უკვე შექმნა ეკოლოგიური შეფუთვა, რომელიც ინდუსტრიულად  მშრალი პროდუქტების შესაფუთად გამოიყენება, ახლა კი ცდილობს მაღაზიებში ერთჯერადი პარკები  საკუთარი პროდუქტით ჩაანაცვლოს. კომპანია ამტკიცებს, რომ მის მიერ წარმოებული პარკები ცივ, თბილ და ცხელ წყალში იშლებიან. “რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად წარიმართება პროცესი“, – განმარტავენ კომპანიაში. წყარო: report.ge

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის”ცნობით, 2021 წლის 13 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74,39  (- 0,76)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71,29 (-  0,38)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“ლოპოტა სპა რეზორტზე” საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო

ლოპოტაზე საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო, რომელიც 500 კვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და „ლოპოტა სპა რეზორტის“ მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის 20 %-ს მწვანე ენერგიით ანაცვლებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ,აღნიშნული გარემოზე ზრუნვისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიზნით მოეწყო. პროექტის შედეგად მკვეთრად მცირდება გარემოს დაზიანება და მავნე-CO2-ის გამოყოფა.ლოპოტას მზის ელექტროსადგური „თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით მოეწყო. „ლოპოტა სპა რეზორტი ბაზარზე“  2006 წლიდან არის წარმოდგენილი. ესაა დასასვენებელი ...

Read More »

“ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე „ენკას“ გადაწყვეტილება ძალაშია”

კომპანია “ენკას”, რომელსაც “ნამახვანჰესი” უნდა აეშენებინა, საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს მივა თუ არა საქმე არბიტრაჟამდე. „ნამახვანზე ბევრს და ახალ ვერაფერს გეტყვით. „ენკას“ გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე დღემდე ძალაშია და ამ მიმართულებით, ჯერ არაფერი შეცვლილა. წავა თუ არა საქმე საერთაშორისო არბიტრაჟში, არც ეს ვიცით“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა “ბიზნეს ფორმულას” ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 14 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ცინცაძის, ბახტრიონის, სულაკაურისა და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლისა და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაღნარის, მანაგაძის, ...

Read More »

ავსტრალიის ტროპიკული სანაპირო კრიპტოვალუტაზე იყიდება

ავსტრალიის შტატ ქუინსლენდში მიწა კრიპტოვალუტაზე პირველად იყიდება. ოჯახი, რომელიც 65 ჰექტარ ტერიტორიას ფლობს, 30 ბიტკოინს ან 440 ეთერიუმის მონეტას ითხოვს. ABC News-ის ცნობით, გასაყიდ ტერიტორიას ერთი და იმავე ოჯახის რამდენიმე თაობა ფლობდა. მისი ამჟამინდელი მფლობელი, ჯონ დე კოსტა აცხადებს, რომ ამ ადგილის 2,2 მლნ დოლარად გაყიდვას ხუთი წლის განმავლობაში ცდილობდა. 65,5 ჰექტარი ფართობის Aquila Cove მარჯნის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ მაკეიდან ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალურ გამონაბოლქვზე კონტროლი დაწესდება

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკურ დათვალიერებასა და ვიზუალურ გამონაბოლქვზე კონტროლი დაწესდება – საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დაინიცირდება. გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს. “ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წელი საკვანძო წელი აღმოჩნდება როგორც ადამიანური რესურსით, ასევე ტექნიკური ინფრასტრუქტურით შეიარაღების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ...

Read More »

ევროპაში მწვანე წყალბადის უდიდესი პროექტი იგეგმება

გეგმის მიხედვით, Iberdrola-სა და H2 Green Steel-ის მწვანე წყალბადს, ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ტონა პირდაპირაღდგენილი რკინის (ღრუბლოვანი რკინა) მისაღებად, შემდგომ კი უკვე ფოლადის საწარმოებლად გამოიყენებენ. აღსანიშნავია პროექტის მასშტაბიც, რომელიც ახალი გეგმით 1 გიგავატს მიაღწევს. ენერგეტიკის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს, გლობალურად დამონტაჟებული ელექტროლიზატორის სიმძლავრე მხოლოდ 0,3 გვტ-ს შეადგენდა. Iberdrola-სა და H2 Green Steel-ი ერთობლივ პროექტს იბერიის ნახევარკუნძულზე განახორციელებენ, ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით ...

Read More »

ბერლინისა და ვაშინგტონის შეთანხმებით, რუსეთისგან უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის შემთხვევაში, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ვეღარ ამოქმედდება

ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ოპერირების უფლება არ ექნება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ეს გაზსადენი ვეღარ ამოქმედდება“, – განაცხადა ბერბოკმა გერმანულ ტელევიზია ZDF-სთან საუბარში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ შედგა. მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროპის ...

Read More »

თეირანი ამტკიცებს, რომ ბირთვული შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ მისი მთავრობა „სერიოზულად“ ეკიდება ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ერთად მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობას. „ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ მოლაპარაკებებს და თუ მეორე მხარე სერიოზულად მოეკიდება სანქციების გაუქმებას, მივაღწევთ კარგ შეთანხმებას. ჩვენ ნამდვილად ვესწრაფვით კარგ შეთანხმებას“, – მოჰყავს ირანის პრეზიდენტის სიტყვები ირანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს. ირანის პოლიტიკური ლიდერის ამ განცხადების ფონია, რამდენიმედღიანი ...

Read More »