Author Archives: admin

თურქული სამთო პროდუქციის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

თურქეთის სამთო პროდუქციის ექსპორტი 2021 წელს წინა წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქეთის სამთო პროდუქციის ექსპორტით მიღებული შემოსავალი  5,93 მილიარდი აშშ დოლარია. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ 2021 წელს შესაძლებელი გახდა სამთო პროდუქციის ექსპორტში ისტორიული რეკორდის დამყარება. „ბოლო 20 წლის განმავლობაში ექსპორტი 10-ჯერ გაიზარდა. 2020 წელს ექსპორტმა 4 მილიარდ 270 მილიონი დოლარი ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი 3%-ზე მეტით დაეცა და ათას კუბურ მეტრზე, დაახლოებით, 1 000 დოლარი შეადგინა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 970 დოლარს შეადგენდა. გაზის ფასები უკვე მეორე დღეა არასტაბილურ დინამიკას ავლენს, ზრდიდან კლებაზე გადადის. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ...

Read More »

თალიბანი TAPI-ის გაზსადენის საშუალებით ფულის გამომუშავებას დაიწყებს

TAPI-ის გაზსადენის პროექტზე (თურქმენეთი – ავღანეთი – პაკისტანი – ინდოეთი), რომლის განხორციელებაც ავღანეთის ტერიტორიის გავლით იგეგმება, დარჩენილი შვიდი ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება. ამის შესახებ სამშაბათს ავღანურმა ტელეარხმა, Tolo News-მა გაავრცელა ინფორმაცია თალიბანის მოძრაობის მიერ შექმნილი დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით. მთლიანობაში, TAPI-ის პროექტის განსახორციელებლად დაიგეგმა 16 ხელშეკრულების გაფორმება, რომელთაგან 9 გაფორმდა ავღანეთის წინა ხელისუფლების პირობებში, მიუთითებს არხი. დარჩენილ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 11 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83,72  (+ 2,85)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81,22 (+  2,99)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ავსტრალია 2021 წელს გათხევადებული ბუნებრივი არის ექსპორტის ლიდერია

2021 წელს ავსტრალია გახდა მსოფლიოს ლიდერი გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტში. მან აღნიშნული მაჩვენებლით წინა წლის ლიდერ ყატარს აჯობა. ბაზრის მკვლევარი ორგანიზაცია Kpler-ის ინფორმაციით, ავსტრალიამ 2021 წელს 80,23 მლნ ტონა თხევადი აირის ექსპორტი განახორციელა, მაშინ როცა 2020 წელს 77,63 მლნ ტონა გაიტანა ექსპორტზე. მეორე ადგილზე გავიდა ყატარი, რომელზეც მოდის 77,83 მლნ ტონა, ხოლო 2020 წელს 77,88 მლნ ტონა. მესამე პოზიციაზეა აშშ, ...

Read More »

აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის მიწოდებას შეამცირებს

მომავალ თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის  მილსადენით აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტის იანვრის თვესთან შედარებით მოსალოდნელია შემცირდეს, Reuters-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. აზერბაიჯანიდან თურქეთის პორტ ჯეიჰანამდე ნედლი ნავთობის ექსპორტის მოცულობა დადგენილ იქნა თებერვალში 14,72 მლნ ბარელის ოდენობით, იანვრის თვის 17,27 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ოპერატორი BP-ის თანახმად, მილსადენის ნავთობის მთლიანმა ექსპორტმა მისი დაარსების დღიდან 500 მილიონ ტონას მიაღწია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საერთო სიგრძე 1768 კილომეტრია, ...

Read More »

Air France-KLM განახლებადი წყაროებიდან მიღებული საწვავის დამატებით გადასახადს ავიაბილეთებში ასახავს

ამიერიდან ავიაკომპანიების ჯგუფი Air France-KLM განახლებადი წყაროებიდან მიღებული საწვავის დამატებით გადასახადს (SAF) ავიაბილეთებში ასახავს. ჯგუფმა განმარტა, რომ ამით ეკოლოგიური საწვავის უფრო მაღალი ღირებულების კომპენსირება ხდება, აღნიშნული საწვავის გამოყენება კი მნიშნველოვანია კომერციული საჰაერო ტრანსპორტის გარემოსდაცვითი დაბინძურების შესამცირებლად. ავიაკომპანიები მგზავრებს ასევე შესაძლებლობას მისცემენ SAF საწვავის დამატებითი მოცულობის თანხა გადაიხადონ, რაც ხელს შეუწყობს ფრენის დროს CO2-ის გამოყოფის შემცირებას. SAF არის ევროკავშირის პოლიტიკის განუყოფელი, ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: 2021 წელს საწვავის იმპორტი და მოხმარება გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი მიმოხილვას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 2021 წლის იანვარ-დეკემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1 148 705 ტონა, რაც 42,7 ათასი ტონით ანუ 3,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1 105 995 ტონა) შედარებით და 52,7 ათასი ტონით ანუ 4,8%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1 096 018  ტონა) შედარებით. მათ ...

Read More »

დაუწესებს თუ არა ამერიკა სანქციებს რუსულ გაზსადენს

დემოკრატი სენატორების ნაწილი ფიქრობს, რომ ამერიკამ “ჩრდილოეთ ნაკად 2-ს” სანქციები არ უნდა დაუწესოს. განცხადებები ამერიკელმა კანონმდებლებმა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. მათ მიაჩნიათ, რომ სანქციების დაწესება რუსულ გაზსადენზე ამერიკა-გერმანიის ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას იქონიებს. პარალელურად კი ამერიკის სენატში რესპუბლიკური პარტიის წევრები მხაარს უჭერენ რესპუბლიკელი სენატორის ტედ კრუზის ინიციატივას, რომელიც რუსული გაზსადენისთვის ახალი და ძლიერი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ...

Read More »
მაკროეკონომიკური რისკებისა და წარმოების ზრდის ფონზე ნავთობის ფასმა დაიკლო

ნავთობიმპორტიორთა კავშირი 2022 წელს ნავთობის კიდევ უფრო გაძვირებას არ გამორიცხავს

ნავთობიმპორტიორთა კავშირი 2022 წელს ნავთობზე ფასების კიდევ უფრო ზრდას არ გამორიცხავს. ამის მიზეზად ეკონომიკის გახსნასა და საჰარო მიმოსვლის გააქტიურებას ასახელებენ. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ გაერთიანების ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, ფასებთან ერთად მზარდია ნედლეულზე მოთხოვნაც. „ვითარება საკმაოდ რთულია. 2021 წლის დეკემბერში ნავთობზე ფასების შემცირების მიზეზი კორონა ვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გამოჩენა იყო. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ომიკრონი არ არის ისეთი ძლიერ ვირუსი, როგორსაც ...

Read More »