Author Archives: admin

Saudi Aramco ნავთობმოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს

Saudi Aramco პოლონეთში ნავთობის მიწოდებას დაიწყებს

პოლონურმა ენერგეტიკულმა კონცერნმა Orlen-მა გააფორმა გრძელვადიანი კონტრაქტი მსოფლიოში უმსხვილეს ნავთობკომპანია Saudi Aramco-სთან პოლონეთში დღიურად 200-337 ათასი ბარელი ნავთობის მიწოდებაზე. პოლონური კონცერნის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გარდა ამისა, ორლენი იტყობინება, რომ Saudi Aramco შეიძენს გდანსკში მდებარე Lotos-ის ქარხნის 30%-იან წილს. ეს გარიგება აუცილებელია იმისათვის, რომ ევროკავშირის ხელისუფლებამ დაამტკიცოს ორლენ-ლოტოსის შერწყმა, ჭარბი აქტივები 14 იანვრამდე უნდა გაყიდულიყო. Lotos-ის კუთვნილი ავტოგასამართი ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

მოლდოვამ გაზრდილი ფასით დაიწყო რუსული გაზის საფასურის გადახდა

მოლდოვის მთავარი გაზგამანაწილებელი კომპანია „მოლდოვაგაზი“ აცხადებს, რომ მან ძველი ფასით გაისტუმრა დეკემბერში მოხმარებული გაზის საფასურის დავალიანება რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“, მაგრამ ახალი წლიდან რუსული გაზის შეძენა ახალი, გაზრდილი ფასით მოუწევს. მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ანდრეი სპინუმ, 13 იანვარს განაცხადა, რომ დეკემბრიდან ათასი კუბური მეტრი გაზის საფასური 550 ამერიკული დოლარიდან 647 დოლარამდე გაიზარდა, რაც დამატებით პრობლემას შეუქმნის ეკონომიკურად უღარიბეს ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება გაიზარდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, დაახლოებით 10,6%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 121 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული ...

Read More »

სტამბულში, ევროპაში პირველი ნახშირბადუარყოფითი ბიოგადამმუშავებელი ქარხანა გაიხსნა

სტამბულში, მინისტრებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ, გაიხსნა ქარხანა, რომელიც წყალმცენარეებს რეაქტიულ საწვავად გადააქცევს. აღსანიშნავია, რომ სტამბულის ქარხანა ევროპისთვის პირველი და ერთადერთი ნახშირბადუარყოფითი ბიოგადამმუშავებელი ობიექტია, რომელიც  ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი. ქარხნის საშუალებით თურქეთი წიაღისეულ საწვავსა და არაგანახლებად ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ბოსფორის უნივერსიტეტის კამპუსში, 2,500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ქარხანა „ბიოეკონომიკაზე ორიენტირებული განვითარებისთვის ინტეგრირებული ბიორეფინერიის კონცეფციის“ (INDEPENDENT) პროექტის ნაწილია, რომელიც ინოვაციური, ...

Read More »

დემოკრატმა სენატორებმა მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკელ ტედ კრუზის კანონპროექტს, რომელიც „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა

დემოკრატმა სენატორებმა უარყვეს რესპუბლიკელ ტედ კრუზის კანონპროექტი, რომელიც რუსული გაზსადენის მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით, შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის ოპერატორი კომპანიისა და სხვა ფირმების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან გაზსადენთან. სენატის მიერ პროექტის დამტკიცებას ხუთი კანონმდებლის ხუთი დააკლდა. პროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს დემოკრატმა სენატორებმა, რომელთა განმარტებითაც, ამ ინიციატივას პოლიტიკური შურისძიება უდევს საფუძვლად და პრეზიდენტ ბაიდენის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლის ადმინისტრაციამაც ...

Read More »

ნაბიჯი მეზობელი ქვეყნების ენერგოექსპანსიისკენ – რუსეთმა 2021 წელს 25 მლრ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე

რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით 2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცების თანახმად, 2021 წელს ქვეყნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5,4%-ით და 1,106 ტრილიონ კვტ.სთ-ს მიაღწია. მოხმარებული ენერგიის ზრდა სრულად დაკომპენსირდა გამომუშავებული ელექტროენერგიის კიდევ უფრო მაღალი, 6%-იანი ზრდის ტემპით. 2021 წელს რუსეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობამ 1,131 ტრილიონი კვტ.სთ შეადგინა. ქვეყნის შიდა ბაზარზე ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 13 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.47  (- 0.20)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.12 (-  0,52)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

პოლიციის გარეშე არაფერი გამოვა – დავით ნარმანია სვანეთში მაინინგის პრობლემის გადაწყვეტაზე

რა სამართლებრივი საფუძველი აქვს მესტიის რაიონისთვის დენის უფასოდ მიწოდებას; რას პასუხობს სემეკი „ენერგო პრო ჯორჯიას“ მოთხოვნას, ზემო სვანეთის ელექტრომომარებაზე პასუხისმგებლობა და ქსელის მართვა მუნიციპალიტეტს გადაეცეს – მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგოკრიზისსა და მაინინგის პრობლემებზე, ასევე იმაზე, თუ რაში ხედავს გამოსავალს და რატომ არ ეთანხმება ეკონომიკის მინისტრის პოზიციას,  „მთის ამბებთან“ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია საუბრობს. – ბატონო დავით, დავიწყოთ იმით, როდიდან ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

ჰელიოს ენერჯი: 1 კვტ.სთ-ის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მონტაჟი $700-მდე ღირს

საქართველოში 1 კვტ.სთ-ის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დამონტაჟება დაახლოებით $600-700 დოლარი ღირს. სადგურის მასშტაბურობასთან ერთად იზრდება მისი ფასიც, თუმცა მცირდება ინვესტირებული თანხის უკუგების პერიოდი. როგორც „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელმა, გუგა ბარბაქაძემ განაცხადა, ეს მიმართულება ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფების გაძვირების ფონზე უფრო მიმზიდველი ხდება. „1 კვტ/სთ სიმძლავრის დამონტაჟება დაახლოებით $600-750-მდე ჯდება. მაგრამ თუ სიმძლავრე არის დიდი, მაგალითად 50-100 კვტ.სთ მაშინ ჩადებული ინვესტიციის ...

Read More »

2022 წელს ევროპელები ენერგორესურსებზე რეკორდულ თანხას დახარჯავენ

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნები ენერგიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულ თანხას დახარჯავენ, საუბარია ერთ ტრილიონ დოლარზე. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ბანკ Citigroup-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამ ტიპის ხარჯები განპირობებულია რეგიონში გათბობასა და ენერგომოხმარებაზე ფასების ზრდით. „გაზი და ელ-ენერგია ძალიან ძვირდება. მომხმარებლებსა და მწარმოებლებს მთელს რეგიონში, სავარაუდოდ, მოუწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება ენერგომოხმარებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს Citigroup-ის ანალიტიკოსი ალასტერ ...

Read More »