Author Archives: admin

უკრაინა, ევროკავშირთან ერთად, Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინა, ევროკავშირთან ერთად, Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ განაცხადა. “გადაწყდა, რომ უკრაინა მოწვეული იქნება Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესზე, როდესაც აღნიშნული საკითხი ევროკომისიამდე მიაღწევს. ეს არის ოფიციალური პოზიცია, რომელიც დღეს მოვისმინეთ, რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს”, – განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი, რომელიც 2021 წლის ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ნავთობის ფასი არანორმალურ ნიშნულზეა, პრობლემებს ვერც საქართველო გაექცევა

გლობალურ სანავთობო ბირჟებზე ისეთი დაძაბულობაა, რაც ბოლო წლებში მსოფლიოს არ ახსოვს. შავი ოქროს ღირებულებამ ლამის 90 დოლარს გადააჭარბოს, რაც ბოლო წლების გაუგონარი ფასია. ამის ძირითადი მიზეზი უკვე არა პანდემია, არამედ ნავთობმწარმოებელ ქვეყნებში სამხედრო დაპირისპირებებია. რამდენიმე დღის წინ იემენელმა ამბოხებულებმა არაბთა გაერთიანებული საემიროების, აბუ-დაბის ერთ-ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად აფეთქდა სამი შემნახველი რეზერვუარი, რამაც სამი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ...

Read More »
სსე-მ მოლდოველ კოლეგებთან შეხვედრა გამართა

რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის შეწყვეტის საფრთხის გამო, მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა

ოლდოვას პარლამენტმა, ქვეყანაში 60 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი, იანვრის თვის დავალიანების გამო, რუსეთის სახელმწიფო კომპანიის „გაზპრომის“ მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის საფრთხე გახდა. „გაზპრომში“ განაცხადეს, რომ დავალიანების გადაუხდელობის გამო რესპუბლიკას ბუნებრივი აირის მიწოდება 21 იანვრიდან შეუწყდება. მოლდოვის ხელისუფლებამ კომპანია „გაზპრომს“ იანვრის თვის გადასახადის გადავადება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. მოლდოვის ვიცე-პრემიერის, ანდრეი სპინუს ინფორმაციით, რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანია ...

Read More »

ბიზნესის ნაწილი ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადებას კიდევ ერთხელ ითხოვს

კერძო სექტორის ნაწილი ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადებას კიდევ ერთხელ ითხოვს. ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ რეფორმასთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. გენერაციის ობიექტებისთვის ბუნდოვანია, თუ როგორ ჩამოყალიბდება ბირჟაზე ვაჭრობისას ელექტროენერგიის ფასები. მათი თქმით, არსებობს რისკი, რომ განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში ელექტროენერგიაზე ძალიან დაბალი ფასები დაფიქსირდეს, რაც კომპანიებს არაერთ პრობლემას შეუქმნის. ამასთან, გენერაციის ობიექტებისთვის პრობლემურ საკითხად რჩება ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც მათ წინასწარ უნდა ...

Read More »

დღეს აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, საბურთალოსა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 21 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კალანდაძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიასა და ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.  

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 92 აშშ დოლარს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,13%-ით, 1,93 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 92,49 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

როგორ ვუშველოთ გადაყრილ საკვებს?

ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ და არ ვჭამთ, რომელსაც მაცივარში ვინახავთ და გვავიწყდება, რომელსაც ეტიკეტზე მითითებული ვადა ეწურება და ვაგდებთ,რომელიც მარკეტების დახლებიდან ან ბაზრობებზე არ იყიდება და იყრება, რომელიც სახლში თუ რესტორანში სუფრაზე დარჩა და ნარჩენების ურნაში განთავსდა – ეს ყველაფერი იქცევა საკვების ნარჩენად. ჩვენ კი, ამ და სხვა ყოველდღიური ქმედებებით, ხელს ვუწყობთ დიდი რაოდენობის საკვები ნარჩენის წარმოქმნას. საკვების ნარჩენი ...

Read More »

რუსული “ურალის” ნავთობის ფასმა 90 აშშ დოლარს გადააჭარბა

2014 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული პირველად რუსული საექსპორტო ნავთობის “ურალის” საშუალო ფასმა  ბარელზე 90 აშშ დოლარს გადააჭარბა, იუწყება რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში მისი ღირებულება იყო 40,83 აშშ დოლარი ბარელზე, ხოლო 2021 წლის აგვისტოში – 68 აშშ დოლარი ბარელზე, რაც 1,5 -ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს – იუწყება TASS. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის 2022 წლის ფედერალურ ბიუჯეტში “ურალის” ...

Read More »

საქართველოში კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმა „ჯეოდაქსი“ შემოდის

საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო ციფრული საინვესტიციო პლატფორმა „ჯეოდაქსი“ შემოდის, სადაც ვაჭრობა ყველა კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტ კუკავამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, პლატფორმაზე ზოგი ტრანზაქცია ოქროთი და უძრავი ქონებით იქნება გამყარებული. „ვმუშაობთ, რომ საქართველოს ბაზარზე კრიპტოვალუტის უმსხვილესი პლატფორმა შემოვიყვანოთ. პროცესი უკვე დასრულების ეტაპზეა. ეს აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „ლოიდის“ ...

Read More »
რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს EBRD ნენსკრას ჰესის მშენებლობაში?

EBRD 2022 წლიდან აღარ ჩადებს ინვესტიციებს წიაღისეული საწვავის პროექტებში

2022 წლიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ინვესტირებას მხოლოდ იმ პროექტებში განახორციელებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ პარიზის კლიმატის შეთანხმების მიზნებს, განაცხადა ალექსანდრე ნიკოლაენკომ, ბანკის მწვანე ეკონომიკისა და კლიმატის ცვლილების წამყვანმა მენეჯერმა. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს გადაწყვეტილი აქვს, რომ 2022 წლიდან ინვესტიციების 100%  შეესაბამებოდეს პარიზის შეთანხმების მიზნებს, რითაც ხელს შუწყობს გლობალური საშუალო ტემპერატურის 1,5 გრადუსზე მეტი ცელსიუსით მატების თავიდან აცილებას“, – ...

Read More »