Author Archives: admin

საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

როგორ აპირებს მთავრობა საწვავის ფასის შემცირებას?

საწვავი გამუდმებით ძვირდება და ეს პროცესი ძალიან დიდ გავლენას ახდენს როგორც ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკაზე, ასევე ინფლაციაზე. ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინისა და დიზელის ღირებულებამ 4 ლარს მიაღწია. მთავრობა რაღაც ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, მაგრამ ჯერჯერობით არ ამხელს, თუ როგორ აპირებს არანორმალურად გაზრდილი ფასის შემცირებას. გარკვეული ინფორმაცია უკვე გააჩნიათ იმპორტიორებს. ასეთ ფონზე მოქალაქეებმა ორიოდე დღის წინ რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაიაფების ...

Read More »

აშშ-მა ნავთობის მოპოვების გაზრდა გადაწყვიტა მსოფლიო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების უმაღლესმა მრჩეველმა ეიმოს ჰოკსტინმა დუბაიში გლობალურ ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას, რომელიც ორგანიზებულია ვაშინგტონის ატლანტიკური საბჭოს მონაწილეობით, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს ნავთობის მოპოვების გაზრდას შიდა და მსოფლიო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, TACC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”აშშ ფიქრობს გაზარდოს წარმოება და უზრუნველყოს საკმარისი მიწოდება აშშ-ის ბაზარზე და მსოფლიო ბაზრებზე,” – თქვა ჰოქსტინმა.

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

საწვავის გაძვირების ტენდენცია და მოლოდინები

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.  მძღოლებს  ავტოგასამართ სადგურებზე ერთ ლიტრ საწვავზე საშუალოდ ასეთი ფასები ხვდება: 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი ავტოგასამართ სადგურებზე რეგულარი – 3.80 ლ პრემიუმი – 3.85 ლ სუპერი – 4 ლ დიზელი – 4,10 ლ ყველა ტიპის საწვავის გაძვირების ტენდენცია მზარდია და პროგნოზები არადამაიმედებელი – ამბობენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში. ახლო მომავალში საწვავი არათუ გაიაფდება, შესაძლოა კიდევ უფრო გაძვირდეს. ...

Read More »

როდის დაიწყებს OMV PETROM შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის კვლევას

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყებს OMV Petrom შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის პოტენციური რესურსების კვლევას. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს მალე განახორციელებს. პროექტზე არსებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით OMW Petrom-ის წარმომადგენლებს ლევან დავითაშვილი შეხვდა. მოლაპარაკებებისას  აღინიშნა, რომ ექსპერტული შეფასებით საქართველოს შელფზე ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მარაგებია. ასევე, ითქვა, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში OMW Petrom-ი სამგანზომილებიან სეისმურ ...

Read More »

გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება

გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება. მთავრობამ გაზის მიწოდების მოქმედი რეგულაციის შესაბამისად გაფრთხილების ადრეული რეჟიმი აამოქმედა. გერმანიაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მოქმედი საგანგებო რეგულაციის მიხედვით, ადრეული გაფრთხილება არის სამსაფეხურიანი გეგმის პირველი ეტაპი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას ჯერ არ ითვალისწინებს. როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, ამჟამად ქვეყანაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის და ხელისუფლება აკვირდება ბაზრის ოპერატორებთან არსებულ სიტუაციას. ...

Read More »
ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

სებ-ი: საწვავის ფასების მკვეთრ მატებას ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება

“ამ ეტაპზე  არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაში წერია, რომელიც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.5%-ით, რეკორდულ 11%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი განსაკუთრებით გაზრდილია. სებ-ის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკა “გამკაცრებისკენ მიდრეკილი” დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი აირის სტაბილურ ფასად მოწოდებას შევძლებთ

დღეს არ ველოდებით ჩვენი პირობების გაუარესებას და გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი აირის სტაბილურ ფასად მოწოდებას, – ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად გარანტირებული შეიძლება იყოს მომხმარებელი იმისგან, რომ ბუნებრივი აირის საფასური არ გაიზრდება, იმის მიუხედავად, რომ არსებული ფასი კონტრაქტშია ჩადებული. „ჩვენ დღეს არ ...

Read More »

მთვრალაშვილი: არ გამოვრიცხავ, საქართველომ რუსეთიდან საწვავი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიიღოს

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფასდაკლებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები ქართულ ბაზარზე მოხვდეს, რაც საქართველოში საწვავის ფასს შეამცირებს. „მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვა შემცირებულია, რადგან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და რიგი ქვეყნები უარს ამბობენ რუსული პროდუქტის შესყიდვაზე. შესაბამისად, დღეს რუსული ნავთობის ყოველდღიური გაყიდვები, უხეში გათვლით, 2 მლნ ბარელითაა შემცირებული. მომავალ თვეში შესაძლოა, 3 მლნ ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – რეალურად, საწვავზე ფასის შემცირებას ორკვირიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ

ენერგომატარებლების მაღალი ფასი იყო იმის განმაპირობებელი, რომ საქართველოში საცალო ქსელებში საწვავის ფასი რეკორდულად მაღალი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. „უკრაინის ომი აისახება არა მხოლოდ რეგიონის ეკონომიკებზე, არამედ გლობალურ ეკონომიკაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ენერგომატარებლები მაღალ ფასს ინარჩუნებს და ზუსტად ეს მაღალი ფასი იყო ...

Read More »

დააჩქარებს თუ არა უკრაინის ომი განახლებად ენერგიებზე გადასვლის პროცესს?

„ისევე, როგორც 1970-იანი წლების OPEC-ის კრიზისმა ხელი შეუწყო განახლებად ენერგიის წყაროებში ინვესტიციებსა და ახალი კანონმდებლობის ჩამოყალიბებას, რომელიც ავალდებულებდა ქვეყნებს საწვავის ეფექტურობის ეროვნულ სტანდარტების შემუშავებას, მიმდინარე კრიზისმა შესაძლოა აიძულოს ევროპა უფრო სწრაფი ტემპით განახორციელოს ინვესტიციები ალტერნატიულ ენერგეტიკაში“, – განაცხადა პიტერ სობოტკამ, ევროპაში ენერგოგადამცემი ქსელების კომპანიის Corinex-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.   თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე ასიმეტრიული შოკია, როგორც ...

Read More »