Author Archives: admin

რუსული ნავთობის იმპორტის გაზრდის გამო ინდოეთი სანქციების რისკის ქვეშაა

რუსული ნავთობის იმპორტის გაზრდის გამო ინდოეთი სანქციების „გაზრდილი რისკის“ ქვეშ მოექცევა, წერს სააგენტო Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. 8 მარტს აშშ-მ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო გამოაცხადა. წყაროს თანახმად, აშშ ახალი შემზღუდავი ზომების მიღებას აპირებს, რაც მესამე ქვეყნებს რუსული ნავთობის გაზრდილი მოცულობით შესყიდვას გაურთულებს. ინდოეთი ნავთობის სიდიდით მესამე იმპორტიორი და მომხმარებელია. იმ ფონზე, როცა რუსულ ნავთობზე უარს სულ უფრო მეტი დასავლური ქვეყანა ამბობს, 24 თებერვლის ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

მიუხედავად პუტინის გადაწყვეტილებისა, რუსული გაზი კვლავ მიედინება ევროპაში

რუსული გაზი კვლავ მიედინება ევროპაში მიუხედავად ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებისა შეუწყვიტოს გაზის მიწოდება იმ ქვეყნებს, ვინც მის საფასურს რუბლში არ გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს განმარტებით, პუტინის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საპასუხო რეაქციაა კრემლის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სანაცვლოდ. ცნობისთვის, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, „არამეგობარმა“ ქვეყნებმა რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

გაზი, მხოლოდ რუბლებში – რას ცვლის პუტინის განკარგულება ევროპული კომპანიებისთვის?

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც „არამეგობრულ ქვეყნებისთვის“ (აშშ, ევროკავშირი, სხვები) რუსული გაზის უცხოურ ვალუტაში მიყიდვას კრძალავს. განკარგულების მიხედვით, დასავლურ კომპანიებს, რომლებსაც რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა სურთ, რუსულ სახელმწიფო ბანკ გაზპრომბანკში სპეციალური ანგარიშის გახსნა მოუწევთ. შესყიდვის ახალი სქემის თანახმად, კომპანიებმა გაზპრომბანკში გახსნილ ანგარიშზე უცხოური ვალუტა უნდა გადარიცხონ, რომლითაც გაზპრომბანკი „შემსყიდველი კომპანიის დავალებით“ მოსკოვის ბირჟაზე რუბლებს შეისყიდის. ვალუტის გადაცვლის კურსს გაზპრომბანკი განსაზღვრავს. ამის ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

EBRD-ის €40 მლნ-ის სესხი და EU-ს €13 მლნ-ის გრანტი – რას ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის პროექტი

EBRD-ის €40 მილიონიანი სესხი და ევროკავშირის €13 მილიონიანი გრანტი – ააქართველოს ენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით საერთაშორისო პარტნიორები ახალ დახმარებას სთავაზობენ. თანხა გამოყენებული იქნება ენერგიის მოხმარების შესამცირებლად, ძირითადად სკოლებში, რაც ხელს შეუწყობს საერთო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გარემოს დაცვას. დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს KfW. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გავცრელებული განცხადების თანახმად, ინვესტიცია სკოლებში დააფინანსებს ფასადების, სახურავების და სარდაფების თბოიზოლაციას, ახალ ფანჯრებსა ...

Read More »

“პუტინს შანტაჟის უფლებას არ მივცემთ” – “დიდი შვიდეულის” ქვეყნები რუბლში გაზის საფასურის გადახდაზე კვლავ უარს ამბობენ

“დიდი შვიდეულის” ქვეყნები გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს აცხადებენ. როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა თქვა, გერმანია რუსეთს შანტაჟის უფლებას არ მისცემს. ”თქვენ იცით, რომ “დიდი შვიდეულის” ენერგეტიკის მინისტრებმა და, შესაბამისად, დიდმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა მყისიერად უპასუხეს, რომ კონტრაქტები უნდა იყოს დაცული. ყველაფერი, რაც მოვისმინე სხვა პოლიტიკოსებისგან, ამას ადასტურებს. ეს არის იმის პასუხი, რომ, როგორც სანქციების შემთხვევაში, ამ საკითხშიც დასავლეთში არის ...

Read More »

გიორგი ბახტაძე ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელ მიხეილ შალამბერიძესთან ერთად, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ენერგეტიკული თანამეგობრობის ახლად არჩეულ დირექტორს, არტურ ლორკოვსკის უმასპინძლა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ხასიათის შეხვედრის მთავარი მიზანი ენერგეტიკის მიმართულებით ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ფარგლებში მიმდინარე საკითხების განხილვა იყო. მათ შორის, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ე.წ. განცალკევებისა და გაზის ...

Read More »

ბელგოროდში ხანძარი ნავთობის მხოლოდ სამ საცავშია ლოკალიზებული – ცეცხლის გავრცელების საფრთხე რჩება

ბელგოროდში ნავთობის სამ საცავში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა, კიდევ სამში რჩება. ამის შესახებ რუსულ მედიას საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა განუცხადეს. როგორც მეხანძრეები აღნიშნავენ,  ჯერ კიდევ არსებობს იმის საფრთხე, რომ ცეცხლი 2 ათასი კუბური მეტრის მოცულობის დიზელის საწვავის სხვა კონტეინერებსაც გადაედოს. აფეთქების გამო, მეზობელი სახლებიდან 43 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ადგილზე 194 მეხანძრე, ტექნიკის 59 ერთეული, სახანძრო მატარებელი და თვითმფრინავი მუშაობს. აფეთქების შედეგად, საწარმოს ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე

დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ახალი განკარგულების თანახმად, ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობისას კომპანიებს რუსულ ბანკებში უნდა ჰქონდეთ ანგარიშები და საფასური რუბლებსი გადაიხადონ. „დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ე.წ. არამეგობრულ სახელმწიფოებთან რუსული ბუნებრივი აირით ვაჭრობის წესებს ადგენს. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ამ ...

Read More »

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე „ენერგეტიკული გაერთიანების“ დირექტორს არტურ ლორკოვსკის შეხვდა

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ბატონი მიხეილ შალამბერიძე „ენერგეტიკული გაერთიანების“ დირექტორს, ბატონ არტურ ლორკოვსკის შეხვდა მიმდინარე წლის 30 მარტს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დელეგაცია, მისი ახალი დირექტორის, ბატონი არტურ ლორკოვსკის ხელმძღვანელობით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურ დირექტორს, ბატონ მიხეილ შალამბერიძეს და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურ დირექტორს ბატონ გიორგი ბახტაძეს შეხვდა. მხარეებმა სამუშაო ხასიათის შეხვედრაზე მიმოიხილეს ...

Read More »

დავით სონღულაშვილი: ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული გეგმა ენერგეტიკის ეროვნული სტრატეგიის მნიშვნელოვანი მდგენელია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა დ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის NECP-ის შესახებ მსჯელობა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული და საქართველოს პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციის, საზოგადოებრივი სექტორის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები და ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებული კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები. ენერგეტიკისა და ...

Read More »