Author Archives: admin

OPEC-ი ნავთობის მიწოდების გაზრდაზე უარს აცხადებს

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) უარს აცხადებს გადაუხვიოს გეგმას და საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდება გაზარდოს. OPEC-ის განცხადებით, ორგანიზაცია ნედლი ნავთობის წარმოებას დღიურად მხოლოდ 432,000 ბარელით გაზრდის – აღნიშნული მაჩვენებელი ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ნავთობის ექსპორტიორთა ორგანიზაცია არ ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის მოწოდებას მიწოდების გაზრდის შესახებ. თავად აშშ კი, ომით გამწვავებული ენერგეტიკული კრიზისისა და მკვეთრად გაზრდილი ფასების ...

Read More »

გერმანიის მთავრობა გაზპრომის შვილობილი კომპანიის კონტროლს იბარებს

გერმანიაში გაზპრომის შვილობილი კომპანიის, Gazprom Germania-ს კონტროლს გერმანიის მთავრობა იბარებს. ქვეყნის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის გადაწყვეტილებით, კომპანიის მეურვე ქსელების ფედერალური სააგენტო გახდება. ჰაბეკი გადაწყვეტილების მიზეზად “გაურკვეველ სამართლებრივ ურთიერთობებს” და სავაჭრო და საგადასახადო რეგულაციების დარღვევას ასახელებს. გასულ პარასკევს გაზპრომმა განაცხადა, რომ თავისი გერმანული შვილობილი კომპანიის საქმიანობას გააჩერებდა.

Read More »

ყაზახეთმა საქართველოში ნავთობპროდუქტების და გაზის ექსპორტი შეამცირა

ყაზახეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის იანვარ-თებერვალში 13,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (8,4 მლნ აშშ დოლარი), იუწყება MTI RK. ყაზახური საქონლის ექსპორტი 13,8%-ით შემცირდა და 6,1 მლნ დოლარი შეადგინა. QazTrade-ის (ექსპორტის მხარდაჭერისა და განვითარების ერთი ოპერატორი) ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში ყაზახეთს საქართველოში არ გაუტანია ნავთობპროდუქტები და აირები. თუმცა, გაიზარდა ნაგლინი პროდუქციის მიწოდება ...

Read More »

შტაინმაიერი – „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. შტაინმაიერმა, რომელიც პრეზიდენტობამდე ანგელა მერკელის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია ნიშნავს, რომ მან და სხვებმა გულწრფელად უნდა აღიარონ, რომ ცდებოდნენ. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო. ჩვენ ვებღაუჭებოდით ხიდს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა ...

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 აპრილს, თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ესენია: საბურთალოს რაიონი   გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავას და იშხნელების ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 ...

Read More »

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გარემოს გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, თანამშრომლებთან ერთად, საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, ნერგების დარგვის პროცესში  მიიღეს მონაწილეობა. გამწვანებისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 114 ნერგი შეიძინა, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე დაირგო. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ( შპს „აგრონეტი“ ) 50 ნერგი მერიას საჩუქრად გადასცა. „ეკოლოგია და გარემოს დაცვა ჩვენი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ შევიძინეთ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 4 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107.82 (+3.71)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103.08 (+3.81)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკის შემდეგ, იტალია მხარს დაუჭერს სანქციებს რუსული გაზის წინააღმდეგ,– ამის შესახებ მან ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „იტალია არ დაადებს ვეტოს რუსული გაზის შესახებ სანქციებს“, – თქვა მან. იტალიის ბაზარი ბუნებრივი აირის 40%-ით რუსეთიდან მარაგდება, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის ცდილობს ალტერნატივის პოვნას და მარაგების ...

Read More »
„ენერგოტრანსი” მომდევნო სამი წლის განმავლობაში 39.5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს

ენერგეტიკული უსაფრთხოების თანამედროვე სტატუსი და მარეგულირებელი მხარდაჭერის მექანიზმები

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე ენერგოუსაფრთხოების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან. სემეკის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ასახელებს, იმ  მარეგულირებელ ინსტრუმენტებს, რომელთა დანერგვა და  განხორციელება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის უმნიშვნელოვანესი პირობაა. ნუგზარ ბერიძე ამბობს, რომ ენერგოუსაფრთხოება არის ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი საფუძველი. იმპორტირებულ ნახშირწყალბადოვან რესურსებზე დრამატული დამოკიდებულება (არანაკლებ 80%-ისა) და საგარეო პოლიტიკური ...

Read More »

ჩინეთი ცდილობს, რუსული თხევადი გაზი დიდი ფასდაკლებით შეიძინოს

თხევადი გაზის უმსხვილესი იმპორტიორები ჩინეთში ცდილობენ დამატებითი მოცულობების შეძენას რუსეთისგან, რათა ისარგებლომ დიდი ფასდაკლებებით ვიდრე მსოფლიო აქტიურად ამბობს უარს აგრესორის ენერგორესურსებზე,– იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრნობით. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები, მათ შორის Sinopec და PetroChina, მოლაპარაკებებს აწარმოებენ მომწოდებლებთან. კომპანიები გეგმავენ, პირდაპირი შეწყიდვების ნაცვლად, ნდობით აღჭურვილი ფირმები გამოიყენონ. ეს ხელს შეუწყობს შესყიდვების სტრუქტურის დამალვას და წარმოაჩენს იმგვარად, თითქოს ჩინური კომპანია ...

Read More »