Author Archives: admin

გარდაბანში ახალი მიკრო ჰესი აშენდა, რომელიც ელექტროენერგიით ქარხნებს მოამარაგებს

საქართველოს ენერგეტიკულ სტრატეგიაში განახლებადი ენერგიების განვითარებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რაც არა მხოლოდ დიდი სიმძლავრის ჰესების განვითარებას, არამედ მცირე და მიკრო ელექტრო სადგურების აშენებასაც მოიაზრებს. დღეის მონაცემებით, საქართველოში მიკრო სიმძლავრის 400 მდე ელექტრო სადგურია, რომელთა დადგმული სიმძლავრე ჯამში 32 მეგავატს შეადგენს. ამ რიცხვს მალე ახალი მიკროჰესი შეემატება, რომელიც გარდაბანში აშენდა და სულ მალე ექსპლუატაციაში შევა. კომპანია “მემე”–ს დამფუძნებელი ირაკლი ორჯონიკიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ...

Read More »

ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიam 2022 წელს ნახშირწყალბადების წარმოების გეგმას 3,2%-ით გადააჭარბა

ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის Petroleo Brasileiro S. A. (Petrobras) ნახშირწყალბადების წარმოებამ 2022 წელს 2,684 მილიონი ბარელი ნავთობის ეკვივალენტი შეადგინა დღეში. ამის შესახებ კომპანია იტყობინება. მან სამიზნე მაჩვენებელს 2,6 მილიონ ბარელი ნავთობის ეკვივალენტით გადააჭარბა. დღეში 3,2%-ით, მაგრამ დაემორჩილა 2021 წლის რეალურ შედეგს (2,77 მბნე დღეში) 3,1%-ით. 2022 წლის იანვარში Petrobras-მა ნახშირწყალბადების წარმოების წლიური გეგმა სტრატეგიის დამტკიცებული 2,7 მილიონი ბარელი ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

23 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, ტაშკენტის,  მაჭავარიანის, ამასუკელის და ცაცხვების ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ანგია ბოჭორიშვილის, მემედ აბაშიძის და ნანეიშვილის ...

Read More »

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე მტვრის ნაწილაკების მატება ფიქსირდება. ამ მოვლენის მთავარი წყარო კი არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, ესაა ქვეყნის გარედან უდაბნოს მტვრის შემოჭრა, რაც წლის განმავლობაში საკმაოდ ხშირად გვიფიქსირდება და რამდენიმე ათეული შემთხვევა გვაქვს, როდესაც ხან საჰარის ...

Read More »

ბიტკოინი გაძვირებას განაგრძობს

ბიტკოინი შაბათს, 21 იანვარს, სავაჭრო სესიაზე 23,056 დოლარად ივაჭრებოდა. კრიპტოვალუტის ფასი კიდევ 10%-ზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ პორტალ Coindesk-ზე იტყობინება. ბოლოს ბიტკოინის ფასმა 23000 დოლარს გასული წლის 19 აგვისტოს გადააჭარბა. მანამდე ბიტკოინის კურსმა 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან პირველად გადააჭარბა 18000 დოლარს.

Read More »
კლიმატ

გერმანია ყაზახეთის „მწვანე“ ენერგიის ბაზარზე შესვლას გეგმავს

გერმანია ყაზახეთთან, მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავს. ამის შესახებ Trend-ს გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სპიკერმა რობერტ სევერინმა განუცხადა. „ექსპერტები აცხადებენ, რომ ყაზახეთში მწვანე წყალბადის, ასევე ქარის ენერგიის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობებია. მზის რადიაციული ენერგიის დონე და სხვა ფაქტორები ასევე უზრუნველყოფს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების წარმატებულად განვითარებას “, – თქვა სევერინმა. მისი თქმით, 2022 წლის 7 ნოემბერს ყაზახეთმა და ...

Read More »

“საქართველოს კიდევ აქვს ახალი შესაძლებლობა, გახდეს ჰაბი ენერგეტიკული მიმართულებით”

დავოსის ეკონომიკური ფორუმზე ძალიან მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას და საქართველოს როლს რეგიონში, – ამის შესახებ ექსპერტმა, ოთარ ანგურიძემ განაცხადა. მან განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს დავოსის ეკონომიკური ფორუმს საქართველოსთვის. „პრეზიდენტმა ალიევმა გაუსვა ამას ხაზი, რომ საქართველოში ყოველთვის ხდებოდა გარკვეული სახის ურთიერთობის დამყარება და შემდგომ ამ ურთიერთობებზე უკვე სხვა ნაბიჯების გადადგმა. ამდენად, როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც გაესვა ხაზი ...

Read More »

დასავლეთის ქვეყნები რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ფასების ორ ზედა ზღვარს შემოიღებენ

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, G7-ის ქვეყნები, ევროკავშირი და ავსტრალია შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ფასების ორ ზედა ზღვარს შემოიღებენ. სააგენტოს ცნობით, ფასის ერთი ზღვარი ნედლ ნავთობზე, ხოლო მეორე – პროდუქტებზე (საწვავი). გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის მარტში გადახედონ თავად რუსული ნავთობის ფასის ზღვარს, რომელიც ზღვით გადაიზიდება. რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ფასების ზღვრების შესახებ გადაწყვეტილება, კოალიციაში მონაწილე ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მოადგილეების ვირტუალურ შეხვედრაზე (ფასების ...

Read More »
გია ვოლსკი - დეფიციტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, 2003 წლიდან ყოველთვის, "გაზპრომის" მოწოდებული გაზით ივსებოდა

გიორგი ვოლსკი: ის იდეები, რომლებიც უკავშირდება ენერგორესურსებით, დასავლური ბაზრების უზრუნველყოფას, რეალიზებული იქნება

ის იდეები, რომლებიც უკავშირდება ენერგორესურსებით, დასავლური ბაზრების უზრუნველყოფას, რეალიზებული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. „არ უნდა არსებობდეს საქართველოში ადამიანი, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, რომ არ მიესალმებოდეს იმას, რაც დავოსში ხდებოდა პრემიერ მინისტრის ვიზიტის პერიოდში. საქართველო საინვესტიციო გარემოს კონკრეტულ პროექტებს წარმოადგენს და ის იდეები, რომლებიც უკავშირდება ენერგორესურსებით, დასავლური ბაზრების უზრუნველყოფას, რეალიზებული იქნება და ეს ...

Read More »

Saudi Aramco აშშ-ს უდიდესი ქარხნის ერთადერთი მიმწოდებელი ხდება

Saudi Aramco-ს შვილობილმა კომპანია Aramco Trading Company-იმ (ATC) Motiva Trading-ის 100% შეიძინა და ჰიუსტონში Aramco Trading Americas LLC დააარსა. ამ შეთანხმებით, Aramco Trading Americas ნედლეულის ერთადერთი მიმწოდებელი და Motiva Enterprises პროდუქციის მყიდველი იქნება. საწარმოს შეუძლია დღეში 630 ათას ბარელამდე გადამუშავება (დაახლოებით 31,5 მილიონი ტონა ნავთობი წელიწადში) და აწარმოებს ბენზინს, თვითმფრინავის საწვავს, დიზელის საწვავს და ბაზის ზეთებს. აღნიშნულია, რომ Aramco Trading ...

Read More »