Author Archives: admin

ითანამშრომლეთ ღირებულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ – ელჩი ფიშერი

„რაც შეიძლება მეტი გააკეთეთ, ითანამშრომლეთ ღირებულ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას თქვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ“, ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა, ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ენერგეტიკის სფეროში თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ზოგადად, რა რისკებს უნდა ითვალისწინებდნენ ქვეყნები? ამ შეკითხვით მიმართა ელჩს Europetime-მა. ელჩი ფიშერი: ენერგეტიკაზე საუბრისას ჩვენ ვსაუბრობთ საიმედოობაზე, უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე. მნიშვნელოვანია საიმედოობა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ენერგია, სიმძლავრე ჩვენი ქარხნების, მანქანების კვებისათვის. საჭიროა უსაფრთხოება და ეკონომიკური ...

Read More »

“არ გვაქვს ფუფუნება უარი ვთქვათ ჰიდრორესურსებზე და მილიონობით ლარის ელექტროენერგია შემოვიტანოთ დეფიციტის პირობებში”

„ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება უარი ვთქვათ ჰიდრორესურსებზე და მილიონობით ლარის ელექტროენერგია შემოვიტანოთ დეფიციტის პირობებში – განაცხადა ბიზნეს სტანდარტის ეთერში სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. მისი განმარტებით, თუ გარემოს დაცვის მიმართულებით უწყინარი ჰესია და მნიშვნელოვან გავლენას არ ახდეს, უნდა ავაშენოთ. „გეზეშეების განხილვა საჯაროდ უნდა მოხდეს და ყველამ თავისი სიტყვა უნდა თქვას. სამწუხაროდ “მწვანეების” სიტყვა უფრო ისმის და მეორე მხარის, საზოგადოების ხმა ცოტა ...

Read More »

Caspian Energy Georgia–ს თავმჯდომარედ ნათიგ მამედოვი დაინიშნა

აზერბაიჯანული Caspian Energy Georgia–ს თავმჯდომარედ ნათიგ მამედოვი დაინიშნა. ამის შესახებ Caspian Energy Club–ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტელმან ალიევმა სამშაბათს განაცხადა. ალიევის თქმით, ნათიგ მამედოვი Caspian Energy Club–ის ინტერესებს წარმოადგენს და საქართველოს ტერიტორიაზე კლუბის საქმიანობას გაუძღვება. „ნათიგ ალიევი წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებით უძღვებოდა ბიზნესს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კლუბის მმართველობამ არჩევანი მასზე გააკეთა, ვინაიდან მამედოვს აქტიური ბიზნეს პოზიცია და ფართო ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2023 წლის 23 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.66 (+0.50)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.22  (+0.60)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დავით ნარმანია USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, სასწავლო ცენტრის ორგანიზაციის, ბიუჯეტის, სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და ცენტრის ოპერირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრა გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და  USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა პირებმა. შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერაზე სხვადასხვა მიმართულებით. „ძალიან ...

Read More »

გურამ ნიკოლეიშვილი: შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზი – ევროინტეგრაცია, ტერიტორიული მთლიანობა და შუა დერეფნის მდგრადობა

შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზი – ევროინტეგრაცია, ტერიტორიული მთლიანობა და შუა დერეფნის მდგრადობა 21-ე საუკუნის მესამე ათწლეული სხვა გლობალურ მოვლენებთან და ცვლილებებთან ერთად, ენერგეტიკული ასპექტითაც ღირსშესანიშნავია. გლობალურმა კატაკლიზმებმა და ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომმა განსაკუთრებით გამოაჩინა ენერგეტიკის პოლიტიკური და ეკოლოგიური მნიშვნელობა. მიუხედავად სასიცოცხლო გამოწვევებისა, ევროპა მტკიცედ ადგას მწვანე ენერგეტიკის შეთანხმების პოლიტიკას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის გზას. წიაღისეული საწვავის შემცირება ისედაც წარმოადგენდა ...

Read More »

სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მდგრადი ეკონომიკის კონკურენტული პოლიტიკის შესახებ მაღალი დონის სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)  წევრმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტმა  მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო პარიზში მიმდინარე მდგრადი ეკონომიკის კონკურენტული პოლიტიკის შესახებ მაღალი დონის სიმპოზიუმში, რომელიც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით გაიმართა. სიმპოზიუმის ფარგლებში მაია მელიქიძემ ისაუბრა განახლებადი ენერგიების განვითარების აუცილებლობის შესახებ. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა მდგრადი ეკონომიკის ჭრილში, ენერგეტიკის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სექტორის ...

Read More »

უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, IAEA-ს მუდმივმა მისიებმა დაიწყეს მუშაობა

უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივმა წარმომადგენლობამ დაიწყეს მუშაობა. ამის შესახებ NNEGC „ენერგოტომის“ შეტყობინებაშია ნათქვამი. „გასული კვირის განმავლობაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ჩავიდნენ შიდა ბირთვულ ობიექტებში. ახლა სპეციალისტებმა დაიწყეს მუშაობა KhNPP-ში, ასე რომ, ახლა მუდმივი მისიები იმუშავებენ რივნის, ჩერნობილის, სამხრეთ უკრაინისა და ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურებზე“, – ნათქვამია „ენერგოატომის“ ანგარიშში. კომპანიამ აღნიშნა, რომ მისიების ამოცანაა უკრაინის ...

Read More »

იაპონური სადაზღვევო კომპანიები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში LNG-ის გადამზიდავებისთვის სადაზღვევო პრემიებს ზრდიან

იაპონური სადაზღვევო კომპანიები გეგმავენ გაზარდონ სადაზღვევო პრემიები LNG-ის გადამზიდავებისთვის რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, დაახლოებით 80%-ით. ამის შესახებ წერს Nikkei. ასეთი ღონისძიება იქნება პასუხი უცხოური გადაზღვევის ფირმების ქმედებებზე, რომლებიც ზრდიან განაკვეთებს გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე. სატრანსპორტო კომპანიები ასევე დაიწყებენ ტვირთების ტარიფების გაზრდას, რამაც შესაძლოა გაზის ფასებზე ზეწოლა მოახდინოს, წერს Nikkei-მ. წყარო: bfm.ge

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

24 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.  ვაკის და საბურთალოს რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოდნის, თამარშვილის, მიროტაძის, კოსტავას, ოჟიოს, ტიციან ტაბიძის, აბაშიძის, ცხვედაძის და მცხეთის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ცხემის, ასათიანის, რიწის, 8 მარტის, თვალჭრელიძის, სარაჯიშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, ტარიელის, ...

Read More »