Author Archives: admin

ზელენსკი: ევროპაში რუსული გაზის ნაწილი შეიძლება უკრაინულმა ელექტროენერგიამ ჩაანაცვლოს

უკრაინა ემზადება ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდისთვის. ამის შესახებ 30 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ საღამოს ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. “დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, უკრაინამ დაიწყო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტი ევროკავშირში, რუმინეთში. და ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ჩვენ ვემზადებით მიწოდების გაზრდისთვის. უკრაინულმა ელექტროენერგიამ ევროპელების მიერ მოხმარებული რუსული გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება ჩაანაცვლოს. ანუ ეს ჩვენთვის არ არის მხოლოდ ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

„გაზპრომის“ აქციების ფასი 30%-ზე მეტით დაეცა – მიზეზი დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებაა

მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობისას სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ აქციები 30%-ზე მეტით დაეცა. The Insider-ის ცნობით, შემცირების მიზეზი გაზის მონოპოლიის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება გახდა, რომ 2021 წლისთვის დივიდენდები არ გადაეხადათ. ვაჭრობის გახსნაზე „გაზპრომის“ აქციები თითო აქციაზე 300 რუბლით ივაჭრებოდა. დივიდენდების გადახდაზე უარის შესახებ ცნობილი გახდა დაახლოებით 11:46 საათზე, რომლის შედემდეგაც აქციების დაეცა 207,69 რუბლამდე (30%-ზე მეტით). „კრებამ არ მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის 2021 წლის ...

Read More »

ჯო ბაიდენი: მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია – რუსეთი, რუსეთი, რუსეთი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდა და სურსათის დეფიციტი რუსეთის უკრაინაში შეჭრით არის გამოწვეული. „საბოლოო ჯამში, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი. სასურსათო კრიზისის მიზეზიც რუსეთია“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. რუსეთმა უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკა და მარცვლეულის ექსპორტს არ უშვებს.

Read More »

დავით ნარმანია: თელასი და თელმიკო სანქცირებულთა სიაში თუ მოხვდებიან, ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს

იმ შემთხვევაში თუ, სანქცირებულთა სია გაფართოვდება და ამაში თელასი, თელმიკო მოხვდებიან, სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ეს ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით შემაფერხებელი ფაქტორი ვერ გახდება. “თუ სანქცირებულთა სიაში “ინტერაოს” ჯგუფი და მისი შვილობილი კომპანიები თბილისში თელასი და თელმიკო მოხვდებიან, ეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით ჩვენთან შემაფერხებელი ვერ იქნება, რადგან მარეგულირებელი კომისიის მთავარი როლი, ფუნქცია და დანიშნულებაა, დანიშნოს სპეციალური მმართველი ასეთ შემთხვევაში და შიდა საბანკო ...

Read More »

ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო

ივნისში, ისტორიაში პირველად, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს, ევროკავშირში გაზის მიწოდებით გაუსწრო. ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ზამთარში საცავის შევსების დრო გვქონდეს, ევროპას სასწრაფოდ სჭირდება გაზის მოხმარების შემცირება. „რუსეთის ბოლოდროინდელი მკვეთრი შემცირება ბუნებრივი აირის ნაკადში ევროკავშირში ნიშნავს, რომ ეს არის ისტორიაში პირველი თვე, როდესაც ევროკავშირმა აშშ-დან LNG-ით უფრო მეტი გაზი შემოიტანა, ვიდრე რუსეთიდან მილსადენით”,- ამის შესახებ ...

Read More »

საქართველო ყველაზე მეტ საწვავს რუსეთში ყიდულობს – მაისში იმპორტი 237%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის მაისში საქართველომ ყველაზე მეტი (52 500 ტონა) ბენზინი და დიზელი რუსეთში იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 237%-ითაა გაზრდილი. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მონაცემებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის მაისის იმპორტში რუსეთის წილი 53.3% იყო. იმპორტში მეორე პოზიციას იკავებდა რუმინეთი – 19 200 ტონა (19,5%), შემდეგ იყო თურქმენეთი – 12 900 ტონა (13,1%) და ბულგარეთი – 9 000 ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის” განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 1-ელ ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვიის გამზირის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, მეჯვრისხევის, გომბორის, კამალოვის, გულრიფშის, ვასილ თამარაშვილის, სართანიას, საჭილაოს, სუმბათაშვილ-იუჟინის, ქართველიშვილის, ლევან ქართლელიშვილის, ლიკანის, ეროსი მანჯგალაძის, ნიკო მარის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ჩაქვის, წიკლაურის, ჯანელიძის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ცოტნე ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,8 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,8 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 415,6 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,6  მილიონი ბარელით  და შეადგინა  221,6  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,6  მილიონი ბარელით და შეადგინა  112,4 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 12,1 ...

Read More »

უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტს იწყებს

ევროპულ სისტემასთან ახალი შეთანხმება უკრაინას წლის ბოლომდე 1,6 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს. კიევი წარმატებით იწყებს ევროპის ენერგეტიკული ბაზრის დაპყრობას, რაც მას ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის საშუალებას მისცემს. აღნიშნული კარგი შესაძლებლობაა მძიმე ომში მყოფი ქვეყნისთვის, ასევე თავად ევროპისთვისაც რომელიც ცდილობს განთავისუფლდეს რუსეთზე ყველანაირი სახის ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპის ენერგეტიკული სისტემა ENTSO-E ხუთშაბათს დაიწყებდა ელექტროენერგიის ...

Read More »

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სათავო ოფისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ოფიციალური პირები ეწვივნენ

“საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის” სათავო ოფისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი სვენია შულცე, პარლამენტის წევრები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს და KfW-ს განვითარების ბანკის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრაზე იმსჯელეს რეგიონში არსებული ენერგეტიკული უსაფრთხოების, საინვესტიციო პოლიტიკის, განახლებადი ენერგიების და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონულ ჰაბად ქცევისა და ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის გზებზე. ენერგოკომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას, საქართველოს ნავთობისა და ...

Read More »