Author Archives: admin

აშშ-ის პრეზიდენტის ისრაელში ვიზიტი ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება

ჯო ბაიდენი ისრაელში ვიზიტით ჩავიდა, აშშ-ის პრეზიდენტის მიზანი იყო მასპინძელი ქვეყნისთვის გაეცნო  გადაწყვეტილება, რომელიც ირანის მზარდ ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. ვაშინგტონის დატოვებამდე მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს, დაუბრუნდეს 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას. “ერთადერთი, რაც ახლა ირანზე უარესია, არის ირანი, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი და ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ შეთანხმებას და ეს შევაჩეროთ. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, რომ ...

Read More »

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზმომარაგება 11000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

გაცნობებთ, რომ მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დილის 5:30 წუთზე გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა 11000 აბონენტს. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდა აგლაძის ქ. 34-1, 34-2, 34-3, 34-4, 38, ხოშარაულის ქ. 25, 27, 28, 29, 29-2, 29-3, 29-4-ში (კოსმონავტების ქ. 45, 47, 49) მდებარე შპს ,,გეითვეი ჰოლდინგი”-ს, სამტრედიის ქ. 2ა, 2ბ, 3ა, 4ა, 11, 12, 13, 14, 15, 16, ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

გერმანიის მარეგულირებელი კომპანია: გათბობის გადასახადები შესაძლოა, გასამმაგდეს

გათბობის ყოველთვიური გადასახადები მომავალ წელს შესაძლოა, სამჯერ გაიზარდოს რუსული გაზის იმპორტის შემცირების გამო, – ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების „ფედერალური ქსელის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, კლაუს მიულერმა განაცხადა. მისი თქმით, მაღალი ხარჯების შესამსუბუქებლად შესაძლებელია კომპანიების სუბსიდირება განხორციელდეს ან სახელმწიფომ დახმარება შესთავაზოს მათ, ვისაც არ შეუძლია გაზრდილი ფასების გადახდა. კლაუს მიულერმა განმარტა, რომ კერძო ოჯახები დაცული იქნებიან ენერგეტიკული კრიზისის დროს გერმანული და ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.25 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.25 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 427.054 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 5.83  მილიონი ბარელით  და შეადგინა  224.937  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,67  მილიონი ბარელით და შეადგინა  113.803 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 12,1 ...

Read More »

რამდენიმე გადაწყვეტილება რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად

ევროპელებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა, უკრაინაში რუსეთის შეწრის შემდეგ, ომის ფონზე, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებაა. მთავარი გამოწვევა იმ უზარმაზარი დანაკარგების შევსება იქნება, რაც რუსულ გაზზე უარის თქმას მოჰყვება. რუსული გაზის მიწოდება ევროპაში წელიწადში 158 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. სიდნეიში ენერგეტიკულ ფორუმზე, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა. სწორე, ენერგეტიკულ ფორუმზე გახდა ცნობილი, რომ გერმანია შეწყვეტს რუსული ქვანახშირის შესყიდვას 1 აგვისტოს და რუსული ...

Read More »

თურქული მედიის ცნობით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის რუსეთის ტერიტორიის ალტერნატივად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბათუმის პორტი განიხილება

ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის რუსეთის ტერიტორიის ალტერნატივად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბათუმის პორტი განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის მედია ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნავთობის ექსპორტის შემდგომი დივერსიფიკაციის ფარგლებში რამდენიმე სხვა ალტერნატიული მარშრუტი მუშავდება. ერთი არის გემებზე ნავთობის მარაგის დატვირთვა კასპიის მანგისტაუს და ატირაუს პორტებიდან, შემდეგ კი მათი ტრანსპორტირება ბაქოს პორტში. ყაზახეთის გეგმით, აზერბაიჯანიდან მიწოდება შესაძლებელია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით და ასევე ბათუმის და ნეკას (ირანი) ...

Read More »

ევროკომისიის გეგმის თანახმად, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეამცირონ გაზზე მოთხოვნა, რათა რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შესაძლო შემცირებისთვის მოემზადონ

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეამცირონ გაზზე მოთხოვნა, რათა რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შესაძლო შემცირებისთვის მოემზადონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის გეგმაზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკავშირი რუსული გაზის მიწოდების პოტენციური შემცირებისთვის ემზადება – სცენარი, რომელმაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკების რეცესია შეიძლება გამოიწვიოს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის გეგმას გაეცნო, რომელიც 20 ივლისს უნდა გამოქვეყნდეს. კერძოდ, ევროკომისიის გეგმა წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს მრეწველობისთვის ფინანსური სტიმულები შემოიღონ, რათა ...

Read More »

G7-ის მიერ ნავთობის ფასის რეგულირება მის გაძვირებას გამოიწვევს – ზახაროვა

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსულ ნავთობზე ფასის რეგულირების შესახებ სინამდვილეში მის გაძვირებას გამოიწვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ინფორმაციას usnews.com ავრცელებს. „ეს გეგმები ბაზრის წესებს ეწინააღმდეგება და ეს ძალზე საშიში გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ზახაროვამ. რუსული ნავთობი დღესაც ფასდაკლებით იყიდება. თუ სხვა ქვეყნების მიერ წარმოებული ნავთობი 100 დოლარზე ოდნავ იაფია, რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასი ...

Read More »
უკრაინამ რუსეთისგან გაზის ყიდვისთვის საჭირო დაფინანსება ვერ მიიღო

რუსეთმა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის გაგრძელების პირობები დაასახელა

მოსკოვი, სხვა ვარიანტებთან ერთად, განიხილავს უკრაინის ტრანზიტის გახანგრძლივების შესაძლებლობას 2024 წლის შემდეგაც, იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში მასზე მოთხოვნა შენარჩუნდება და უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა იმუშავებს. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ზე დაყრდნობით წერს. РИА Новости-ს წყარო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს და ამჟამად ტრანზიტი შეზღუდულია უკრაინის ხელისუფლების მიერ. გაზის აღნიშნული მარშრუტის მოქმედი კონტრაქტი 2024 წელს იწურება. ევროპა რუსული ...

Read More »

სემეკმა შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის  რეგულაციების  უგულებელყოფა და შეუსრულებლობა. კერძოდ, შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტმა“ არ შეასრულა „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესებით“ გათვალისწინებული ვალდებულებები და დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში სემეკში არ განახორციელა საქმიანობის ანგარიშგება. საჯარო სხდომაზე შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ მიეცა ...

Read More »