Author Archives: admin

ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

რატომ ღირს დიზელი ბენზინზე ძვირი საქართველოში

დღეს მძღოლების მთავარი პრობლემა რეგულარის ტიპის საწვავზე გაზრდილი ფასები და ავზების შესავსებად მომატებული ხარჯებია. ბენზინის გარდა ბენზინგასამართი სადგურების ფასების ტაბლოზე დიზელის ფასმაც მკვეთრად მოიმატა. Globalpetrolprices-ის მონაცემებით, 161 ქვეყნიდან, 84%-ში ბენზინი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე დიზელი. საშუალოდ, დიზელი 9.84%-ით იაფია, თუმცა ფასები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. საქართველოში, სადაც ფასები კვლავ რეკორდულად მაღალ ნიშნულზე რჩება, ბრენდირებულ სადგურებზე ევრო რეგულარისა და ევრო დიზელის ფასებს ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 28 ივლისს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის, ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, ოცხელის, ნაკადულის და ბაბუციძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

ავსტრიამ „გაზპრომს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაზსაცავის მართვის უფლება ჩამოართვა

ავსტრიის უმსხვილესმა ოპერატორმა RAG Austria AG-მა რუსულ „გაზპრომს“, ქვეყანაში ყველაზე მსხვილი გაზსაცავის მართვის უფლება საბოლოოდ ჩამოართვა. ავსტრიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ბუნებრივი გაზის დეფიციტის გამო მიიღო. ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში გაზის დეფიციტის დროს, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა გაზსაცავების მართვა ადგილობრივ ოპერატორებს გადასცეს. ამასთან, „გაზპრომის“ მიერ ობიექტის მართვისას, გაზსაცავი ცარიელი იყო. ავსტრიის უმსხვილესი ოპერატორის მართვაში გადასვლის შემდეგ, გაზსაცავის შევსება 1-ელი აგვისტოდან დაიწყება. 11 ივლისიდან ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის  27 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.11 (+1.71)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.25 (+2.27)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ამერიკელი სენატორები რუსული ნავთობის ჩინეთისთვის მიყიდვაზე სანქციების დაწესებას ითხოვენ

ამერიკელი სენატორები რუსული ნავთობის ჩინეთისთვის მიყიდვაზე სანქციების დაწესებას ითხოვენ. ამის შესხებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს გადაზიდვებზე, ასევე რუსეთის ენერგეტიკული რესურსების დაზღვევაზე. კანონპროექტის ინიციატორები სენატორები მარკო რუბიო, რიკ სკოტი და კევინ კრამერი არიან. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ჩინეთში რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტამ შეიძლება, გამოიწვიოს პეკინის მხრიდან უფრო მკაცრი კონკურენცია ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ნავთობისთვის, რამაც შესაძლოა, საქონლის ფასების პოტენციური გაზრდა გამოიწვიოს. ევროკავშირისა ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

“გაზპრომმა” იტალიას გაზის მიწოდება შეუმცირა

“გაზპრომმა” იტალიას გაზის მიწოდება შეუმცირა. ამის შესახებ იტალიური კომპანია Eni-ში განაცხადეს. როგორც კომპანიაში აღნიშნეს, დღეს გაზის მიწოდება 34 მილიონი კუბური მეტრიდან 27 მილიონამდე შემცირდა, მაშინ – როდესაც გასულ კვირას კომპანიაში აღნიშნეს, რომ გაზის მიწოდება გაეზარდათ. 25 ივლისს “გაზპრომმა” “ჩრდილოეთ ნაკად1”-ის მილსადენით ევროპას გაზის მიწოდება 20%-მდე შეამცირა.

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია “ელგიმ” მზის პანელები დამონტაჟა

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ელგის“ პარტნიორობის ფარგლებში კახეთში, ქალაქ თელავში,  მზის ელექტრო სადგურები დამონტაჟდა. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 150 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანიის ელექტრო ენერგიის დღიური გამომუშავება უკვე 300 ლარს შეადგენს. კომპანია წელიწადში 48 000 ლარამდე დაზოგავს, რასაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარს. პროქტის ჯამური ბიუჯეტი 1 365 000 ლარია, ბანკის ...

Read More »

მსოფლიო ევროპაში გაზის ფასმა 2500 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 2500 დოლარს გადააჭარბა. შესაბამისი მონაცემი ლონდონის ბირჟის ICE-დან ირკვევა. გაზზე ფასები ევროპაში რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირების ფონზე გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან პირველად, ევროპაში გაზის ფასმა 2300 დოლარს გადააჭარბა.

Read More »
რატომ არის ქვეყნისთვის აუცილებელი ჰესების მშენებლობა?!

ჰიდროენერგიის საერთაშორისო სააგენტო: „გლობალური დათბობის შესაჩერებლად ჰიდრორესურსების ათვისება უნდა დაჩქარდეს“

ჰიდროენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IHA) 2021 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. მასში IHA ჰიდროენერგიის შეუცვლელ მნიშვნელობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ თუ მსოფლიომ ჰიდრორესურსების ათვისების არსებული ტემპი არ გაზარდა, გლობალური დათბობის შეჩერება შეუძლებელი იქნება. ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოს ჰიდროენერგიას მხოლოდ 26 გგვტ სიმძლავრე შეემატა და ჯამურად იგი 1360 გგვტ-ს გაუტოლდა. ეს  – მაშინ, როცა 2050 წლისთვის ნულოვანი დაბინძურების მისაღწევად დასახული მიზნები ითვალისწინებს ...

Read More »

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს. „დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე წლის მარტსა და ივნისში, ინსპექტირებები ჩატარდა ქუთაისში მდებარე მეტალურგიულ საწარმო შპს „ამბიკონ სტილსში“. 30 მარტს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად საწარმოს მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოვლინდა. 19 აპრილს საწარმოს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი და საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, ...

Read More »