რუსეთის ჯარებმა რამდენიმე დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო უბნის მახლობლად, იტყობინება უკრაინის კომპანია “ენერგოატომის“ „ტელეგრამის“ არხი. ცნობით, რადიოაქტიური ნივთიერებების გამოჟონვა არ დაფიქსირებულა, ერთ-ერთი დარტყმა მაღალი ძაბვის ხაზს მოხვდა. “ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აგრძელებს მუშაობას და ელექტროენერგიის მიწოდებას უკრაინის ენერგოსისტემაში იმ ხაზების მეშვეობით, რომლებიც მოქმედებს. მათი გამტარუნარიანობის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი მოქმედი ენერგობლოკის განტვირთვისა და ქსელიდან გათიშვის ...
Read More »