Author Archives: admin

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნას მხარს არ უჭერს

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ წინადადებას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია წერს. მისი თქმით, რუსეთი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურს „ტერორისტული თავდასხმებისგან იცავს“. „სადგურის დემილიტარიზაციამ, შესაძლოა ის დაუცველი გახადოს მათთვის, ვისაც მისი მონახულება უნდა. რა იქნება მათი მიზნები და ამოცანები, არავინ იცის. ჩვენ არ გამოვრიცხავთ რაიმე პროვოკაციებს, სადგურზე ტერორისტულ თავდასხმებს, ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ყაზახეთი ნავთობის ნაწილს რუსეთის გვერდის ავლით, აზერბაიჯანსა და საქართველოზე გავლით გაყიდის

გამოცემა Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის მარშრუტს ცვლის და რუსეთის ნაცვლად ნავთობის ნაწილს აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით გაყიდის. გამოცემის ინფორმაციით, ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ყაზმუნაიგაზი“ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკართან“ მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ წლიურად 1.5 მილიონი ტონა ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე. Reuters-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ხელშეკრულების გაფორმება მალევე, თვის ბოლოს იგეგმება. ნავთობის ექსპორტი კი ...

Read More »

შუახევი ჰესმა წელს 75%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა გასულ წელთან შედარებით

შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლის დასაწყისში დაიწყო. ჰესმა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 75%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმიდინარე წლის გამომუშავება, სავარაუდოდ 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს გადაჭარბებს, თუ წყალუხვობა შენარჩუნდება წლის ბოლომდე. 2022 წლის, 12 აგვისტოს მონაცემებით, შუახევიჰესის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 350 მლნ კვტსთ შეადგინა. წარმატებული წელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ჰიდროლოგიამ და შუახევი ...

Read More »
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკურორტო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს

„ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთის მომსახურების ცენტრში დასაქმების პროგრამას განაგრძობს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთაში დასაქმების პროგრამას განაგრძობს, რომლის მიზანი მომსახურების ცენტრში ახალი კადრების მოზიდვა და დასაქმებაა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამოცხადებული პროექტი შერჩეული პესონალის გადამზადებასა და პროფესიული უნარების ამაღლებასაც ითვალისწინებს. „პროგრამის ფარგლებში, მცხეთის მომსახურების ცენტრში ტექნიკოს-ელექტრიკოსის, ელექტრიკოსის და მორიგე ელექტრიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმდებიან შერჩეული კანდიდატები, რომლებსაც სასურველია ჰქონდეთ პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკაში, თუმცა ეს არ არის აუცილებელი მოთხოვნა. აგრეთვე საგულისხმოა, რომ სტაჟირების განმავლობაში, ...

Read More »

რა ბედი ეწევა მსოფლიოში უდიდეს ყინულის საფარს, თუ დროულად არ ვიმოქმედეთ – ახალი კვლევა

მსოფლიოს უდიდესმა ყინულოვანმა ფარმა საუკუნეების განმავლობაში შეიძლება ზღვის დონის რამდენიმე მეტრით აწევა გამოიწვიოს, თუკი გლობალური ტემპერატურა 2 გრადუს ცელსიუსზე მეტით მოიმატებს; ამის შესახებ ახალი ბრიტანული კვლევა იუწყება. დარემის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნით, თუკი სათბურის აირების გლობალური გამოყოფა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანმა ფარმა 2100 წლისთვის შეიძლება ზღვის დონის ნახევარი მეტრით აწევა განაპირობოს. მკვლევართა განცხადებით, თუ სათბურის აირების გამოყოფა კიდევ უფრო ...

Read More »

გუტიერეში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია უნდა მოხდეს

მე ღრმად შეშფოთებული ვარ სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და მის გარშემო არსებული ვითარებით, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა. „ატომური ელექტროსადგურიდან სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის გაყვანა უნდა მოხდეს. ობიექტი არ უნდა იყოს გამოყენებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. საჭიროა სასწრაფო შეთანხმება ტექნიკურ დონეზე დემილიტარიზაციის უსაფრთხო პერიმეტრზე ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაში. ანტონიო გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სამხედრო ...

Read More »

უკრაინა არაბულ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსულ ნავთობზე ემბარგოს შეუერთდნენ

უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მაკსიმ სუბხმა კაიროში, არაბთა ლიგის საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, არაბულ ქვეყნებს მოუწოდა, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინა მიესალმება საბჭოს ძალისხმევას რუსული აგრესიის შეჩერების გზების ძიებაში და იმედი გამოთქვა, რომ არაბული სამყარო უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის – საერთაშორისო ორგანიზაციებში. მან მოუწოდა არაბულ ქვეყნებს, შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის – რუსული ნავთობის ...

Read More »
უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

უკრაინის ომში, ბრძოლა ერის მინერალური და ენერგეტიკული სიმდიდრისთვის

აღმოსავლეთით 100 მილზე ნაკლებ მანძილზე, საარტილერიო იარაღი ურტყამს უკრაინის თავდაცვით პოზიციებს, როდესაც რუსული ძალები წინ მიიწევენ. დონბასის ქვანახშირის ფართო საბადოს ქვეშ, მაღაროელთა რიცხვი მცირდება, რომლებიც კვლავ მუშაობენ, რომლებიც მოიპოვებენ საწვავს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევის სიმბოლოა. კრემლი ართმევს ამ ერს მისი ეკონომიკის სამშენებლო ბლოკებს – მის ბუნებრივ რესურსებს. თითქმის ექვსთვიანი ბრძოლის შემდეგ, მოსკოვის დაუდევარმა ომმა მოიტანა მინიმუმ ერთი დიდი ჯილდო: ...

Read More »

ზელენსკი – ევროპაში ბირთვული უსაფრთხოება მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გავლენ

ევროპაში ბირთვული უსაფრთხოება მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გავლენ, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 169-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. „რუსეთმა კიდევ ერთხელ გახვრიტა ტერორიზმის მსოფლიო ისტორიის ფსკერი. ჯერ არავის და არასდროს გამოუყენებია ატომური ელექტროსადგური, რათა ასე ღიად დაემუქროს მსოფლიოს და პირობების წამოსაყენებლად. მსოფლიოში აბსოლუტურად ყველას უნდა ჰქონდეს რეაქცია, რომ ოკუპანტები ზაპოროჟიეს ...

Read More »

ბულგარეთში „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ასობით მოქალაქე ითხოვს, რომ ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე. ბულგარეთსა და ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ეჭვი აქვთ, რომ წინა, პროდასავლური მთავრობა იმის გამო გადააყენეს, რომ მკაცრი პოზიცია ჰქონდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო და უარი თქვა რუსეთისთვის გაზის საფასური რუსულ რუბლში გადაეხადა. “ბულგარეთის დემოკრატია ყოველდღიურად უნდა დავიცვათ. ჩვენ გავხდით მოწმენი, რომ პრეზიდენტის მოქმედებები ბულგარეთის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ჩვენი ...

Read More »