Author Archives: admin

საჩხერის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისათვის სემეკმა განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „საჩხერის წყალკანალის“ 2023-2025 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. სამი წლის განმავლობაში კომპანია საჩხერის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის 641 600 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დაგეგმილია სასმელი წყლის ხარისხისა და მიწოდების მაჩვენებლების გაუმჯობესება. ჩატარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გამწმენდ ნაგებობას, დამონტაჟდება სახანძრო ...

Read More »

379%-ით გაზრდილი წმინდა მოგება – როგორი იყო „თბილისი ენერჯის“ 2021 წელი

გაზგამანაწილებელმა კომპანიამ „თბილისი ენერჯიმ“, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას ემსახურება, გასული წელი მნიშვნელოვანი მოგებით დაასრულა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს მისი წმინდა მოგება 379%-ით გაიზარდა. კერძოდ, კომპანიის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2021 წელს „თბილისი ენერჯის“ წმინდა მოგება 64,556 მლნ ლარი იყო; მაშინ 2020 წელს კომპანია მხოლოდ 13,473-მილიონიან მოგებაზე გავიდა. 273%-ით გაზრდილია კომპანიის საოპერაციო მოგება და 2021 წელს 56,778 მლნ ლარი შეადგინა (2020 წელს ...

Read More »

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე მუდმივ კონტაქტზეა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და ზაპოროჟიეს სადგურზე მისიის გაგზავნაზე მუშაობენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე მუდმივ კონტაქტზეა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მისიის გაგზავნაზე მუშაობენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სააგენტოს მისია შესაძლოა, ლეგალური გზით, ძალიან მალე გაიგზავნოს. ამასთან, პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის ძალებმა სადგურის ტერიტორია და მიმდებარე რაიონები უპირობოდ უნდა დატოვონ. „უკრაინელი დიპლომატები, ჩვენი ბირთვული სპეციალისტები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მუდმივ კონტაქტზე არიან. ახლა ისინი ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), იამანიძის, ბათუმის, ყიფიანის, ქუთაისის, უზნაძის (ნაწილობრივ), გაფრინდაშვილის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, გორის, ვორორნინის, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების, ცაბაძის, ზურაბ ჭავჭავაძის და წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 ...

Read More »

ჰაერის ტემპერატურის მატება ბრიტანელი მეღვინეებისთვის წარმოების გაფართოების შესაძლებლობას ქმნის

ცხელი ზაფხულის გამო ბრიტანეთში ვენახში ყურძენი ბევრად უფრო სწრაფად მწიფდება. ევროპასა და ბრიტანეთში ძლიერი სიცხის ტალღაა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ცხელი ამინდები კვლავ შენარჩუნდება. აქედან გამომდინარე, ბრიტანელი მეღვინეები დარწმუნებული არიან, რომ ისინი ღვინის წარმოების გაფართოებას შეძლებენ და უფრო მეტ ცქრიალა ღვინოს დაამზადებენ. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ახლა ინვესტიციისთვის საუკეთესო დროა. “ჩვენ საფრანგეთში, ბურგუნდიის რეგიონში ვეძებთ მსგავსებებს. ვაკვირდებით, თუ რამდენად იცვლება აქ, ბრიტანეთში, კლიმატი ...

Read More »

ნიადაგმცოდნეობის მსოფლიო კონგრესზე საქართველომ მასშტაბური კვლევის შედეგები წარადგინა

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ გლაზგოში გამართულ ნიადაგმცოდნეთა 22-ე მსოფლიო კონგრესზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური მოხსენებით „მიწათსარგებლობის გავლენა ნიადაგში მიკროელემენტების შემცველობაზე აღმოსავლეთ საქართველოში ჩატარებული კვლევების საფუძველზე“ წარსდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, წელს კონგრესის თემა „ნიადაგმცოდნეობა – საზღვრების გადალახვა, საზოგადოების შეცვლა“ ფოკუსირებული იყო ნიადაგსა და საზოგადოებას შორის არსებულ კავშირზე, სესიები მოიცავდა ...

Read More »

პორტუგალიაში ტყის ხანძრებმა იფეთქა. კვამლი მადრიდს აღწევს

სამშაბათს ცენტრალურ პორტუგალიაში გაჩენილი მასიური ხანძრის კვამლმა მადრიდი მოიცვა.ცათამბჯენები, რომლებიც ცნობილია, როგორც „ოთხი კოშკი”, მადრიდში მდებარეობს და ხანძრის კერიდან 400 კილომეტრის დაშორებითაა, თუმცა კვამლშია გახვეული. ესპანეთის დედაქალაქის მაცხოვრებლები წვით გამოწვეულ მძაფრ სუნს უჩივიან. პორტუგალიის სერა და ესტრელას ეროვნულ პარკში ხანძარი, 6 აგვისტოს გაჩნდა და ძირითადად კვირას ჩაქრა. ორშაბათს ცეცხლი ისევ გაძლიერდა, რამაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია გამოიწვია. 1100-ზე მეტმა მეხანძრემ 13 ...

Read More »

ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს

2022 წლის  17 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.34 (-  2.76)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.53  ( – 2,88)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და სთხოვს არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. „გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს ...

Read More »

აშშ და ევროკავშირი ბირთვული შეთანხმების „საბოლოო“ ტექსტზე ირანის პასუხს სწავლობენ

აშშ და ევროკავშირი სწავლობენ ირანის პასუხს მსოფლიოს ქვეყნებს და თეირანს შორის ბირთვული შეთანხმების აღდგენის კანონპროექტის ტექსტის თაობაზე. ირანმა მანამდე, 16 აგვისტოს თქვა, რომ წინა დღეს ტექსტი წარუდგინა ბირთვულ მოლაპარაკებაზე ევროკავშირის კოორდინატორს. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ პირადად გადასცა თავისი პასუხი ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ხელმძღვანელს, ჟოზეპ ბორელს. „ყველა სწავლობს ტექსტს და ახლა არ არის ვადების განხილვის დროს“, – აღნიშნა ბორელის წარმომადგენელმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ...

Read More »