Author Archives: admin

2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 21 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამრეწველოს დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „სამგორი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო „ისანი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, პირველი რესპუბლიკის მოედნის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის V კვარტლის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსისი გამზირის (ნაწილობრივ), ...

Read More »

GlobalX-მა Eviation-თან 50 ელექტრო თვითმფრინავის შეძენაზე გააფორმა ხელშეკრულება

GlobalX-მა ხელი მოაწერა წერილს (LOI), რათა შეუკვეთოს Eviation-ის 50 სრულად ელექტრო თვითმფრინავი Alice, რომელიც არის აშშ-ში დაფუძნებული ჩარტერული ავიაკომპანიის გეგმის ნაწილი, ადაპტირდეს ნახშირბადისგან თავისუფალ საავიაციო გადაწყვეტილებებთან. ავიაკომპანია, რომელმაც სამგზავრო ოპერაციები 2021 წელს დაიწყო, იმედოვნებს, რომ ელექტრო თვითმფრინავები გახსნიან ახალ მარშრუტებს მის მთავარ მზარდ ბაზრებზე ფლორიდის, ბაჰამის და კარიბის ზღვის აუზის კუნძულებზე. „ალისის თვითმფრინავი მოგვცემს საშუალებას შემოგთავაზოთ მდგრადი, რეგიონალური ფრენები ძირითადი ...

Read More »

პარლამენტმა მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნას მხარი დაუჭირა

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ლანდშაფტი შეიქმნება. ამის შესაძლებლობას იძლევა კანონპროექტი „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საბოლოო მოსმენით, 78 ხმით  მიიღო. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტები „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა. უწყების ...

Read More »

მეცნიერები დედამიწის პოლუსებზე დათბობის შესაჩერებლად მათ ხელახლა “გაყინვას” გვთავაზობენ

დედამიწის პოლუსები ძალიან სწრაფად თბება. მიმდინარე წლის დასაწყისში არქტიკისა და ანტარქტიკის რეგიონებში რეკორდული სითბური ტალღები დაფიქსირდა, რაც ყინულის ლღობას იწვევს და ზღვის დონის მატების საფრთხის წინაშე გვაყენებს. ამის შესაჩერებლად მეცნიერები გვთავაზობენ გეგმას, რომელიც იაფი და ეფექტიანია. ის მზის სხივების ნაწილობრივ დაჩრდილვას გულისხმობს. სპეციალისტთა მიერ განხილული პოტენციური გეოინჟინრული პროგრამის მიხედვით, საფრენი აპარატებიდან ატმოსფეროში, ალასკის ქალაქ ანკორიჯისა და პატაგონიის სამხრეთ კიდის თავზე, აეროზოლის მიკროსკოპული ...

Read More »

Bitcoin-ის ფასი 2-წლიან მინიმუმამდე დაეცა

Bitcoin-ის ფასი 2-წლიან მინიმუმამდე დაეცა. ეროვნული ბანკების ბრძოლას მაღალ ინფლაციასთან მსხვერპლად ეკონომიკური ზრდის შენელებასთან ერთად კრიპტოვალუტების ფასებიც ეწირება. დაახლოებით, 1-კვირიან შუალედში Bitcoin-ის ღირებულებამ 17%-იანი კლება განიცადა და 18,461 დოლარი ღირს, Ethereum-ი კი კიდევ უფრო მეტით, თითქმის 27%-ით შემცირდა და მისი ფასი დღეს 1,294 დოლარზეა. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

გაძვირდება თუ არა გაზი საქართველოში – რას ამბობს ენერგეტიკოსი?

„საქართველოში მოსახლეობისთვის ფასი ე.წ. სოციალური გაზიდან გამომდინარეობს. ანუ ჩვენ სოციალური გაზის რაოდენობით ვიჭერთ ამ ტარიფს, თორემ რეალური ფასები რომ შევიყვანოთ ტარიფში, მაშინ ის გაცილებით მაღალი იქნებოდა“ – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს ტარიფი იყოს, რაც დღეს გვაქვს და ენერგოკომპანიებმა მუშაობა შეძლონ, 1000 კუბურ მეტრს 90 დოლარამდე ასუბსიდირებს სახელმწიფო, როდესაც 142 დოლარია თბოელექტროსადგურებისთვის. „ამის საშუალებას ...

Read More »

ჩეხეთმა აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის პირველი პარტია მიიღო

ჩეხეთის რესპუბლიკისთვის განკუთვნილი თხევადი ბუნებრივი აირის პირველი პარტია, აშშ-დან საზღვაო გზით ნიდერლანდებში ჩაიტანესდა LNG ტერმინალშია. გემი აშშ-დან ჰოლანდიის პორტ ემშაფენში 19 სექტემბერს ჩავიდა. წლის ბოლომდე იქ მხოლოდ თხევადი აირით დატვირთულ 9 გემი ჩავა. რვა გემიდან თითოეულმა 100 მილიონი კუბური მეტრი გაზი უნდა გადაზიდოს. მცურავი ტერმინალით, ჩეხეთი, გაზის წლიური მოხმარების მესამედს მიიღებს, რაც სახელმწიფოს დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე, მნიშვნელოვნად შეამცირებს. გასულ წელს ...

Read More »

მარტ-აგვისტოში ჩინეთმა რუსეთისგან $44-ის, ხოლო ევროკავშირმა $91,5 მილიარდის ენერგორესურსები იყიდა

მარტიდან აგვისტომდე, ანუ ფაქტობრივად, უკრაინის ომის დაწყებიდან, ჩინეთის საბაჟო სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობი, გაზი და ქვანახშირი თითქმის 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. აღნიშნულია, რომ ეს 74%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ ჯერჯერობით ნახევარზე მეტი, ვიდრე ევროკავშირმა შეიტანა, მიუხედავად ევროპაში მიწოდების შემცირებისა – 91,5 მილიარდი ევრო. აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აგვისტოში რუსულ ქვანახშირზე ემბარგო დააწესა, ჩინეთმა შესყიდვები ...

Read More »

რუსეთმა ჩინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

“გაზპრომი” ციმბირის გაზსადენით, რომელიც შორეულ აღმოსავლეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ამარაგებს, ბუნებრივი აირის მიწოდებას ერთი კვირით აჩერებს. ამის შესახებ “გაზპრომმა” 20 სექტემბერს Telegram-ზე განაცხადა. 22 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით გაზსადენზე გეგმიური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება, ნათქვამია განცხადებაში. კომპანიაში განმარტავენ, რომ ჩინურ კომპანია CNPC-სთან კონტრაქტი აღჭურვილობისა და სისტემების წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე პროფილაქტიკას ითვალისწინებს. “გაზპრომი” წერს, რომ “ციმბირის ძალა” CNPC-თან ერთობლივი ...

Read More »

ბორელი: მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომით – დანარჩენი მსოფლიო ენერგორესურსებზე ფასების მატებასა და სასურსათო დაუცველობას განიცდის

მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომით – უკრაინელი ხალხი იბომბება რაკეტებითა და იარაღით, ხოლო დანარჩენი მსოფლიო ენერგორესურსებზე ფასების მატებასა და სასურსათო დაუცველობას განიცდის, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა. „მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომით – უკრაინელი ხალხი იბომბება რაკეტებითა და იარაღით, ხოლო დანარჩენი მსოფლიო ენერგორესურსებზე ფასების მატებასა და სასურსათო დაუცველობას და შედეგად ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. შეიძლება ...

Read More »