Author Archives: admin

გაზის დამატებითი მოცულობის მიღების შესახებ ხელშეკრულება "სოკართან" დღეს გააფორმდება

„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს

„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს. კომპანიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, კომპანია „სოკარის“ სახელით ვრცელდება სხვადასხვა ტიპის შეტყობინება, რომლითაც საზოგადოებას „სოკარში“ აქტივების დაბანდებას სთავაზობენ. „კომპანია „სოკარი“ საზოგადოებას აფრთხილებს, არ მოტყუვდნენ და არ გადაიხადონ თანხა მსგავსი ტიპის შემოთავაზებებში. „ეს არის თაღლითური სქემა, რომლითაც ცდილობენ ხალხის მოტყუებას და ფულის გამოძალვას. „სოკარის“ მარკეტინგული აქტივობების შესახებ ჩვენს მომხმარებლებს ინფორმაციას ოფიციალური წყაროებიდან ვაწვდით. ესენია ოფიციალური ვებ-გვერდი ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ირანმა რუსეთთან გაზის შეთანხმება გააფორმა – მილსადენი აზერბაიჯანზე გაივლის

ირანი მალე რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით დღეში 9 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს და სამხრეთ რეგიონების დასახლებებს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს. ამის შესახებ ირანულ სააგენტო Fars News იტყობინება. ამასთან დაკავშირებით, რუსეთისა და ირანის შესაბამისი სტრუქტურების ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს. მიმდინარე წლის ივლისში მოსკოვში ირანის სახელმწიფო ნავთობკომპანია NİOC-სა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ შორის 40 მილიარდი დოლარის გარიგება დაიდო. წყარო: bfm.ge

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 22 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ალექსეევკის დასახლების, ანდრიაძის და ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონში, ქსელში გადართვების გამო გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ქეთევან დედოფლის გამზირის, ...

Read More »

დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ახალი სასწავლო კურსის მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის  ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების კურსის მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა. სემეკის თავმჯდომარის სალექციო თემა ენერგეტიკის ბიზნესს შეეხებოდა. დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე, როგორც ეკონომიკისათვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში,  კონკურენციის ...

Read More »

2100 წლისთვის აშშ-ში მილიონზე მეტ სახლს წყალი დაფარავს

Climate Central-ის მიერ ჩატარებული ახალი ანალიზი ცხადყოფს, რომ ზღვის დონის მატება თანამედროვე მსოფლიოს იმაზე დიდ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე აქამდე გვეგონა. მოხსენებების მიხედვით, აშშ-ის დედაქალაქსა და 24 შტატში დატბორვის საფრთხის წინაშე მილიონზე მეტი საკუთრებაა. მათი საერთო ღირებულება $108 მილიარდს უტოლდება. ზღვის დონის მატებას მაღალი და დაბალი წყლის ხაზებზე აქვს გავლენა. ისინი კერძო და საზოგადო საკუთრებას შორის საზღვრებს მიჯნავს. მოსალოდნელია, რომ ეს ...

Read More »

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  21 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.75 (+2.13)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.99 (+2.08)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გაეროს სესიაზე ერთ-ერთი მთავარი თემა კლიმატია

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა რთულ ზამთრზე, რომელიც  უკრაინაში რუსეთის შეჭრით, ინფლაციითა და უთანასწორობით არის განპირობებული. ,,ჩვენ გვჭირდება აქტიური მოქმედება მთელ მსოფლიოში. მოდით, ნუ შევიქმნით ილუზიებს. ჩვენ ახლა მღელვარე ზღვაში ვართ. ჰორიზონტზე გამოჩნდა რთული ზამთარი. ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯი საგრძნობლად იზრდება. ნდობაც შერყეულია. ვხედავთ  უთანასწორობას. ჩვენი პლანეტა იწვის. დაუცველი ადამიანები ...

Read More »

წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა

წყალტუბოს გგს-ში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” მ/წ 21 სექტემბერს წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში ძველი დაზიანებული რედუცირების კვანძი შეიცვალა ახლით, ასევე დამონტაჟდა ორი რეგულატორი ფილტრებითა და ონკანებით. ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და ...

Read More »

ლიეტუვამ პირველი ელემენტების პარკის მშენებლობა დაასრულა

ლიეტუვაში ენერგიის შემნახველი პირველი ელემენტების პარკის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული პარკი ქვეყნის ენერგოსისტემას მასში დაფიქსირებული ხარვეზის შემთვევაში უწყვეტად მოამარაგებს ელ-ენერგიით. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. „მშენებლობა დასრულებულია, ახლა ვაპირებთ მის გატესტვას“, – წერია ინფორმაციაში. ენერგიის შემნახველი ელემენტების პარკი საშუალებას მისცემს ქვეყანას ენერგომოხმარების უწყვეტობა უზრუნველყოს, ავარიული სიტუაციების შემთხვევაში. როგორც უწყება აღნიშნავს, ისინი ფაქტობრივად წამიერად ირთვებიან, მაშინ, როცა ახლანდელ სისტემებს ამისთვის ...

Read More »

“OPEC+”-ის ქვეყნები აგვისტოში ნავთობის მოპოვების გეგმას 3,583 მილიონი ბარელით/დღეში ჩამორჩნენ

2022 წლის აგვისტოს თვეში “OPEC+”-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნები ჩამორჩნენ ნავთობის მოპოვების გეგმიურ მაჩვენებლებს, რომელიც დამტკიცებული იყო ამ თვისათვის, 3,583 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში.  ალიანსის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გეგმის მიხედვით, “OPEC+”-ის ქვეყნებმა უნდა მიიყვანონ ნავთობის მოპოვება 43,854 მილიონ ბარელამდე/დღეში. ამრიგად, მოპოვების რეალურმა ოდონობამ ამ თვეში შეადგინა დაახლოებით 40,3 მილიონი ბარელი/დღეში. “OPEC+”-ის გარიგებაში მონაწილე ოპეკის 10 ქვეყანაზე მოვიდა “ჩამორჩენა” 1,399 მილიონი ბარელის ...

Read More »