Author Archives: admin

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 6 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილის IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სამგორის და სესილია თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 ...

Read More »

6 ოქტომბერს სემეკი ქ. რუსთავში სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შემცირებაზე „რუსთავის წყალის“ საინვესტიციო გეგმას განიხილავს

6 ოქტომბერს, საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განიხილავს ქ. რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტების აღმოფხვრის მიზნით შპს „რუსთავის წყალის“  მიერ წარდგენილ საინვესტიციო გეგმას. საჯარო სხდომაზე საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება. სხდომას დაესწრება ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ნინო ლაცაბიძე. მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს სემეკმა შპს „რუსთავის წყალი“ ქ. რუსთავში ხშირი ავარიული წყვეტების გამო სახელმწიფო ბიუჯეტის ...

Read More »

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, უკანონო ტყითსარგებლობის 209 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 209 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს. „მათ შორის, 154 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 55 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ...

Read More »

წყნარი ოკეანე გაქრობისთვის არის განწირული, მის ადგილს კი ერთი უზარმაზარი სუპერკონტინენტი დაიკავებს

წყნარი ოკეანის დღეები დათვლილია — ამის შესახებ დედამიწის მუდმივად მოძრავი ტექტონიკური ფილების ახალი სუპერკომპიუტერული სიმულაცია მიუთითებს. კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენი პლანეტის უძველეს ოკეანეს წინ კიდევ 300 მილიონი წელიწადი დარჩა. თუ იღბლიანი აღმოჩნდა, წყნარმა ოკეანემ შეიძლება მილიარდი წლის იუბილეც აღნიშნოს, ვიდრე საბოლოოდ გაქრება. თუმცა, ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის მკვლევრები ფიქრობენ, რომ იქამდე ეს ოკეანე გაქრება. სიცოცხლის ბოლო წლებში, ძნელი იქნება იმის წარმოდგენა, რომ წყნარო ...

Read More »

ნავთობის ფასი ზარდას განაგრძობს

2022 წლის 5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.80 (+  2.94)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.51  (+ 2.89)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის „საქართველოში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის „საქართველოში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ორწლიანი პროექტის მიზანს, რომელიც კონსორციუმის – COWI და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ განხორციელდება – ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება, ნარჩენების მართვაში ტექნოლოგიური სისტემების დანერგვა და ...

Read More »

IEA – ევროპაში გაზის მოხმარება ბოლო 50 წლის რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცემა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organisation for Economic Co-operation and Development OECD) წევრ ევროპულ ქვეყნებში, რომელთა შორის ბულგარეთი და რუმინეთი არ ირიცხება, ბუნებრივი აირის მოხმარება შესაძლოა, წლის ბოლომდე 50 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტად შემცირდეს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) შეფასებით, ეს გაზის ბაზარზე რეკორდული ვარდნა იქნება ბოლო 50 წლის განმავლობაში. IEA-ს მონაცემებით, ევროპის OECD-ის ქვეყნებმა გასულ წელს 604 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

ევროკომისიამ უკრაინას ატომურ ელექტროსადგურებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვის იოდის ხუთი მილიონი ტაბლეტი გადასცა

ევროკომისიამ უკრაინას ატომურ ელექტროსადგურებთან ახლოს მცხოვრები ადამიანებისთვის იოდის ხუთი მილიონი ტაბლეტი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ჰუმანიტარული დახმარების საკითხში ევროკომისრის, იანეს ლენარჩიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. „კორონავირუსის პანდემიის დროს უკვე ვისწავლეთ, რომ რეაგირება მხოლოდ კრიზისის დროს არ შეიძლება. ამიტომ, ახლა ვცდილობთ მომავალი კრიზისების პროგნოზირებას და უნდა ითქვას, რომ ჩვენი პროგნოზი წარმატებული იყო, რადგან ომამდეც ვემზადებოდით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საგანგებო სიტუაციებისთვის“, – განაცხადა ...

Read More »

ივლისში საქართველოს ნახშირის მარაგები 1229%-ით გაიზარდა

ივლისში საქართველოში მოპოვებულმა ქვანახშირმა 14.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 51.5%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2021 ივლ: 9.7 ათასი ტ). მოპოვების ზრდასთან ერთად გაზრდილია იმპორტიც. ივლისში იმპორტირებულმა ქვანახშირმა 50.4 ათასი ტონა შეადგინა (+78.7% Y.Y). იმპორტის და წარმოების ზრდის მიუხედავად შიდა მიწოდება მხოლოდ 3.9%-ით გაიზარდა და 37.2 ათასი ტონა შეადგინა. სამაგიეროდ 1229%-ით გაიზარდა ნახშირის მარაგები და ივლისის მდგომარეობით 27.9ათასი ტონა ...

Read More »

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-ისა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს

ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-სა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ გაზის გადატუმბვას მიწისქვეშა საწყობებში (UGS). ამ დროისთვის UGS 90% სავსეა. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, განიხილოს ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული გაზის ფასის ზღვრის შემოღების საკითხი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააძლიერებს თანამშრომლობას NATO-სა და შეერთებულ შტატებთან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ...

Read More »