Author Archives: admin

ბრიტანეთის ხელისუფლება ქვანახშირის ენერგიაზე უარს ამბობს

გერმანიის უმსხვილესი ენერგომწარმოებელი ნახშირის გამოყენებას 2030 წლამდე ეტაპობრივად შეამცირებს

გერმანიის ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი RWE-ის განცხადებით, კომპანია მომავალი რვა წლის განმავლობაში ქვანახშირზე დამოკიდებულებას ეტაპობრივად შეამცირებს. ამასთან ერთად კი RWE, მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, 2030 წლისთვის მზადაა, ლიგნიტის (მურა ნახშირი) ელექტროენერგიის გამომუშავება სრულად შეწყვიტოს. თუმცა უკრაინის ომის შედეგად დამდგარი ევროპის ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, RWE-მა დროებით იმ ელექტროსადგურების გამოყენების გაძლიერებაც გადაწყვიტა, რომლებიც დამაბინძურებელ ლიგნიტსა და ყავისფერ ქვანახშირს იყენებს. „მიმდინარე კრიზისის პირობებში, ჩვენი ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს 10 ოქტომბერს, ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. „დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, დისევის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის (ნაწილობრივ), ბალანჩინის, ლუბლიანას, შალვა ერისთავის და ბელიაშვილის ...

Read More »
ებრაული კომპანია ქართული ტყეების გადარჩენას გეგმავს

დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი ხეების სწრაფ ზრდას განაპირობებს — როგორ გვიცავს ტყე

ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის ემისია კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს, ოჰაიოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით კი ეს ხეების ბიომასის ზრდასაც განაპირობებს. “ტყეები ატმოსფეროდან მთლიანი გამოყოფილი ნახშირორჟანგის 13 პროცენტს შთანთქავს. ჩვენ ჰაერში მილიარდობით ტონა CO2-ს ვუშვებთ, თუმცა, ამავე დროს, ტყეების ზრდით მისი დიდი ნაწილი ბათილდება”, — აცხადებენ სპეციალისტები. ამ პროცესს ნახშირორჟანგით განაყოფიერების ეფექტი ეწოდება. ეს მაშინ ხდება, როცა CO2 მცენარეებში ფოტოსინთეზს აჩქარებს. შედეგად, ...

Read More »

ბორელი – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება იურიდიულად ბათილია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაპყრობის შესახებ. “ევროკავშირი არ აღიარებს და კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას. ამიტომაც, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება უკანონო და იურიდიულად ბათილია. რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები და ტექნიკა ...

Read More »

ევროპის გეზი დეინდუსტრიალიზაციისკენ – წაახალისებს თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე თავდასხმა პროტექციონიზმს?

სწრაფი ეკონომიკური კოლაფსი, რომლის წინაშეც დიდი ბრიტანეთი დგას, მხოლოდ დაჩქარებული ვერსიაა იმისა, რასაც მთელი ევროპა გაივლის, – ამის შესახებ გამოცემა spectator.co.uk წერს.  სტატიის თანახმად, ეს გულისხმობს არამდგრად სესხებს, რაც ენერგიის მაღალი ფასების გადაფარვასა და დასაშვები ნორმის საყოფაცხოვრებო ხარჯებს შორის მერყეობს. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის დივერსიის შემდეგ კი უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ევროპას რუსული გაზის იმპორტი ფიზიკურად აღარ შეუძლია. შესაბამისად, მაღალი ფასები ...

Read More »

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მხარს უჭერს ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვრის შემოღებას

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მხარს უჭერს ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვრის შემოღებას. ამის შესახებ მან პრაღაში ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ჩვენ ერთობის ძლიერი სიგნალი გვჭირდება. ამიტომ ევროპარლამენტმა მოუწოდა მთელი ევროკავშირის ფარგლებში ბუნებრივი აირის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებისკენ”, – აღნიშნა მეცოლამ. მისი თქმით, ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის უფრო მოწესრიგებული თანამშრომლობა არის საჭირო ბუნებრივი აირის გრძელვადიან ფასებზე. “გაზაფხულისთვის ბუნებრივი აირის ჩვენს საცავებს ...

Read More »

კლიმატური ცვლილება: ევროპის კონტინენტზე უკიდურესად ცივი ზამთარია მოსალოდნელი

მეტეოროლოგების პროგნოზის მიხედვით, წელს ევროპის კონტინენტზე უკიდურესად ცივი, მშრალი ზამთარია მოსალოდნელი. ამის მიზეზი კი კლიმატური ფენომენი „ლა ნინიაა“, რომელიც  ცივი სეზონური ზედაპირული დინებაა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში „მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა მთელ მსოფლიოში იმატებს, ციმბირის ცივი ჰაერი გადავა ევროპაში და ტემპერატურა დაეცემა – ეს არის რისკი, რომელიც განსაკუთრებით ზამთრის დასაწყისში გვემუქრება“, -ამბობს კარლო ბუენო, კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის დირექტორი. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ დათბობასთან ერთად ტემპერატურა ...

Read More »

ირლანდიაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა

ირლანდიაში, დონეგალის საგრაფოში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების შედეგად დანგრეულ შენობებში მაშველების ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ ადამიანებს. როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილიდან 8 მოქალაქე უკვე ჰოსპიტალიზებულია. ამასთან, დილიდან მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

Read More »

„ზამთარი იქნება მძიმე, მაგრამ არა კატასტროფული“ – მოსალოდნელია თუ არა გაზისა და დენის ტარიფის ცვლილება საქართველოში?

მძიმე ზამთრის მოლოდინში ევროპელები შეშას იმარაგებენ, მთავრობები კი ქვანახშირის სადგურებს აახლებენ. ამის მიზეზი კი ის ენერგეტიკული ომია, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. როგორც ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ეს ზამთარი იქნება მძიმე ევროპისთვის, მაგრამ არა კატასტროფული. „ევროპა გამოვა ამ სიტუაციიდან. ძალიან არაპოპულარულ გადაწყვეტილებაზე უნდა წავიდნენ. საფრანგეთმა უკვე დაიწყო ატომური სადგურების ამუშავება. ასევე თავისი ატომური სადგურების ამუშავებას იწყებს გერმანიაც. იმ ...

Read More »

IAEA: თავდასხმის შედეგად​, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა, რაც დიდ საფრთხეს ქმნის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შედეგად, სადგურის ელექტრომომარაგების ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა. მისივე თქმით, ეს დიდ საფრთხეს ქმნის. ამის შესახებ რაფაელ გროსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც ასევე წერია, რომ რეაქტორის გასაგრილებლად საჭირო დენი ახლა სადგურს მხოლოდ დიზელის ავარიული გენერატორებით მიეწოდება. თითოეულ ასეთ გენერატორში სულ მცირე 10 დღის სამყოფი საწვავია. „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უნდა ამუშავდეს“, ...

Read More »