Author Archives: admin

იაპონია უკრაინას გენერატორებს და მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურებს გადასცემს

გადაუდებელი დახმარების ფარგლებში იაპონია უკრაინას გენერატორებს და მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურებს გადასცემს. საუბარია 2,5 მილიონ დოლარზე მეტ თანხაზე. ამის შესახებ უკრაინული მედია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. იაპონიის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო გააგრძელოს გადაუდებელი საგრანტო დახმარება დაახლოებით 2,57 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. იაპონიის ხელისუფლება უკრაინას დახმარებას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მეშვეობით განახორციელებს, საუბარია უკრაინის გენერატორებით და მზის ნათურებით უზრუნველყოფაზე. „რუსეთის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $91-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 5,9 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 91,09 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

გია არაბიძე – ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპი გენერაციის ზრდას უსწრებს

მაისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ, ფულად გამოსახულებაში, $84.1 მლნ შეადგინა. ეს მონაცემი 495%-ით მეტია 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. ენერგეტიკოსი გია არაბიძე GBC-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ადგილობრივი გენერაცია ნამდვილად გაზრდილია და დღევანდელი სიტუაციით ეს კარგია, თუმცა წლის ბოლოს დადებითი სალდო არ გვექნება. არაბიძის თქმით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპი ბევრად მაღალია, ვიდრე ახალი სიმძლავრეების შემოყვანა. ენერგეტიკოსის მოსაზრებით, ქვეყნის ენერგეტიკული ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა რიონის აუზის ტერიტორიაზე წინასწარი ჰიდროგეოლოგიური კვლევები განახორციელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიზნით, მდ. რიონის აუზის ტერიტორიაზე წინასწარი ჰიდროგეოლოგიური კვლევები განხორციელდა. საველე კვლევები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის მხარეებში მიმდინარეობდა. აღნიშნული კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს მდ. რიონის აუზში წყლის რესურსების სააუზო მართვის გეგმის შემუშავებას და მიწისქვეშა წყლის ობიექტების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებას. კვლევები ევროკავშირის მიერ ...

Read More »

COP27: გაეროს კლიმატის სამიტის მთავარი საკითხები და შეთანხმებები

ეგვიპტეში, შარმ-ალ-შეიხში, გაეროს კლიმატის ყოველწლიური სამიტი დასრულდა. შეხვედრებზე, რომელთაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები და ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოწოდებები იმ ძირითადი ვალდებულებების შესრულებისკენ, რომელთაც კლიმატურ კრიზისთან ბრძოლის პროცესში გარდამტეხი როლი აკისრიათ. გაეროს სამიტზე განსახილველ ძირითად თემებს 2022 წლის მთავარი საკითხებიც დაემატა, მათ შორის: უკრაინაში მიმდინარე ომი, გლობალური ინფლაცია, კორონავირუსის შედეგები და, რა თქმა უნდა, გლობალურად დაფიქსირებული კლიმატური კატასტროფების ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

პოლონეთის სასამართლომ „გაზპრომს“ და კიდევ ხუთ კომპანიას ჯარიმები გაუუქმა, რასაც მარეგულირებელი ორგანო გაასაჩივრებს

პოლონეთის მარეგულირებელი ორგანო გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსულ კომპანია „გაზპრომს“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ კიდევ ხუთ კომპანიას მის მიერ დაწესებული ჯარიმები გააუქმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, პოლონეთის მარეგულირებელმა ორგანომ, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ 2020 წელს რუსული ენერგოგიგანტი, „გაზპრომი“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ვარშავის ნებართვის გარეშე მშენებლობისთვის 29 მილიარდი ზლოტით (6.33 მილიარდი დოლარით) დააჯარიმა. ...

Read More »

რუსეთის წილი ევროკავშირის ენერგეტიკის იმპორტში 10%-ით დაეცა

რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო საქონლით ვაჭრობას დიდი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით ეს ენერგეტიკული პროდუქტებით ვაჭრობაზე აისახა. დაზუსტებული სეზონური ღირებულებებიდან გამომდინარე, რუსეთის წილი ევროკავშირის ენერგეტიკულ იმპორტში 2022 წლის I კვარტლამდე (26.0%-დან 27.6%-მდე) საკმაოდ სტაბილური იყო. 2022 წლის I და II კვარტალს შორის რუსეთის წილი მკვეთრად შემცირდა და კლების ტენდენცია 2022 წლის II და III კვარტალშიც გაგრძელდა. მთლიანობაში, რუსეთის წილი ევროკავშირის ...

Read More »
Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, 2023 წელს 1,5 მილიონ ტონა ნავთობს გადატვირთავს

ყაზახეთი, 2023 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვას გეგმავს. ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა ბრიფინგზე განაცხადა. „ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რადგან KazMunayGas-მა და აზერბაიჯანულმა SOCAR-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 5 წლის ვადით ბაქო (აზერბაიჯანი) – თბილისი (საქართველო) – ჯეიჰანი (თურქეთი) მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე. რჩება მხოლოდ იმის დადგენა, თუ რომელი ...

Read More »

ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 79%-დან 21%-მდე შეამცირა

ავსტრიამ, რომელსაც მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, ბუნებრივი აირის 79% რუსეთიდან შემოჰქონდა, ახლა რუსულ გაზზე 21%-ითაა დამოკიდებული. რუსული გაზის ჩანაცვლების სტრატეგიის ფარგლებში, ავსტრიამ დაჯავშნა მილსადენის სიმძლავრე 40 ტერვატ საათში (TWh) როგორც გერმანიის, ისე იტალიური მიმართულებით. ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას შეიძინოს გაზი ნორვეგიიდან და მცირე მოცულობის თხევადი გაზი ჩრდილოეთ აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან. პირველ ნოემბერს ავსტრიის გაზის საცავები 90%-მდე იყო სავსე და 87,9 ...

Read More »

ირანი ურანის გამდიდრებას 60%-მდე ზრდის

ირანმა დაიწყო ურანის 60%-მდე გამდიდრება ფორდოს მიწისქვეშა ქარხანაში. ამ ინფორმაციას ირანული ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ISNA 22 ნოემბერს ავრცელებს. ამის შესახებ ირანის ხელისუფლებამ უკვე გაუგზავნა შეტყობინება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA). ასევე ცნობილია, რომ დამონტაჟდა დამატებითი ცენტრიფუგები ფორდოსა და ნეტანზეს ობიექტებში. ირანი სხვა ატომურ სადგურზე უკვე ამდიდრებს ურანს 60%-მდე. 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების პირობების მიხედვით, ირანს არ აქვს 3,67%-ზე ...

Read More »