Author Archives: admin

რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

„გაზპრომმა“ მოლდოვაში გაზის ერთადერთი მიმწოდებელის სტატუსი დაკარგა

მოლდოვის გაზის გადამცემი კომპანია Moldovagaz-ი გაზს ორი წყაროდან: „გაზპრომიდან“ და ენერგოკომიდან შეისყიდის. ამის შესახებ Moldovagaz-ის თავმჯდომარემ ვადიმ ჩებანმა განაცხადა, იუწყება NewsMaker-ი. ჩებანის თქმით, „გაზპრომი“ მოლდოვას მოქმედი კონტრაქტით 5,7 მლნ კუბურ მეტრს მიაწვდის, ხოლო „მოლდოვაგაზი“ ენერგოკომისგან კიდევ 3,5 მლნ-ს შეისყიდის. მთლიანობაში მოლდოვა დეკემბერში 9,2 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის. შეძენილი რუსული გაზი მიეწოდება Tiraspoltransgaz-ს ელექტროენერგიის წარმოებისთვის MGREM-ში ეგრეთ წოდებულ დნესტრისპირეთში, ხოლო Energocom-ის გაზი ...

Read More »

მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთი არ იმოქმედებს ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის შესაბამისად, მაშინაც კი თუ წარმოების შემცირება მოუწევს

ჩვენ ვმუშაობთ მექანიზმებზე, რათა აიკრძალოს ფასის ზედა ზღვრის ინსტრუმენტის გამოყენება, მიუხედავად იმისა თუ რა დონეა დაწესებული, რადგან ასეთმა ჩარევამ შესაძლოა ბაზრის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. „რუსეთი მუშაობს ნავთობის მიწოდების აკრძალვის შესაძლებლობაზე, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებულ ზედა ზღვარს ექვემდებარება“, – აღნიშნა ნოვაკმა. მისივე თქმით, რუსეთი არ იმოქმედებს დაწესებული ფასის ზედა ზღვრის შესაბამისად, ...

Read More »

ჯანეტ იელენი: რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესება პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს შეამცირებს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესება პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს შეზღუდავს. „მაშინ, როცა რუსეთის ეკონომიკა და მისი ბიუჯეტი სულ უფრო და უფრო მცირდება, ფასების ზედა ზღვარი დაუყოვნებლივ შეამცირებს პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს“, – აღნიშნა ჯანეტ იელენმა. მისი თქმით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ ენერგორესურსებსა და საკვებზე გაზრდილი ფასებით, განსაკუთრებით ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 2022 წელს, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება 46,7%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით კასპიის რეგიონში მესამე მხარის ნავთობის ტრანსპორტირება გაგრძელდება. „BTC-ით გაგრძელდება ნავთობის აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) ბლოკიდან ტრანზიტი, ხოლო კონდენსატის გადაზიდვა შაჰ-დენიზის საბადოდან “, – აცხადებენ bp-ში. აღსანიშნავია, რომ დეკემბრიდან LUKOIL-მა დასავლეთის სანქციების გამო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი შეაჩერა და ნედლეულს კასპიის მილსადენის კონსორციუმის სისტემაში გადაიტანს. 2002 წლის პირველ აგვისტოს დაარსებული BTC Co-ს აქციონერები არიან: bp (30,1 პროცენტი), AzBTC (25 პროცენტი), MOL ...

Read More »

რუსეთის საელჩო აშშ-ში: რუსული ნავთობის ფასის ლიმიტი თავისუფალი ბაზრის ძირითად პრინციპებს ცვლის

რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, რომელიც აშშ-მ და მისმა პარტნიორებმა დააწესეს, პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ხდება თავისუფალი ბაზრის ძირითადი პრინციპების შეცვლა. ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. „ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული დისბალანსი გამოწვეულია მათი გაუთვლელი ქმედებებით. პირველ რიგში – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება და ჩვენი ქვეყნიდან ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვა. კოლექტიური დასავლეთი ცდილობს გადაჭრას ის საკითხები, რომლებიც თავად შექმნა იმპულსურად. ფაქტობრივად, ჩვენ ...

Read More »

ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება მოახერხა

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, ნოემბერში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ გაზზე მოთხოვნა მეოთხედით შეამცირეს. ამის შესახებ Financial Times-ი ICIS-ის ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულია, რომ 2022 წლის ნოემბერში ევროკავშირში გაზის მოთხოვნა ხუთწლიანი საშუალო მაჩვენებელზე 24%-ით დაბალი იყო, ანალოგიური ვარდნა ოქტომბერშიც დაფიქსირდა. Financial Times წერს, რომ ევროპული ქვეყნები რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებას ამცირებენ. ICIS-ის მონაცემებით, რუსული გაზის ორ უმსხვილეს მომხმარებელში, გერმანიასა და ...

Read More »

ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა და ზღვრული ფასი ძალაში შევიდა

ევროკავშირის მე-6 პაკეტის თანახმად, 5 დეკემბრიდან საზღვაო ტანკერებით რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო და ზღვრული ფასი ამოქმედდა. 2 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის $60 შესყიდვის ზღვარზეშეთანხმდნენ. რუსეთის საბაჟო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს, მსოფლიოს 36 ქვეყანაში ქვეყნიდან ექსპორტზე 230 მილიონი ტონა ნავთობი გავიდა, საიდანაც 47% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. 2021 წელს, რუსეთმა ევროკავშირში 108 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გაყიდა და $51 ...

Read More »
საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ბრძოლა დაიწყო

საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტი აშშ-სა და ჩინეთში მკვეთრად შემცირდა

საუდის არაბეთიდან აშშ-სა და ჩინეთში ნავთობის ექსპორტის მოცულობა ნოემბერში მკვეთრად შემცირდა წინა თვესთან შედარებით. ამ დასკვნამდე გამოცემა “ბლუმბერგი” საზღვაო გემების თვალთვალის მონაცემების გაანალიზების შემდეგ მივიდა. ნავთობის ექსპორტი საუდის არაბეთიდან შეერთებულ შტატებში ოქტომბერთან შედარებით 304 ბარელით შემცირდა დღეში და 83 000 ბარელი შეადგინა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2017 წლის შემდეგ, როდესაც სააგენტომ დაიწყო ნავთობის გადაზიდვის მონაცემების თვალყურის დევნება. Bloomberg აღნიშნავს, რომ ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

5 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, ქერჩის, ბზიფის, ბორითის, ვარდისუბნის, თერგის, რიკოთის, გურამიშვილის, გომბორის, გმირ კურსანტთა და შეშლიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე: ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკულ სექტორში ეკონომიკურად მიმზიდველი და ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის პროექტების განვითარების მიზნით

ჰიბრიდული ტიპის ელექტროსადგურის მშენებლობა კარგია იმიტომ, რომ განახლებადი ენერგიები დაემატება ქვეყანას და ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიმართულება, ხოლო, მეორე მხრივ, ახდენს ასეთი ტიპის ელექტროსადგურების პოპულარიზებას, რომლებიც ევროპაში ძალიან გავრცელებულია,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასა და საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას (GRPC) შორის თანამშრომლობის წერილზე ხელმოწერის ...

Read More »