Author Archives: admin

Headwall Power-თან მთავრობა მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლაზე ხელშეკრულებას გააფორმებს

ესპანელი მეღვინეები ყურძნის მტევნების დასაცავად მზის პანელებს იყენებენ

ვინაიდან გლობალური ღვინის ქარხნები კლიმატის ცვლილების გავლენას განიცდიან, ახალი პროექტი, სახელწოდებით „Winesolar“,  ახალ გზებს ეძებს ესპანეთში ვენახების ყურძნის დასაცავად და სუფთა ენერგიის გამოსამუშავებლად. ესპანეთში, ბილბაოში, დაფუძნებულმა ენერგეტიკულმა კომპანია Iberdrola-მ, საღვინე ყურძნის მოსაყვანად, გვადამურში ვენახებში „თავშესაფარი“ შექმნა. თავშესაფარი დამზადებულია რამდენიმე მზის პანელით, რომლებიც გამოიმუშავებენ დაახლოებით 40 კვტ ენერგიას, რომელსაც, შემდეგში, González Byass-სა და Grupo Emperador-ის ღვინის ქარხნები იყენებენ. მზის პანელის თავშესაფარი, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.55 (+1.98)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.90 (+1.92)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

იტალია განახლებად ენერგიაში ინვესტირებას განაგრძობს – ქვეყანას ევროპის ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევა სურს

იტალიას ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა და ევროპის ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევა სურს, რისთვისაც ქვეყნის მთავრობა სუფთა ენერგიაში ინვესტიციებს ახორციელებს. ჯერ კიდევ საყოველთაო არჩევნებამდე, ახლა უკვე პრემიერმა ჯორჯია მელონიმ, ამომრჩევლებს განუცხადა რომ იტალიის, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილის „ევროპის ენერგეტიკულ კერად“ გადაქცევა სურდა. მიზნის მიღწევას კი „სტრუქტურულ გადაწყვეტილებებში“ ინვესტიციებით გეგმავდა, რაც იტალიას პირველ რიგში ენერგოდამოუკიდებლობას მოუტანდა. „მცირეოდენი დაკვირვებისა და რესურსების სწორი მენეჯმენტით, ჩვენ შეგვიძლია სამხრეთი ...

Read More »

სემეკი საერთაშორისო ენერგეტიკულ ღონისძიებაში მონაწილეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საერთაშორისო ენერგეტიკულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით მაღალი დონის საკონსულტაციო შეხვედრა თურქეთში, ქ. სტამბულში ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციისა (ERRA) და ხმელთაშუაზღვის ზღვის ქვეყნების ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაციის (MEDREG) ორგანიზებით გაიმართა. დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრაზე სიტყვით წარდგა სემეკის წევრი, ERRA-ს თავმჯდომარე, მაია მელიქიძე. ღონისძიებაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელი ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ირანში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ხუზესტანის პროვინციაში 300 მეგავატი სიმძლავრის ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ირანის ვიცე-პრეზიდენტი და ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოჰამად ესლამი ქალაქ დარჰოვეინში კარუნის ატომური ელექტროსადგურის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრო. ირანული მედიის ცნობით, ელექტროსადგური PWR-ის ტიპის რეაქტორის (წნევით გაგრილებული ბირთვული რეაქტორის) ხარჯზე, (ანუ გამაგრილებლად და მოდერატორად მსუბუქი წყლის გამოყენებით) იმუშავებს. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაახლოებით 8 წელი დასჭირდება, პროექტის ღირებულება $2 ...

Read More »

რას წარმოადგენს ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანია, რომელსაც მთავრობა კიდევ ერთ შანსს აძლევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ნენსკრა ჰესის მშენებელ კომპანიას კიდევ ერთ შანსს აძლევს და წლის ბოლომდე შეთანხმებას გეგმავს. „შერჩეულია კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water, რომელსაც მთავრობა მხარს დაუჭერს, თუკი იგი მზად იქნება პროექტი განახორციელოს და ახალ ვადებში რეალური შედეგი დადოს. კიდევ ერთი შანსი მივეცით კომპანიას და წლის დასაწყისიდან დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, პირობებიც განვაახლეთ. ეს პირობები თავიდანვე კონკურსით ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვაზე შეთანხმება შედგება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე რუსეთთან და უკრაინასთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება. „ჩემი ვალდებულებაა მივაღწიო გამოსავალს რაც შეიძლება მალე. იმედი მაქვს წლის ბოლომდე მოხდება ეს. ვიცი, რომ პუტინი პროცესს თვალს ადევნებს და არ გამოვრიცხავ, რომ მალე შევხვდები მას, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის“, – აღნიშნა რაფაელ გროსიმ. „არსებობს კონკრეტული ...

Read More »

რუსეთისთვის დასავლეთის სანქციების მიუხედავად, OPEC+-ი ნავთობის მიწოდებას არ ცვლის

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და მისმა მოკავშირე მწარმოებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ შეცვალონ ნავთობის მოპოვება და მიწოდება 2022 წლის ბოლომდე. რუსეთის ნავთობისთვის ზედა ზღვრის დაწესებამ ბაზარზე ნავთობის მნიშვნელოვანი რაოდენობით შემცირება შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა მოკავშირეების აზრით, ახლა ბაზარზე არსებული ვითარება ამ გადაწყვეტილების საშუალებას იძლევა. ჯერჯერობით უცნობია, ზედა ზღვრის დაწესება რა რაოდენობის რუსულ ნავთობს ჩახსნის საერთაშორისო ბაზრიდან და რამდენად გაზრდის ეს ფასებს. მსოფლიოს ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

ყაზახეთში ბუნებრივი აირის წარმოება შემცირდა

ყაზახეთში ბუნებრივი აირის წარმოების მოცულობამ 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ფულადი თვალსაზრისით 259,9 მილიარდი ტენგე (554 მილიონი დოლარი) შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 1,5 პროცენტითნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ტელეგრამის არხი ავრცელებს. უწყების ცნობით, ყაზახეთმა საანგარიშო პერიოდში 43 366,8 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა, რაც ასევე 1,5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ...

Read More »

თურქეთის სრუტეების გავლით ნედლი ნავთობის გადამზიდავ ტანკერებზე დამატებითი სადაზღვევო მოთხოვნა ამოქმედდა

ნედლი ნავთობის გადამზიდავ ტანკერებზე თურქეთის სრუტეების გავლით მთავრობამ დამატებითი მოთხოვნა ამოქმედდა. როგორც თურქული მედია წერს, 1 დეკემბრიდან ანკარამ დაიწყო სადაზღვევო კომპანიებისგან  წერილის მოთხოვნა, რომელიც ადასტურებს გემის P&I დაზღვევის უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია მისი პასუხისმგებლობის დასაფარად ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა მესამე მხარისთვის, გარემოსთვის ან ტვირთისთვის ზიანის მიყენება; ასევე ჯარიმების გადასახდელად გემების ექსპლუატაციის დროს. შედეგად, თურქეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ სადაზღვევო კომპანიის წერილი დაერთოს ნავიგაციის გეგმის ანგარიშს, ...

Read More »