Author Archives: admin

მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ავტომობილი წარმოების ეტაპზე გადავიდა

ჰოლანდიურმა ავტომწარმოებელმა, Lightyear-მა, რომელიც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის ტექნოლოგიებს იკვლევდა, ავტომობილი საბოლოო, წარმოების ეტაპზე გადაიყვანა. კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, Lightyear 0-ის წარმოება საბოლოოდ დაიწყო და ის დღის სინათლეს სულ მალე იხილავს. Lightyear-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის განმარტებით, ბრენდის მიერ შექმნილი პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი დამტენ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული საერთოდ არ იქნება. ავტომობილი ელემენტების სრულად დამუხტვის შემთხვევაში ...

Read More »

“პუტინმა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი გაანადგურა”: ევროპა რუსულ ნავთობს ემშვიდობება

ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს ჩამოყალიბებული ენერგოხიდი რუსეთი-ევროპა, რომლითაც დასავლეთის მიმართულებით ნედლეული იგზავნებოდა, ხოლო აღოსავლეთით – ტექნოლოგიები და ფართო მოხმარების საქონელი, ისტორიის სანაგვისკენ დაიძრა. ევროპაში რუსული ნავთობის საზღვაო ექსპორტი დღე-ღამეში ერთბაშად 310 ათასი ბარელით შემცირდა, – წერს “Bloomberg”-ი ტანკერებით გადაზიდვების ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით. გასულ კვირასთან შედარებით, მიწოდებები უკვე 1/3-ითაა შემცირებულიდა, ნოემბრის დასაწყისთან შედარებით – თითქმის 60%-ით, ხოლო ომამდელ პერიოდთან შედარებით – ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნიადაგის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნიადაგის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ ნიადაგის მნიშვნელობის და მისი დაცვის აუცილებლობის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც სახელმწიფო ნიადაგის მდგრადი მართვის პრინციპების ...

Read More »

რუსეთის ბიუჯეტმა ნოემბერში ნავთობისა და გაზის შემოსავლებიდან 1,450 მლრდ დოლარი დაკარგა

ნოემბრის მონაცემებით, მოსალოდნელი თვიური მოცულობიდან ნავთობისა და გაზის ფაქტობრივი შემოსავლების გადახრამ მთლიანობაში მინუს 90,2 მლრდ რუბლი (დაახლოებით, 1,450 მლრდ დოლარი) შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში წერია, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს. ფედერალურ ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების მოსალოდნელი მოცულობა, რომელიც საბაზისო დონესთან ნავთობის ფაქტობრივი ფასის გადაჭარბებასთან არის დაკავშირებული, დეკემბერში 176,1 მლრდ რუბლის (დაახლოებით 2,827 მლრდ დოლარის) ოდენობით არის ...

Read More »

პაკისტანი რუსულ ნავთობს ფასდაკლებით შეიძენს

რუსეთი ნედლ ნავთობს პაკისტანს შეღავათიან ფასად მიჰყიდის. ამის შესახებ პაკისტანის ნავთობის მინისტრმა მუსადიკ მალიკმა ისლამაბადში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, რუსეთი პაკისტანს ბენზინსა და დიზელის საწვავს ფასდაკლებით მიაწვდის. ამავდროულად, მინისტრმა არ დააკონკრეტა რუსული ნავთობის ფასდაკლებული ფასი და არც უთქვამს, დააკმაყოფილებს თუ არა იმპორტი ბარელზე $60 დოლარს, რომელიც G7-მა და ევროკავშირმა, რუსეთის ოფშორულ ნავთობზე ამ კვირაში დააწესეს. მოსკოვმა განაცხადა, რომ არ მიჰყიდის გაზს ...

Read More »

უკრაინის ენერგოსისტემის სტაბილიზაციას რამდენიმე დღე დასჭირდება

უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მორიგი, მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ ენერგოსისტემის სტაბილიზაციას რამდენიმე დღე დასჭირდება. უკრაინის სახელმწიფო კომპანიის, „უკრენერგოს“ ხელმძღვანელ ვოლოდიმირ კუდრიცკის ინფორმაციით, 5 დეკემბერს, 70-ზე მეტი რუსული რაკეტიდან 10-მდე სამიზნეებს მოხვდა და მნიშვნელოვნად დააზიანა ელექტროსადგურები და ქვესადგურები. კუდრიცკი ვარაუდობს, რომ სამშაბათის ჩათვლით ენერგოსისტემაში დეფიციტი იქნება, სანამ ავარიულად გათიშული ენერგობლოკები სიმძლავრეს აღიდგენენ და ამის შემდეგ სიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყება. ვითარება რთულია უკრაინის თითქმის ...

Read More »

კურსკის აეროდრომის დაბომბვის შედეგად, ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა

უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის აეროდრომზე გამთენიისას აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. კურსკის რეგიონის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის თქმით, იერიში დრონებით მოხდა. მისი თქმით, დაშავებულები არ არიან, “ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. ადგილზე ყველა სპეციალური სამსახური მუშაობს”. 5 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ორი სამხედრო აეროდრომი დაბომბეს. კერძოდ, რიაზანის მახლობლად დიაგილევოს აეროდრომზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი ჯარისკაცი ...

Read More »

რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვის შემდეგ, თურქეთის სანაპიროებთან ნავთობის ტანკერების საცობი წარმოიქმნა

თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობის გადამზიდავამა ტანკერებმა საცობი წარმოქმნეს. 19 ტანკერმა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებთან, რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის ამოქმედების შემდეგ, ღუზა ჩაუშვა. ამის შესახებ Financial Times-მა გადაზიდვის ბროკერების, ნავთობით მოვაჭრეებისა და სატელიტური თრექინგის სერვისების მონაცემებზე დაყრდნობითდაწერა. რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარის გამო, რომელიც 5 დეკემბერს ამოქმედდა, ტანკერებს, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ, საქონლის დასავლეთში დაზღვევა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ნავთობის ფასი, ბარელზე ...

Read More »

საუდის არაბეთი აზიელი და ევროპელი მყიდველებისთვის ნავთობის ფასებს შეამცირებს

საუდის არაბეთი იანვარში შეამცირებს ფასებს ნავთობის უმეტესი კლასისთვის აზიისა და ევროპის მყიდველებისთვის, მაგრამ აშშ-ში ფასები უცვლელი დარჩება (ზედიზედ მეორე თვე). ინფორმაციას Bloomberg Saudi Aramco-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ამრიგად, ძირითადი კლასის Arab Light-ის ღირებულება მომავალ თვეში 2,2 დოლარით დაეცემა ბარელზე. Aramco-ს გადაწყვეტილება მიღებულია ერთი დღის შემდეგ, რაც OPEC+-მა, 23 ქვეყნის ჯგუფმა საუდის არაბეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა ნედლი ნავთობის წარმოება იმავე დონეზე ...

Read More »
შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

“გაზპრომისგან” კომპენსაციას მეორე გერმანული კონცერნი ითხოვს

გერმანულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა RWE-მ, გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, რუსული გიგანტის, “გაზპრომის” წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. ეს ინფორმაცია კონცერნის წარმომადგენელმა 5 დეკემბერს, გერმანულ გამოცემა Handelsblatt-ს დაუდასტურა. RWE გახდა მეორე გერმანული კომპანია, რომელმაც “გაზპრომისგან” კომპენსაცია მოითხოვა. მანამდე ქვეყანაში გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა კონცერნმა Uniper-მა განაცხადა, რომ შესაბამისი სარჩელი საერთაშორისო არბიტრაჟში წარადგინა. RWE-სა და Uniper-ს მოქმედი კონტრაქტები ჰქონდათ “გაზპრომთან”, რომლის მიხედვითაც მათ აწვდიდნენ გაზის ...

Read More »