Author Archives: admin

კატარი გერმანიას ყოველწლიურად 2 მლნ ტონა LNG-ის მიაწვდის

გერმანია და კატარი გათხევადებული ბუნებრივი აირით (LNG) ვაჭრობაზე შეთანხმდნენ, რაც ევროპის უმსხვილეს ეკონომიკას რუსული გაზის იმპორტის შემცირებაში უნდა დაეხმაროს. ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი Qatar Energy და ConocoPhillips 2026 წლიდან გერმანიას 2 მილიონ ტონა LNG-ის მიაწვდიან ყოველწლიურად. კატარის ენერგეტიკის მინისტრის, საად ალ ქააბის თანახმად, კონტრაქტი 15 წლის განმავლობაში იქნება ძალაში. რუსეთის მიერ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ გერმანია ენერგოპოლიტიკას რადიკალურად ცვლის, ...

Read More »

ევროკავშირი გაზის ფასის ლიმიტის დაწესებას განიხილავს

5 დეკემბერს საღამოს, ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობამ წარმოადგინა წინადადება ევროკავშირისთვის გაზის ღირებულების შეზღუდვის შესახებ, თუ ის 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (2321 ევრო 1000 მ³-ზე) გადააჭარბებს ხუთი დღის განმავლობაში. ამ ინფორმაციას Reuters 6 დეკემბერს, დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის დიპლომატები წინადადებას 7 დეკემბერს განიხილავენ. Reuters-ის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ გაზის ფასის ლიმიტის მოწინააღმდეგე ქვეყნების პოზიციები (მაგალითად, გერმანია) არ შეცვლილა, რაც ნიშნავს, რომ შეთანხმება ...

Read More »

რუსეთიდან ევროპაში LNG-ის შეტანამ ახალ მაქსიმუმს მიაღწია – წლის დასაწყისიდან იმპორტი 21%-ით გაიზარდა

წლის დასაწყისიდან ევროპის ქვეყნებმა საგრძნობლად გაზარდეს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, წერს გერმანული გამოცემა Handelsblatt ბაზრის კვლევის კომპანიის Icis-ის მონაცემებზე დაყრდნობით. “მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი აძლიერებს ნავთობის ემბარგოს რუსეთის წინააღმდეგ, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი ახალ მაქსიმუმამდე იზრდება. წინა წელთან შედარებით, ევროკავშირმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, თითქმის 21 პროცენტით მეტი LNG იყიდა რუსეთისგან”, – ნათქვამია სტატიაში. Icis-ის ექსპერტის, ანდრეას შრედერის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

7 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუპრაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეკლოს, სპარტაკის, ურიცკის, ახვლედიანის, კალატოზის, ორხევის, შემოსავლის, კარდანახის, გრემის, გაბისკირიას, ბახვის, იორის, წულაძის, სალოსის, თეთრიწყაროს და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების ...

Read More »

საქართველოს მთავრობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას ₾200 მილიონის სესხს გამოუყოფს

საქართველოს მთავრობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას ₾200 მილიონის სესხს გამოუყოფს. „ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით გვიწევს მოსახლეობის მხარდაჭერა და სუბსიდირება. ხშირ შემთხვევაში ეს არის არაპირდაპირ გაცხადებული, არამედ ეს არის სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოების მხარდაჭერის გზით. ეს სხვადასხვა სფეროს ეხება. ჩვენ რომ მართლაც პოპულისტი მთავრობა ვიყოთ, ამაზე მეტი აქცენტები გვექნებოდა და ამას სხვანაირი ფორმით წარმოვაჩენდით ხოლმე. პირიქით, თქვენ[მედია] მიგვითითებთ ხშირ შემთხვევაში, რომ აქ არის ...

Read More »

აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი და საქართველო მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ

17 დეკემბერს ბუქარესტში, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი და საქართველო ევროპის ამ ქვეყნებისთვის მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. აზერბაიჯანიდან ელექტრო კაბელი რუმინეთამდე, შემდეგ უნგრეთამდე გაგრძელდება, ხოლო საქართველო სატრანზიტო ფუნქციას შეასრულებს. პროექტის დეტალები, დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, რუმინელ კოლეგასთან ბოგდან აურესკუსთან ეუთოს მინისტერიალის საბჭოს შეხვედრის ფარგლებში განიხილა. „აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ, გამოიყენონ თავიანთი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ევროპის ელექტროენერგიით მომარაგების ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 1%-ით შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 462,9 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ევროკავშირის ახალი შეთანხმებით, გემები ნახშირბადის გამონაბოლქვისთვის გადასახადს გადაიხდიან

პირველად ევროკავშირი მის ნახშირბადის ბაზარზე საზღვაო გადაზიდვებს დაამატებს, რის შემდეგაც გემებს ნახშირბადის გამონაბოლქვისთვის გადასახადის გადახდა მოუწევთ. ევროკავშირის გადაწყვეტილება, მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირების მიზნით, საზღვაო სექტორზე ზეწოლას გააძლიერებს. საზღვაო გადაზიდვების სექტორი ამ დრომდე თავს არიდებდა ნახშირბადის ბაზარს, რომელიც ქარხნებსა და ელექტროსადგურებს, CO2-ის ემისიის ჭარბი გამოყოფის შემთხვევაში, ნებართვის შეძენას ავალდებულებს. შესაბამისად, ნახშირბადის ბაზარზე ყოფნა ერთგვარი ფინანსური სტიმულია CO2 გამონაბოლქვით დაბინძურების შესამცირებლად. თუმცა ეს ...

Read More »

რუსულ საწვავზე საფასო ზღვრის დაწესების შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  5  დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.68 (-  2.89)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.93  (-   3.05)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
მცოცავი ოკუპაციის შედეგად BP-ის ნავთობსადენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა

ევროკავშირში კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი პრობლემის შესახებ

2022 წლის 1 დეკემბრიდან თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზღვაო გენერალურმა დირექტორატმა გაამკაცრა მოთხოვნები ბოსფორითა და დარდანელით ნავთობის ტანკერების გავლაზე. ამიერიდან ანკარა სადაზღვევო კომპანიებისგან მოითხოვს წერილს, რომელიც დაადასტურებს გემის სპეციალური ე. წ. P&I დაზღვევას. ეს არის ახალი საზღვაო სადაზღვევო პოლიტიკა, ის მოიცავს გემთმფლობელების პასუხისმგებლობას მესამე მხარის წინაშე გარემოს ან ტვირთის დაზიანების შემხვევაში, ასევე ჯარიმებსა და მასთან დაკავშირებულ სანქციებს. აღნიშნული დაზღვევა ...

Read More »