Author Archives: admin

აშშ უკრაინას ელექტროენერგიის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობას მიაწვდის

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ობიექტების სწრაფი აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას უზრუნველყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეფრი პიატთან და უკრაინაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრის საფუძველზე განაცხადა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ერმაკმა თანამოსაუბრეებს 16 დეკემბერს რუსული თავდასხმის შედეგები გააცნო. „ჩვენს ქვეყანას სჭირდება ...

Read More »

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთთან გაზის ერთობლივი ბაზრის ჩამოყალიბება ფერხდება

ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთთან ერთობლივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბება ფერხდება. მისი თქმით, საკავშირო პროგრამა „კონკრეტულ ღონისძიებებს ითვალისწინებს“, რომელიც არ განხორციელებულა. „ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე და როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია? – სვავს კითხვას ბელორუსის პრეზიდენტი. რუსეთი და ბელორუსი, საკავშირო სახელმწიფოში გაზის ერთიანი ბაზრის შექმნაზე 2021 წლის სექტემბერში შეთანხმდნენ. შესაბამისი დოკუმენტი 2023 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. „გარდა ამისა, გათვალისწინებულია ...

Read More »

სჯობს ახალი ინვესტორი მოვიძიოთ, სახელმწიფომ კი ფული ისეთ რაღაცებში დახარჯოს, რაშიც ინვესტორი არ დახარჯავს – მურმან მარგველაშვილი ხუდონჰესის გამოსყიდვაზე

მთავრობის გადაწყვეტილებას, „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, შეფასებები მოჰყვა ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებს შორის. ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ძალისხმევა ინვესტორების მოძიებაში უნდა დახარჯოს, ფული კი ისეთ სფეროებში ჩადოს, სადაც ინვესტიციები ნაკლებ მოსალოდნელია. „ინვესტორი თუ თავად ვერ აკეთებს, სჯობს ახალი ინვესტორი მოვიძიოთ, ვიდრე სახელმწიფომ აკეთოს. სახელმწიფოს მიერ მაგაზე ფულის ხარჯვას, სჯობს სახელმწიფომ ფული ისეთ რაღაცებში დახარჯოს, რაშიც ინვესტორი არ დახარჯავს“, – ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – წყალქვეშა კაბელის პროექტის ინიციატორი, იდეის ავტორი იყო საქართველო, ჩვენ დავიწყეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, შემდგომ შემოგვიერთდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც

ამ პროექტის ინიციატორიც, იდეის ავტორიც იყო საქართველო. საქართველომ წარადგინა ეს პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში. საქართველომ დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ამ სამუშაოების დაფინანსება, შემდგომ ამას შემოუერთდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წყალქვეშა კაბელის პროექტის იდეა საქართველოს ეკუთვნის. „ცოტს ხნის ...

Read More »

სერბეთი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს

სერბეთი განიხილავს მეზობელ ქვეყნებთან გაზის კავშირების გაფართოებას, რათა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე. ამ ინფორმაციას Bloomberg 16 დეკემბერს ავრცელებს. სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება. მისი თქმით, სერბეთი “ასობით მილიონი ევროს ღირებულების” პროექტებს განახორციელებს გაზის ისეთი ქვეყნებიდან შესაძენად, როგორიცაა აზერბაიჯანი, ასევე საბერძნეთის თხევადი გაზის ტერმინალებთან დასაკავშირებლად. გარდა ამისა, სერბეთი მონაწილეობს ბულგარეთთან 93 ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება, ჩვენი მეგობრები მიიღებენ მაღალი ტექნოლოგიის, სხვადასხვა სიმძლავრის გენერატორებს

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გენერატორების შესყიდვის პროცესი დაწყებულია და უკრაინელი მეგობრები მიიღებენ სხვადასხვა სიმძლავრის საიმედო გენერატორებს. „გენერატორებთან დაკავშირებით, იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას დავეხმაროთ გენერატორებით. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ჩვენ მივიღეთ თხოვნა უკრაინელი კოლეგებისგან, რომ დავხმარებოდით გენერატორებისა და ასევე სხვა ელექტრომოწყობილობების ...

Read More »

საუდის არაბეთმა, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვა

საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, რომ აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ორი ქვეყნის ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარემ ხალიდ ბინ აბდულაზიზ ალ-ფალიჰმა, ბაქოში გამართულ აზერბაიჯანსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-7 შეხვედრაზე განაცხადა. „საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power აზერბაიჯანში 240 მეგავატიან ენერგეტიკულ პროექტს ახორციელებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვსურს, განვახორციელოთ უფრო დიდი ...

Read More »

გერმანიის ბუნდესრატმა გაზსა და ელექტროენერგიაზე “ფასის მუხრუჭი” დაამტკიცა

16 დეკემბერს გერმანიის ბუნდესრატმა (გერმანიის პარლამენტის ზედა პალატა) დაამტკიცა გაზისა და ელექტროენერგიის ე.წ. ღონისძიება, რომელსაც წინა დღეს ბუნდესტაგმა დაუჭირა მხარი. ამით ენერგეტიკული კრიზისის დროს მოქალაქეების ფინანსური ტვირთი შემცირდება. ამ ინფორმაციას DW ავრცელებს. გერმანული ოჯახებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაზზე “ფასის მუხრუჭი” 2023 წლის მარტიდან ამოქმედდება. იანვარსა და თებერვალში ეს ღონისძიება რეტროსპექტულად გავრცელდება. ფიზიკური პირებისთვის გაზის ღირებულება კილოვატ საათზე 12 ცენტამდე შეიზღუდება და ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას 2023 წლის დასაწყისიდან დავიწყებთ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. დავითაშვილის თქმით, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რის შემდეგაც, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება 2023 წელს დაიწყება. „მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, შედგა შეთანხმება ...

Read More »

ზელენსკი: ელექტროენერგიის მიწოდება 6 მილიონ უკრაინელს აღუდგა

17 დეკემბერს ენერგეტიკოსებმა თითქმის 6 მილიონ უკრაინელისთვის ელექტროენერგიის დაბრუნება შეძლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. “დღეს მთავარია ენერგეტიკა. თითქმის 6 მილიონმა უკრაინელმა შეძლო ელექტროენერგიის დაბრუნება. სარემონტო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მან აღნიშნა, რომ ენერგოსისტემის სტაბილიზაციისთვის ბევრი სამუშაოა გასაწევი. “არის გათბობის და წყალმომარაგების პრობლემაა. ურთულესი მდგომარეობაა კიევშიი და კიევის რეგიონში, ვინიცაში, ლვოვში. მაგრამ ბევრ სხვა ...

Read More »