Author Archives: admin

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი გერმანიასთან ენერგეტიკაში ითანამშრომლებენ

მოსკოვი და თეირანი რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ენერგეტიკული სისტემების გაერთიანებას განიხილავენ

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკოლაი შულგინოვმა, კაიროში, გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) 24-ე მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა ირანის ნავთობის მინისტრ ჯავად ოუჯისთან, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, ენერგეტიკის გაერთიანებასაც შეეხო. განიხილეს აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის სისტემები. შეხვედრაზე მხარეებმა ნავთობისა და გაზის, ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხნენ. „გრძელდება მუშაობა რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ენერგეტიკული სისტემების გაერთიანების შესაძლებლობის შესწავლაზე. პირველი ეტაპი უნდა ...

Read More »

სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ განახლებადი ენერგიების საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე მაია მელიქიძემ ქ. თბილისში მიმდინარე განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მაია მელიქიძემ ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობასა და შესაძლებლობაზე, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიების შესახებ პროექტები. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია 26 ოქტომბერს გაიხსნა. კონფერენციას სემეკი მასპინძლობს, ხოლო ორგანიზატორები არიან ევროპის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

27 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელი თხინვალას (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, კანდელაკის, გაგარინის, გოთუას, სულხან ცინცაძის, საირმის, გამრეკელის, საბურთალოს, კუტუზოვის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), სტივენის, მონპერეს, ...

Read More »
ჰაერის დაბინძურება მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 5 ტრილიონი დოლარი უჯდება

ჰაერის დაბინძურების აღმოჩენა ცვლის მკვლევრების წარმოდგენას კიბოს ჩამოყალიბების შესახებ

მკვლევართა ჯგუფმა გააკეთა ინოვაციური აღმოჩენა იმის შესახებ, თუ როგორ იწვევს ჰაერის დაბინძურება კიბოს, რაც სრულიად გარდაქმნის მათ წარმოდგენას სიმსივნის წარმოქმნის შესახებ. ლონდონის ფრენსის კრიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰაერის დაბინძურება პირდაპირ არ აზიანებს უჯრედებს, არამედ აღვიძებს ძველ უჯრედებს, რომლებიც უკვე დაზიანებულია. ეს დასკვნები ძალიან განსხვავდება ტრადიციული შეხედულებისგან, რომ კიბო იწყება ჯანსაღ უჯრედში, რომელიც მუტაციას ახდენს მის დნმ-ში მანამ, სანამ არ ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,26 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 95,06 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონულ კოორდინატორს, მაჰირ ალიევს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონულ კოორდინატორს, მაჰირ ალიევს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და UNEP-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. მინისტრმა ქვეყანაში გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში საერთაშორისო ...

Read More »

სატელიტური ტელეფონის გამოყენების გამო, Saudi Aramco-ს თანამშრომელი ციხეში მოხვდა

სატელიტური კავშირის მქონე ტელეფონის გამოყენების გამო, მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, Saudi Aramco-ს ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ფერგუს მაკლეოდმა ინდოეთის ციხეში თითქმის ერთი კვირა გაატარა, – ამის შესახებ Financial Times-ი წერს. როგორც ირკვევა, ინდოეთში სატელიტური ტელეფონის გამოყენების უფლება უცხოელებს, როგორც წესი არ აქვთ – ამისთვის მათ სპეციალური ნებართვა სჭირდებათ. აღნიშნული აკრძალვა 2008 წელს, მუმბაიში მომხდარ ტერაქტს უკავშირდება. როგორც ფერგუს ...

Read More »

რუმინეთის ხელისუფლებამ ზამთრის ბოლომდე შეშაზე ფასების ზღვარი დააწესა

რუმინეთის ხელისუფლებამ ზამთრის ბოლომდე შეშაზე ფასების ზღვარი დააწესა, რისი მიზეზიც ფასების ე.წ. ხელოვნური ზრდის წინააღმდეგ ბრძოლაა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. მთავრობამ დაამტკიცა საგანგებო განკარგულება, რომლის მიხედვითაც კუბურ მეტრ შეშის ფასი 400 ლეი (80 დოლარი) იქნება, ხოლო ტონა ხის გრანულა 2000 ლეი (400 დოლარი) ეღირება. ფასის ზღვარი ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს. მანამდე მთავრობამ ლიმიტირებული ფასები გაზზე და ელექტროენერგიაზე დააწესა, რომ მოქალაქეებსა და ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.52 (+  0.26)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.32  (+  0.74)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობებისა და გამოწვევების თაობაზე მიმდინარე თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. თემატური მოკვლევა მიზნად ისახავს: საქართველოში დეკარბონიზაციის პოლიტიკის მიზნების მიღწევისთვის არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე ტექნოლოგიური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გათვალისწინებით. ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიციების გაანალიზების შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოკვლევის შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს. თემატური მოკვლევის ფარგლებში, ...

Read More »