Author Archives: admin

ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციას გეგმავს

კიევის ხელისუფლებამ სამმილიონიანი ქალაქის ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო, იტყობინება New York Times. ასეთ სცენარს უკრაინა ელექტროენერგიის სრული გათიშვის პირობებში განიხილავს. „თუ არ იქნება ელექტროენერგია, წყალი და სხვა საჭიროებები,  ქალაქის ადმინისტრაციას მიმართავს ყველა შესაძლო ზომას ჩვენი ელექტრომომარაგების სისტემის დასაცავად”, – განაცხადა კიევის მუნიციპალური მთავრობის უსაფრთხოების დირექტორმა, რომან ტკაჩუკმა. რუსეთის ძალებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% უკვე დააზიანეს ან გაანადგურეს. რუსეთის ხელმძღვანელობა საჯაროდ აღიარებს, რომ მისი მიზანია, ხელი შეუშალოს ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ ახალქალაქში ჰესების კასკადის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ახალქალაქი ჰესების კასკადის“ ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჰესის ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელები – კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, ამ ფონდის მმართველი დირექტორი ალექს ბენარდი და ისლანდიური სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელი კომპანიის LANSVIRKJUN-ის ვიცე-პრეზიდენტი რიკი რიკარდსონი. „ჰესი კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, ...

Read More »

რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე კვლავ მიიტანა იერიში, ზელენსკი რუსეთს „ენერგეტიკულ ტერორიზმში“ ადანაშაულებს

რუსეთმა კვლავ მიიტანა იერიში უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იტყობინებიან უკრაინის ოფიციალური პირები. რუსეთის არმიის მიერ უპილოტო Shahed-136 – ის ტიპის, “თვითმკვლელი” საფრენი საშუალებებით განხორციელებული თავდასხმების გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი „ენერგეტიკულ ტერორიზმში“ დაადანაშაულა. დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ, განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ გაანადგურა Shahed-136-ის ტიპის რვა დრონი. ნიკოპოლსკის რაიონში, ქვეყნის სამხრეთში. რეზნიჩენკოს თანახმად, ...

Read More »

Shell – მოგებას 126%-ით ზრდის

Shell- მესამე კვარტალში $9.5მლრდ-ს აფიქსირებს. ეს მონაცემი 126%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021/Q3: $4.2მლრდ). აპრილიდან ივნისამდე Shell-ის მოგებამ მიაღწია რეკორდულ 11,5 მილიარდ დოლარს, თუმცა ზრდა შენელდა მას შემდეგ, რაც ნავთობმა გაიაფების ტენდენცია აჩვენა. ნავთობისა და გაზის ფასები გაძვირდა მას შემდეგ,რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ნავთობის ფასების მატებამ კი გაზარდა ქვეყნების მიმართ მოწოდებები,რომ გაზარდონ გადასახადები ნავთობკომპანიებზე. წყარო: BBC. წყარო: gbc.ge

Read More »

შიდა ქართლში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა

საქართველოს პარლამენტმა „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი მესამე მოსმენით, 91 ხმით ერთხმად მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ორ კატეგორიას მოიცავს: ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 21 864 ჰექტრით, ტანას ...

Read More »
ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

BP-ის მოგებამ III კვარტალში $8.15 მილიარდი შეადგინა

გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში BP-ის მოგება გაორმაგდა და $8.15 მილიარდს მიაღწია. არნახული მოგებით, ის თავის ძირითად კონკურენტებს, მათ შორის Shell-ს, Exxon Mobil-სა და TotalEnergies-ს შეუერთდა. ამასთან ერთად, BP-მ საკუთარი აქციების ხელახლა გამოსყიდვა $2.5 მილიარდით გააფართოვა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ენერგოგიგანტების არნახული მოგება დაეხმარა სექტორს აქციონერთათვის რეკორდული $29 მილიარდის გაცემაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კვირის დასაწყისში, ნავთობის ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა. სხდომაზე სამინისტროს დაქვემდებარებული პროექტის განმახორციელებელი უწყებების შესაბამისი მენეჯმენტის და ბიუჯეტის განახლების, ასევე, სამოქმედო გეგმის მომზადების საკითხები განიხილეს. შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მიზნად ისახავს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ველური ბუნების ...

Read More »

რა არის რადიაცია — საფრთხეები, სარგებელი, მითები და სინამდვილე

სიტყვა „რადიაციის“ უბრალოდ ხსენებაც კი, ხშირად ადამიანებში შიშს იწვევს. არის თუ არა ჩვენ გარშემო თითქმის ყველაფერი, საკვებიც კი რადიოაქტიური? შეიძლება ისიც გაგიგიათ, რომ ბანანი მსუბუქად რადიოაქტიურია, მაგრამ ასეა სინამდვილეში? არის თუ არა ადამიანის სხეულიც რადიოაქტიური? რა არის რადიაცია? რადიაცია არის ენერგია, რომელიც ერთი წერტილიდან მეორეში გადაადგილდება, ან ტალღების, ან ნაწილაკების სახით. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით სხვადასხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური წყაროს რადიაციის ქვეშ. ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97.94 (+3.27)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.67 (+3.50)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ევროკავშირი, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, სუფთა ტექნოლოგიებში €3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

ევროკავშირი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, სუფთა ტექნოლოგიებში €3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ამ მიზნით, ევროკომისიამ „სუფთა ენერგიის“ ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, მესამე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ვადა 2023 წლის 16 მარტამდეა. პროექტების წარდგენა ევროკავშირის ტერიტორიაზე, ისლანდიასა და ნორვეგიაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეუძლიათ. „მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ დეკარბონიზაციის საერთო მიზნებზე, ინოვაციებზე სამრეწველო ელექტრიფიკაციასა და წყალბადის წარმოებაში, ასევე, სუფთა ტექნოლოგიების დანერგვაზე სამრეწველო წარმოებაში“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. წყარო: ...

Read More »