Author Archives: admin

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ისტორიაში პირველად, UNESCO-მ ორი დაცული ტერიტორია ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში არც ერთ ტერიტორიას არ ჰქონდა. ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი“ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით. „ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და განვითარების პოტენციალის შესწავლა 2015 წლიდან დაიწყო. შეირჩა კახეთის რეგიონი. ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიწყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატის შექმნაზე შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  27 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  117.60 (-0.38)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.61 (-0.11)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

შრი-ლანკაში საწვავის დეფიციტის გამო საპროტესტო აქციები გაიმართება

შრი-ლანკაში ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართება. მოსახლეობა საწვავის დეფიციტს აპროტესტებს. ამის შესახებ Reuters იუწყება. აქციის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლებისგან ამ პრობლემის სასწრაფოდ გადაჭრას მოითხოვენ. საწვავის უკმარისობას ამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულების ყველაზე სერიოზული ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა. საპროტესტო აქციები წინა თვეშიც გაიმართა. აქციის მონაწილეები დენის გათიშვას და პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტს აპროტესტებდნენ. პოლიციასთან შეტაკებების დროის 9 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა. საპროტესტო აქციებს ...

Read More »

ლისაბონში ოკეანეთა მდგომარეობასა და კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ

ლისაბონში კონფერენციაზე განხილული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაცობრიობა დაძლევს გარკვეულ წინააღმდეგობებს. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ისაა, რომ  ღრმაწყლოვანი ბუნებრივი რესურსების მოპოვება ხელს უშლის  ოკეანეთა შენარჩუნებას. თუმცა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში არიან კანონმდებლებიც, რომლებმაც იციან, რომ ახალი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია. ანგოლის პრეზიდენტის ჟუან ლორენსუს თქმით, ქვეყნების მეთაურები და მთავრობები, სამეცნიერო საზოგადოების, კერძო და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლები ამ სამიტზე ეცდებიან, უპასუხონ ...

Read More »

„როიტერი“ – 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები კატარის დედაქალაქში უშედეგოდ დასრულდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. მხარეთა შორის მოლაპარაკებები ბირთვული მოლაპარაკების საკითხებში ევროკავშირის ელჩის, ენრიკე მორას კოორდინირებით გუშინ დაიწყო. „მოლაპარაკებების განხორციელებას ხელი შეუშალა აშშ-ის დაჟინებულმა მოთხოვნამ ვენაში მის მიერ შეთავაზებული ტექსტის პროექტზე, რომელიც გამორიცხავს ირანისთვის ეკონომიკური სარგებლის გარანტიას“, – წერს ირანული მედია. ...

Read More »

ივლისიდან საავიაციო საწვავის გაიაფებაა მოსალოდნელი – Georgian Petroleum

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, საავიაციო საწვავზე ფასი შემცირდა. კერძოდ, წინა კვირასთან შედარებით საავიაციო საწვავზე ფასი 2.5%-ით არის შემცირებული და მისი საშუალო ღირებულება ბარელზე თითქმის 173 დოლარს შეადგენს. ევროპის რეგიონში საწვავი უფრო ძვირი – 178 დოლარი ღირს. ბოლო თვეებში საავიაციო საწვავის ფასი მკვეთრად გაიზარდა და წლიურმა ზრდამ 100%-საც კი გადააჭარბა. საავიაციო ნავთობის იმპორტიორი კომპანიის Georgian Petroleum-ის კომერციული დირექტორი გიორგი ანდღულაძე ...

Read More »
Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

ბაქო-სუფსის მილსადენის გაჩერების მიუხედავად საქართველოს დერეფანში ნავთობის გატარება არ შეჩერებულა

ბაქო-სუფსის მილსადენის გაჩერების მიუხედავად საქართველოს დერეფანში ნავთობის გატარება არ შეჩერებულა, ტვირთმა ძირითადად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გადაინაცვლა, ტანკერების შევსება კი ჯეიჰანის პორტში ხდება. როგორც ოპერატორი კომპანია BP-ი აცხადებს, მილსადენისა და სუფსის ტერმინალის ექსპლუატაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო ოპერაციების კომპანიამ პოტენციური საფრთხეების გამო დროებით შეაჩერა. BP-ში ამ დროისთვის არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, როდის შეიძლება აღდგეს მილსადენში ნავთობის გატარება, თუმცა განმარტავენ, რომ ბაქო-სუფსის მილსადენზე გეგმიური ტექნიკური ...

Read More »

„სექტემბრიდან საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა სრულად ამუშავდება“

„საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აქტიური განვითარების ფაზაშია, რეფორმები ძირითადად განპირობებულია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით. ეს გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ისეთ განვითარებას, რომელიც კიდევ უფრო დააახლოვებს ევროპულ პრინციპებთან“, – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების თანახმად, ...

Read More »

საქართველო, საჯარო სკოლების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციისთვის, 55,4 მლნ ევროს მიიღებს

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის, სვენია შულცეს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის ღია პროგრამის“ დაფინანსების თაობაზე, რომლის მიზანია, საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა ...

Read More »

განახლებადი ენერგიის სადგურების გადასახადების დიდი წილი ადგილობრივ თემებში უნდა გადანაწილდეს – GREDA

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინიციატივაა, განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი წილი ადგილობრივ თემებში გადანაწილდეს. ამასთან დაკავშირებით ასოციაციამ საკანონმდებლო ცვლილება მოამზადა. GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, პროექტის შინაარსი დიდწილად ეფუძნება ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატის (NVE) მიერ განხორციელებულ კვლევას, რომლის თანახმად, განახლებადი ენერგიის სადგურების მშენებლობისას არსებული სოციალური საკითხების დარეგულირების ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი სწორედ ქონების ...

Read More »