Author Archives: admin

ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

ირანი ჩინეთის ბაზრისთვის რუსეთთან კონკურენციაში თავის ნავთობს აიაფებს

ჩინეთის ბაზრისთვის რუსულ ნავთობთან კონკურენციის გამო ირანი იძულებულია გააიაფოს საკუთარი ნავთობი. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს. “ირანი იძულებულია კიდევ უფრო გააიაფოს მისი ისედაც იაფი ნავთობი, რადგან ჩინეთის ბაზრისთვის რუსეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანი დარჩეს”,- ნათქვამია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში. ჩინეთის ბაზრისთვის რუსეთსა და ირანს შორის კონკურენცია ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა – ევროკავშირისა და მსხვილი კერძო სანავთობო კომპანიების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგოს შემდეგ, ...

Read More »

ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა

ყაზახეთი მზადაა, თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, იუწყება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. თოყაევმა შეშფოთება გამოთქვა მსოფლიოში ენერგოუსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყაზახეთი მზადაა, გამოიყენოს თავისი ნახშირწყალბადების პოტენციალი მსოფლიო და ევროპის ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. თოყაევის თქმით, ქვეყანა მოწოდებულია, განავითაროს მდგრადი კავშირები ევროკავშირთან, რომელიც ყაზახეთის მთავარი და მნიშვნელოვანი სავაჭრო ...

Read More »

არის თუ არა კარგი დრო ენერგოკომპანიების აქციების შესაძენად

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგეტიკული კომპანიების აქციები ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. უკრაინაში ომმა, ნავთობის მიწოდების შეზღუდვამ და მზარდმა ინფლაციამ საწვავი მკვეთრად გააძვირა, მაგრამ ხალხს სხვა არჩევანი არ აქვს – საწვავში მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს. შესაბამისად, მოიმატა ენერგოკომპანიების აქციების ფასმაც და მათ ზრდის რესურსი ჯერ კიდევ აქვთ. გაძვირების მიუხედავად, ენერგეტიკა S&P 500-ის ინდექსის შემადგენლობაში მაინც ერთ-ერთ იაფ სექტორად რჩება. ასე რომ, აქციების ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  4 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113.83 (+2.20)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110.55 (+2.12)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გერმანიაში რუსულ გაზზე უარის თქმა ტრილიონ ევროდ შეფასდა

გერმანია თანდათან რეცესიას უახლოვდება და რუსულ გაზზე უარის თქმა, მას ტრილიონი ევრო დაუჯდება, განაცხადა საფონდო ბირჟის ექსპერტმა და ეკონომისტმა იენს ერჰარდტმა Handelsblatt-თან ინტერვიუში. სპეციალისტის თქმით, გერმანია რთულ პერიოდს გადის ანტირუსული სანქციების შედეგებისა და გაზის მიწოდების შემცირების რისკის ფონზე. „მაღალი ინფლაცია, გეოპოლიტიკური კრიზისი და ვალის მაღალი დონე, ეს მაღალი ტვირთია. ჩვენ ამას გერმანიაშიც ვიგრძნობთ”, – განაცხადა მან. ერჰარდტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია და მთლიანად ევროპა რუსეთის შეზღუდვით ...

Read More »

საბერძნეთში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში პელოპონესის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე, ელიდას (ილია) რაიონში  ტყის მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, რომლის ქრობის პროცესში 195 მეხანძრე-მაშველი, შვიდი ქვეითი ჯგუფი, ტექნიკის 48 ერთეული, 6 თვითმფრინავი და 5 ვერტმფრენია ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახანძრო დეპარტამენტი ავრცელებს. ხანძარი ქალაქ აჩაიასთან 3 ივლისს გაჩნდა. საფრთხის გამო, ახლოს მდებარე ოთხი სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის საშიშროების საპროგნოზო რუკის მიხედვით, რეგიონი ძალიან მაღალი რისკის კატეგორიაშია. ...

Read More »

პუტინმა ბუნებრივი აირის მსხვილ პროექტზე სრული კონტროლი მოიპოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ბუნებრივი აირის მსხვილ პროექტზე კონტროლი მოიპოვა. პუტინის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, უცხოელ ინვესტორებს პროექტებზე უარის თქმას აიძულებს. კომპანიები თვლიან, რომ კრემლის მიზანი, რუსეთის დატოვების გამო მათი დასჯაა. პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, Sakhalin-2-ის ბუნებრივი აირის პროექტზე უფლებები ახალ რუსულ კომპანიას გადაეცა. მიზეზად, დასავლეთის სანქციების ფონზე რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა დასახელდა. პროექტის საკონტროლო წილის ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს: “გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 6 ივლისს მარნეულის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის კვანძის სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 6 ივლისს 10:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდას. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ...

Read More »

ჩინეთი, გერმანია, იტალია – რომელი ქვეყნები აგრძელებენ რუსული ენერგორესურსების შესყიდვას

მიუხედავად არაერთი სანქციისა თუ დასავლეთის მიერ იმპორტის შეზღუდვისა, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან 100 დღეში 97.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო წიაღისეული საწვავის ექსპორტით, 1 დღეში საშუალო შემოსავალი კი 977 მილიონი დოლარი იყო. ეს შემოსავალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის სამხედრო აგრესიის დაფინანსებაში. ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც რუსული ენერგომატარებლების შესყიდვას აგრძელებენ, შემდეგნაირად გამოიყურება: წყარო: Centre for Research on Energy and Clean Air (CREA).   ...

Read More »

ნიგერია მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს

ნიგერიის პრეზიდენტი მოჰამედ ბუჰარი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს, რომელიც რუსეთი-უკრაინის ომის გამო შეიქმნა. ამის შეახებ, მან ლისაბონში, თავის პორტუგალიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბუჰარის განცხადებით, ნიგერიის მოსახლეობა 200 მილიონს შეადგენს და მისი ძირითადი ნაწილი ახალგაზრდა თაობაა. ამასტან, ნიგერია აფრიკის კონტინენტზე თავისუფალი ვაჭრობის ზონას (AFCFTA) წარმოადგენს. ნიგერიის პრეზიდენტმა პორტუგალიას მოუწოდა, რომ მისი ქვეყანა საიმედო პარტნიორად განიხილოს, იმ ...

Read More »