Author Archives: admin

ევროპაში გაზის ფასი 2,5%-ით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის მარტის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით  2,5%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 646,4 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა დღეში ...

Read More »

განიხილება სამხრეთის გაზის დერეფნის გაზსადენის გაფართოება

სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) მრჩეველთა საბჭოს მე-9 სხდომის ცენტრალური თემა, რომელიც ბაქოში 3 თებერვალს გაიმართება, გაზსადენის გაფართოება იქნება. ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმაგანაცხადა. „ჩვენი დისკუსიის ცენტრალური თემა იქნება SGC-ის გაფართოება. მოგეხსენებათ, ეს პროექტი მხარდაჭერილია REPowerEU-ის და ჩვენი ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აზერბაიჯანთან სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის შესახებ. ჩვენი მიზანია გავზარდოთ გაზსადენის სიმძლავრე 2027 წლისთვის წელიწადში 20 მილიარდი კუბურ მეტრამდე. ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2023 წლის 1 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.07 (-0.40)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.73  (-0.14)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

რუმინეთმა მოლდოვას ზამთრისთვის შეშა გაუგზავნა

რუმინეთმა მოლდოვას ზამთრის პერიოდისთვის შეშა გაუგზავნა. 2 100 კუბური მეტრი შეშა მოსახლეობის დაუცველ ფენებს: ომის ვეტერანებს, 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონრებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ლტოლვილების მასპინძელ ოჯახებს და განთავსების ცენტრებს გადაუნაწილდება. რუმინეთიდან შეშა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა შეიძინა, რომელიც უფასოდ განაწილდება. შეშა მერიებში გადანაწილდება, იქიდან კი პროგრამაში ჩართული ადამიანები მიიღებენ. მედიის ინფორმაციით, ეს არის რუმინეთიდან შეძენილი ხე-ტყის პირველი ტრანში, ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ცვლილების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომას, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობდა. საბჭომ საქართველოს დაბალემისიიანი გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის (დეგგკ) დოკუმენტი დაამტკიცა. აღნიშნული კონცეფცია მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ, პარიზის შეთანხმების შესაბამისად, როგორც საქართველოს ...

Read More »

“დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ NABUCCO-ს პროექტი, რომელიც ერთ დროს ისტორიას ჩაბარდა”

დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ NABUCCO-ს პროექტი, რომელიც ერთ დროს ისტორიას ჩაბარდა. აზერბაიჯანული გაზი ბულგარეთს ინტერკონექტორებით, ხოლო უნგრეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებს მიეწოდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 30 იანვარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრისა და ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, უნგრეთი იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯანული გაზის მომხმარებელი, არამედ აზერბაიჯანული გაზის სატრანზიტო ქვეყანა ევროპის სხვა ქვეყნებში. „რა თქმა უნდა, დღევანდელ ...

Read More »

სემეკში სტაჟირების საკონკურსო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დეპარტამენტებში  ქალი სტაჟიორების მისაღებად კონკურსი ცხადდება. USAID-ის მხარდაჭერით, კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) გენდერული თანასწორობის პროგრამის – „ენერგეტიკაში ქალი ლიდერების წინ წამოწევის“ ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყება. სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე. სტაჟიორები შეირჩევიან ღია კონკურსის გზით. ...

Read More »

ავსტრია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს კიდევ 5 მილიონ ევროს გადასცემს

ავსტრია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს კიდევ ხუთ მილიონ ევროს გამოყოფს, რათა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმაროს. ამის შესახებ ავსტრიის კლიმატის მოქმედების, გარემოს, ენერგეტიკის, მობილურობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ლეონორ გევესლერმა ჟურნალისტებს განუცხადა, იუწყება Ukrinform-ი APA-ზე დაყრდნობით. „ცივი ტემპერატურის პირობებში მილიონობით ადამიანი რჩება ელექტროენერგიის და ხშირად, გათბობისა და წყლის მიწოდების გარეშე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ავსტრიამ აქ წვლილი შეიტანოს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად”, – ...

Read More »

Moldovagaz-ის ხელმძღვანელი: „გაზპრომმა“ ფასი დაწია, მაგრამ მოლდოვა რუსულ გაზს არ იყიდის

წინასწარი შეფასებით, თებერვალში რუსული გაზის შესყიდვის ფასი მოლდოვასთვის 1000 კუბურ მეტრზე 1054 დოლარი იქნება. ამის შესახებ Moldovagaz-ის ხელმძღვანელმა ვადიმ ჩებანმა დღეს, 31 იანვარს ტელეგრამის არხზე დაწერა. გაზპრომიდან მიღებული “ლურჯი საწვავის” მთელი მოცულობა გაიგზავნება პრიდნესტროვიეში, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოებისთვის. შეგახსენებთ, რომ იანვარში ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 1230 დოლარი იყო. მოლდოვა საკუთარი საჭიროებისთვის იყენებს რუმინეთისა და უკრაინის საწყობებიდან გაზის ...

Read More »
ნავთობისა და გაზის კორპორაცია კრწანისის ჭაბურღილიდან მოპოვებულ გაზს ყიდის

თურქეთი აზერბაიჯანული გაზის უნგრეთში ტრანსპორტირებას უზრუნველჰყოფს

თურქეთი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული გაზის უნგრეთში ტრანსპორტირებას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ უნგრელ კოლეგა პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თურქეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ალიანსის დონეზე ამაღლდება.  „ამჟამად ვმუშაობთ შესაბამის დოკუმენტზე. ჩვენი თანამშრომლობა, პირველ რიგში, ეკონომიკურ სფეროს და უსაფრთხოებას მოიცავს“. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი ენერგეტიკის სფეროში ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობს: „ჩვენ უზრუნველვყოფთ აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას უნგრეთში ...

Read More »