Author Archives: admin

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან, თუ მასზე უარს ვიტყვით, პუტინი იპოვის მყიდველებს სხვა ბაზარზე და შეძლებს უფრო მეტი გამოიმუშავოს

ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან. თუ მასზე უარს ვიტყვით, პუტინი იპოვის მყიდველებს სხვა ბაზარზე და შეძლებს გამოიმუშავოს უფრო მეტი, პროდუქტზე ფასი კი გაიზრდება,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტელეკმპანია MSNBC-ის ეთერში განაცხადა. მისი აზრით, ევროკავშირმა უნდა იპოვოს ისეთი ბალანსი, რომ საკუთარი ეკონომიკა ძალიან არ დააზარალოს. „თუ ჩვენ დღეს სრულად ვიტყვით უარს რუსულ ნავთობზე, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, დიდი ...

Read More »

ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს ენერგოპროექტების მხარდაჭერის ჩარჩოს გაუმჯობესების ახალი, ფისკალურად მდგრადი მექანიზმები ექნება, რაც ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი პროექტები ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას გააცნო დეპუტატებს. „მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოდამოუკიდებლობის და უსაფრთხოების მნიშვნელობა, ამ კუთხით სახელმწიფოს ექნება ენერგოპროექტების მხარდაჭერის ჩარჩოს გაუმჯობესების ახალი, ფისკალურად მდგრადი მექანიზმები, რომელიც, რა თქმა ...

Read More »

რუსეთიდან ჩინეთსა და ინდოეთში რეკორდული რაოდენობის ნავთობი მიედინება

როდესაც სანქციების ფონზე ქვეყნები რუსული ნავთობის იმპორტს ზღუდავენ, ინდოეთსა და ჩინეთში ტანკერებით ნავთობის რეკორდული რაოდენობა მიედინება. ტრანზიტის მოცულობა 74-დან 79 მილიონ ბარელს აღწევს. Kpler-ის თანახმად, ეს ორჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებული მოცულობა – 27 მილიონი ბარელი. ანალიტიკური კომპანიის თანახმად, რუსული ნავთობის იმპორტის მაჩვენებლით აზიის კონტინენტმა პირველად გაუსწრო ევროპას. ზღვით იმპორტირებული რუსული ნავთობის მოცულობის ზრდა ხაზს უსვამს იმას, თუ ...

Read More »

ევროკავშირმა რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, დიპლომატები საკითხზე პროგრესის მიღწევას 30 მაისს შეეცდებიან

ევროკავშირმა რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ჯერ კიდევ ბევრი დეტალია გადასაწყვეტი, მაგრამ ევროკავშირის დიპლომატები რუსული ნავთობის ემბარგოზე პროგრესის მიღწევას 30 მაისს, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე შეეცდებიან. ნავთობის იმპორტზე სანქციები არის ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო. „როიტერი“ წერს, რომ მთელი პაკეტი უნგრეთმა შეაჩერა, რომელიც ამბობს, რომ ნავთობის ემბარგო იქნება ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 30 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, მაყაშვილის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ბარნოვის, ზანდუკელის, კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის და მაჩაბელის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი ...

Read More »

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის არც ერთი შენობა, მათ შორის არც სამართავი პულტი და არც სამანქანო დარბაზი, – ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაშია ნათქვამი. „ღამით ხანძარი გაჩნდა ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის ქვსედაგურში არსებულ ძალოვან ტრანსფორმატორზე. ცეცხლი მოკლე დროში გავრცელდა ახლომდებარე სხვა ტრანსფორმატორებზე. ხანძარი ოპერატიულად დააფიქსირა ჰესის მორიგე პერსონალმა და სამაშველო სამსახურის შესაბამისი მეხანძრე ბრიგადებმა დროის მოკლე მონაკვეთში დაიწყეს ხანძრის ...

Read More »

ევროკომისია ესპანეთსა და იტალიას შორის 700 კილომეტრიანი გაზსადენის აშენებაზე ფიქრობს

ევროკომისია განიხილავს 2,5 მილიარდი ევროს ღირებულების საზღვაო გაზსადენის აშენების შესაძლებლობას, რომელიც დააკავშირებს პირენეის ნახევარკუნძულს იტალიასთან. ამის შესახებ იუწყება გაზეთი El Pais. გამოცემის ცნობით, ესპანურ ბარსელონასა და იტალიურ ლივორნოს შორის 700 კმ-იანი გაზსადენის მშენებლობის პროექტის განხორციელებას ერთიდან ორ წლამდე დასჭირდება. მილსადენი გაზს მიაწვდის როგორც იტალიას, ასევე ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირი ამჟამად რუსეთიდან იღებს გაზის 40%-ს, ნავთობის 27%-ს ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.02 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.02 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 419,801 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  0.48   მილიონი ბარელით  და შეადგინა  219.707  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  1,66  მილიონი ბარელით და შეადგინა  106.921 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,9 ...

Read More »

ნავთობის მოპოვების ზრდა – ბაიდენის მრჩეველები საუდის არაბეთში იმყოფებიან

საუდის არაბეთს ჯო ბაიდენის ორი მრჩეველი ეწვია. საიდუმლო შეხვედრების მთავარი განსახილველი თემა ნავთობის მოპოვების ზრდა და ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით ერ-რიადს თეთრ სახლში ახლო აღმოსავლეთის მიმართულების კოორდინატორი ბრეტ ბაკგურკი და სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ამოს ხოხშტეინი ეწვია. ჯერჯერობით უცნობია თუ ვის შეხვდებიან ამერიკელი ჩინოვნიკები საუდის ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 31 მაისს ქუბრიანთკარის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 31 მაისს 10:00დან 19:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს (არანისი, ჩინითი, არაგვისპირი, ბოდორნა, ჭოპორტი, ბულაჩაური, წითელსოფელი), ასევე დაბა ჟინვალს, ქალაქ დუშეთსა და მასში შემავალ სოფლებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი ...

Read More »