Author Archives: admin

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  24 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.83 (+1.54)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.96 (+1.69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

შოლცი: ევროპამ რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტის შესამცირებლად ძალისხმევა უნდა გაზარდოს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ევროპამ რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩადოს. “ჩვენ, ყველა ერთად ძალიან, ძალიან კარგად მოვემზადეთ რთლი გამოწვევისთვის, რომელიც რუსეთის წიაღისეული საწვავის იმპორტს უკავშირდება. ეს არის ძალისხმევა, რომელიც უნდა დავაჩქაროთ – რა თქმა უნდა ეს დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ”. – თქვა შოლცმა. შოლცის თქმით, ბლოკმა რუსულ ქვანახშირსა და ნავთობზე სანქციები ...

Read More »

ევროკომისია: ევროკავშირში გაზის მიწოდება ამჟამად უზრუნველყოფილია, თუმცა სიტუაციას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ

ევროკავშირში გაზის მიწოდება ამჟამად უზრუნველყოფილია, თუმცა სიტუაციას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა. „გერმანიასა და ევროკავშირში გაზის მიწოდების უსაფრთხოება ამჟამად უზრუნველყოფილია. რუსეთიდან გაზის შემოდინების შემცირება ამ ეტაპზე შეიძლება კომპენსირებული იყოს. თუმცა სიტუაციას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს“, – აღნიშნეს ევროკომისიაში. მანამდე კლიმატის პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ხელმძღვანელმა, ფრანს ტიმერმანსმა ...

Read More »

EBRD მოლდოვას გაზის რეზერვებისთვის 300 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოლდოვას 300 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს გაზის დამატებითი მარაგების შესაქმნელად, რითაც კიშინიოვი უკრაინაში ომის გამო მიწოდების შესაძლო შეფერხების კომპენსირებას შეძლებს. მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, იგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსული გაზის მარაგზე მისი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა რუსულმა ენერგოგიგანტმა “გაზპრომმა” და მოლდოვამ, რთული მოლაპარაკებების შემდეგ, გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმებას ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 27 ივნისს შპს „გაზტრანს სერვისის“ გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 27 ივნისს 09:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორჩალოს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი ...

Read More »
ნამახვან ჰესების კასკადზე ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა

მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობა განახლებული PPA-ით გაგრძელდება

მთავრობა ჰესების სახელმწიფოს მონაწილეობით მშენებლობას გეგმავს, რათა ის მხოლოდ კერძო ინვესტორის არ იყოს — ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მთავრობა აპირებს ე.წ PPA ანუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები დააბრუნოს, რაზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით უკვე 5 წელია მორატორიუმია გამოცხადებული. „ენერგეტიკის განვითარება  მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ სავალუტო ფონდთან. 2 თვის წინ დავაანონსე, რომ გვინდა ენერგეტიკის განვითარების ახალი პროგრამა ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის მაისის თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10.6 ათასი ტონა, რაც 5.3 ათასი ტონით ანუ 100%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (5,3 ათასი ტონა) შედარებით და 0,5 ათასი ტონით ანუ 4,5%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (11,1 ათასი ტონა) შედარებით. 2022 წლის მაისის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 10,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 99,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: ერაყი – 0,1 ათასი ტონა (0,9%). ...

Read More »

დუმაში მიიღეს კანონი, რომელიც უცხოური კომპანიებისთვის რუსეთის წიაღისეულის დამუშავებას კრძალავს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს წიაღისეული რესურსების განვითარების ლიცენზიების გაცემას უცხოური კომპანიებისთვის. სამუშაოს გასაგრძელებლად მათ მოუწევთ შექმნან იურიდიული პირები რუსეთის ფედერაციაში და მათ გადასცენ წიაღისეულის ნაკვეთების გამოყენების უფლება. მოქმედი კანონმდებლობით, წიაღის მომხმარებლებად შეიძლება იყვნენ ბიზნეს სუბიექტები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანიები შეიძლება იყვნენ ფედერალური მნიშვნელობის წიაღისეული ნაკვეთების მომხმარებლები (კონტინენტური შელფისა ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 24 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის და ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, თამაზ ნადარეიშვილის, დელისის, შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, გაზაფხულის და კამანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 ...

Read More »
ნორვეგია ბენზინის ძრავიანი ავტომობილებით სარგებლობას აკრძალავს

გერმანია 2035 წლიდან ევროპაში შიგაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვას ეწინააღმდეგება

გერმანია მხარს არ დაუჭერს ევროკომისიის გეგმას, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე 2035 წლიდან შიგაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა ასოციაცია BDI-ის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აღნიშნული ასოციაცია 100 ათას კომპანიას აერთიანებს. ლინდნერმა კომისიის გადაწყვეტილებას არასწორი უწოდა და განაცხადა, რომ გერმანია არ აპირებს საკუთარი თანხმობა მისცეს მას, სერიოზული საფრთხის გამო, რომელიც ემუქრება დარგს. მოგვიანებით ლინდნერმა წარმოადგინა კომპრომისული ...

Read More »