Author Archives: admin

რუსეთის ჯარებმა რამდენიმე დარტყმა მიაყენეს უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე არეალს

რუსეთის ჯარებმა რამდენიმე დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო უბნის მახლობლად, იტყობინება უკრაინის კომპანია “ენერგოატომის“ „ტელეგრამის“ არხი. ცნობით, რადიოაქტიური ნივთიერებების გამოჟონვა არ დაფიქსირებულა, ერთ-ერთი დარტყმა მაღალი ძაბვის ხაზს მოხვდა. “ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აგრძელებს მუშაობას და ელექტროენერგიის მიწოდებას უკრაინის ენერგოსისტემაში იმ ხაზების მეშვეობით, რომლებიც მოქმედებს. მათი გამტარუნარიანობის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი მოქმედი ენერგობლოკის განტვირთვისა და ქსელიდან გათიშვის ...

Read More »

Petoro-ს გენერალური დირექტორი: „ნორვეგიის სახელმწიფოს არასოდეს მიუღია ასეთი დიდი შემოსავალი ნავთობის ბიზნესიდან”

ნავთობისა და გაზის რიგ საბადოებსა და მილსადენებში სახელმწიფო აქტივების მმართველი კომპანია Petoro-ს გენერალური დირექტორი კრისტინ კრაგსეთი ნორვეგიის ეროვნული კეთილდღეობის ფონდში შეტანილი რეკორდული თანხების შესახებ საუბრობს. 2022 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, პეტოროს ფულადმა ნაკადმა შეადგინა 234 მილიარდი ნორვეგიული კრონი, რაც 48 მილიარდით მეტია მთლიანი 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე. Petoro-ს მიერ მართული პორტფელის მეშვეობით ნორვეგიის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ყოველდღიურად 1,3 მილიარდ ნორვეგიულ ...

Read More »

გაუსაძლისი სიცხის გამო, ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 50 პროვინციიდან 38-ში საფრთხის ყვითელი და ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 50 პროვინციიდან 38-ში საფრთხის ყვითელი და ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა. მიზეზი გაუსაძლისი სიცხე გახდა, რომელსაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ რაიონებში 40 გრადუსს აღწევს. რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა გერმანიაში. აუტანელი სიცხისგან თავის დასაცავად ქალაქის პარკებს აფარებენ თავს ბერლინის მცხოვრებლებიც. შადრევნებთან და აუზებთან ხალხმრავლობაა.

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

„კლების ტენდენცია გრძელდება“ – რას ამბობენ ნავთობიმპორტიორები საწვავის გაიაფებასთან დაკავშირებით?

„ვისოლ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი „ბიემჯისთან“ საუბარში ამბობს, რომ 1-ელი აგვისტოდან დიზელის ტიპის საწვავზე ფასების კორექტირება განხორციელდა და 10 თეთრით შემცირდა. ხორავას თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში ბენზინზე ფასების გაიაფება მოხდება. „გაკეთდა 10 თეთრიანი კორექტირება დიზელის ფასთან დაკავშირებით, უფრო დიზელის ფასის კორექტირება მოხდა შემცირების კუთხით, თუმცა ჩვენ აგვისტოს შემდეგ დღეებში გადავხედავთ როგორც დიზელზე, ასევე, ბენზინზე.  ირველ ეტაპზე მაინც ვფიქრობთ, რომ 10 თეთრიანი ...

Read More »

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა კვლავაც $90-ს ქვემოთ დარჩა

2022 წლის 5 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.33 (+1.21)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავათობის ფასმა შეადგინა  89.45 (+0.91)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ევროპის კომისია უარყოფს რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ გაზის ტურბინის შეფერხება სანქციების გამო ხდება

ევროკომისია აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ არ წარმოადგენს დაბრკოლებას გერმანიიდან რუსეთში გაზის ტურბინის მიწოდებისთვის. რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა, “გაზპრომმა”, 27 ივლისიდან სიმძლავრის ერთ მეხუთედამდე შეამცირა გაზის მიწოდება “ჩრდილოეთის ნაკადი 1”-ის მილსადენით გერმანიაში და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო, რადგან მას არ მიუღია ტურბინა მას შემდეგ, რაც ის ტექნიკური მომსახურებისთვის გააგზავნეს. “გაზპრომი” აცხადებს, რომ სანქციები შეუძლებელს ხდის Siemens-ის ძრავის ...

Read More »

გერმანელების უმრავლესობა რუსეთისგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მომხრეა

გერმანელების 71% მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა რუსეთისგან ენერგეტიკულად დამოუკიდებელი უნდა გახდეს, ხოლო საპირისპირო მოსაზრება გამოკითხულთა მხოლოდ 24%-ს აქვს. Deutschlandtrend-ის განახლებულ კვლევაში აღინიშნება, რომ გერმანიის დასავლეთში ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მხარს უჭერს მოსახლეობის შესამჩნევად უფრო დიდი პროცენტი, ვიდრე ქვეყნის აღმოსავლეთში – 76 პროცენტი 54-ის წინააღმდეგ. ამავე გამოკითხვის მიხედვით, გერმანელების 39% მართებულად მიიჩნევს უკრაინაში იარაღის მიწოდების ამჟამინდელ მოცულობას. ივნისში ასეთ მოსაზრებას 42% იზიარებდა. ამასთან, ...

Read More »

“მოლდოვა ენერგოდამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამიტომ, რუსეთში იაფი გაზის სათხოვნელად არ ჩავალთ” – მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი

მოლდოვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ამიტომ, ქვეყნის წარმომადგენლები რუსეთში იაფი გაზის სათხოვნელად არ ჩავლენ და არც დათმობებზე წავლენ, – განაცხადა ქვეყნის ვიცეპრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ანდრეი სპინუმ. მოლდოვას ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) გაზის ახალი ტარიფი დაამტკიცა, რომელიც 23,6%-ით არის გაზრდილი. თუმცა, „მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელმა, ვადიმ ჩებანმა განაცხადა, რომ ახალი ტარიფი არ ფარავს გაზის ყიდვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს, ამიტომ, კომპანია იძულებულია, „გაზპრომს“ აგვისტოსთვის ...

Read More »

“ევროპა გაზის უწყვეტი მიწოდებისთვის თურქეთის მადლიერი უნდა იყოს” – პუტინი

სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და რეჯეპ თაიფ ერდოღანის მოლაპარაკება დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში, რუსეთის ლიდერმა ერდოღანს უკრაინიდან მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. “თქვენი მონაწილეობით, უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების საკითხი მოგვარდა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ”, – თქვა პუტინმა. მან ასევე თქვა, რომ მილსადენი „თურქული ნაკადი“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გზაა ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების საქმეში. „მინდა, აღვნიშნო, რომ “თურქული ნაკადი”, ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მეტი უსაფრთხოება – გამოწვევები და შესაძლებლობები

ევროკავშირის მაგალითმა ცხადყო, თუ რა დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ერე­ბის ეკონომიკური განვითარებისათვის ენერგოსაჭირო­ებების დასაკმაყოფილებლად მეტწილად ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება და ასეთი მოცემულობის დროს რა დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული ენერგოუსაფრთხოე­ბის მიზნის მიღწევა. მიუხედავად 2006 წელს მოზდოკი-თბილისის გაზსა­დენზე მომხდარი საბოტაჟისა და მასთან დაკავშირებული ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ საქართველოს მცდელობისა, რომ რუსეთი არ იყოს ქვეყნის მთავარი ენერგომომწოდებელი, როგორც წინა ბლოგშიც განვი­ხილეთ, გარკვეული დამოკიდებულება რუსეთის ენერ­­გოსისტემაზე ...

Read More »