Author Archives: admin

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მმართველი კომიტეტის 29-ე სხდომა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ევროკავშირი საქართველოს ...

Read More »

იტალია LUKOIL-ის ქარხნის ნაციონალიზაციას გეგმავს

იტალიის მთავრობა რუსული Lukoil-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაციონალიზაციას გეგმავს. ქარხანა სიცილიაშია განლაგებული და ის იტალიის მოთხოვნის 1/5-ს აკმაყოფილებს, რასაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაციონალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ქარხანა მის კანონიერ მფლობელს, კომპანია Lukoil-ს ჩამოერთმევა და ოპერირებაზე პასუხისმგებლობას იტალიის ენერგეტიკის სამინისტრო აიღებს. სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს, რომ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტისა თუ ემბარგოს დაწესების მიუხედავად, ქარხანამ მაინც შეუფერხებლად განაგრძობს ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 963,9 ათასი ტონა, რაც 18,9 ათასი ტონით ანუ 2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (945 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2022 წლის 10 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 499,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 464,4 ათასი ტონა. კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის ...

Read More »

bp – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით მესამე მხარის ნავთობის ტრანსპორტირება გაგრძელდება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კასპიის რეგიონში მესამე მხარის ნავთობის ტრანსპორტირებისთვის მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ bp-აზერბაიჯანის განცხადებაში არის ნქთქვამი, რომლითაც კომპანია მილსადენით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანსპორტირების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა. ინფორმაციას სააგენტო Trend ავრცელებს. კერძოდ, bp-აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG) საბადოების ბლოკიდან ნავთობის, ასევე, შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატისა და კასპიის რეგიონში მესამე მხარის ნავთობის შეთანხმებული მოცულობის ტრანსპორტირება გაგრძელდება. მიმდინარე კვირას სააგენტო Reuters-მა ოთხ წყაროზე ...

Read More »

ოლაფ შოლცი სტოლტენბერგს: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული რისკები უნდა გადავაფასოთ

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გასზადენზე დივერსიულმა აქტებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული რისკები,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგი გერმანიაში იმყოფება. „მე და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განვიხილეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ზღვაში. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გასზადენზე დივერსიულმა აქტებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რისკები. ეს განსაკუთრებით ...

Read More »

საქართველოს სუფთა ენერგიის წარმოების სიმძლავრე იზრდება, USAID-მა ქართულ კომპანიასთან დოკუმენტი გააფორმა

USAID-მა და საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიამ დღეს ხელი მოაწერეს თანამშრომლობის წერილს, რომლის საფუძველზეც საქართველოს სუფთა ენერგიის წარმოების სიმძლავრე გაიზრდება, კერძოდ, გორში 5 მეგავატი მზის სიმძლავრე დაემატება. „USAID და საქართველოს განახლებადი ელექტროენერგიის კომპანია ითანამშრომლებენ მზის ენერგიის პროექტის შემუშავებაზე 21 მეგავატიან ქართლის ქარის ელექტროსადგურზე, რომელიც შეავსებს ელექტროენერგიის გამომუშავებას ქარის დაბალი სიჩქარის პერიოდში. პროექტის განვითარებისთვის USAID ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას. ამასთანავე, ორივე მხარე ხელს შეუწყობს პოტენციური ...

Read More »

ამერიკამ და ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარი დააწესეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ზღვით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარად ბარელზე 60 დოლარი დააწესეს. ამ ინფორმაციას ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები 1 დეკემბერს ავრცელებენ. ასევე შეთანხმებულია ფასის ჭერის ადაპტაციის მექანიზმი – ის საბაზრო ღირებულებაზე 5 პროცენტით დაბლა უნდა იყოს შენარჩუნებული. პოლონეთი უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით. იგი მიიჩნევს, რომ ეს ზღვარი ძალიან მაღალია და მოლაპარაკებების დროს მოითხოვა, რომ მაქსიმალური ფასი ბარელზე ...

Read More »

სამსუნის პორტში, ნავთობის ტანკერში აფეთქება მოხდა – ამჟამად, ცეცხლი ლოკალიზებულია

თურქეთში, სამსუნის პორტში აფეთქება ნავთობის ტანკერში მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. CNN Turk-ის ინფორმაციით, ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრეების ბრიგადებია მობილიზებული. ამ დროისთვის, ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. წყარო: kvira.ge

Read More »

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ზაპოროჟიე დაბომბეს, მათი სამიზნე ქალაქის სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა დაწერა. “მათი მიზანი იყო რეგიონული ცენტრის სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება. შედეგად, ხანძარი გაჩნდა. არსებული მონაცემებით, მსხვერპლი არ არის”, – დაწერა მან. მისივე თქმით, ხანძარი მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს. ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა დაწერა, რომ ...

Read More »

GREDA-მ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახალი ინიციატივა – „ქალები ენერგეტიკაში“ წარადგინა

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) 21 ოქტომბერს ენერგეტიკაში ქალთა ჩართულობის მხარდამჭერი ინიციატივა – „ქალები ენერგეტიკაში“ წარადგინა. ღონისძიება აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ქალთა მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფას სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, რომლებიც მიმართული იქნება სკოლის მოსწავლე გოგონებში ენერგეტიკის დარგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, პროფილური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მხარდაჭერასა და ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალთა შორის მჭიდრო კავშირების ...

Read More »