თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად სემეკ-მა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს. „სემეკ-ი თანადგომას უცხადებს დაზარალებულებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გამოთქვამს მზადყოფნას, დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, თურქეთის კოლეგა უწყების თანამშრომლებს აღმოუჩინოს დამატებითი დახმარება და მხარდაჭერა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
Read More »