Author Archives: admin

დავით ნარმანია ჩინური ენერგეტიკული კომპანიის CHINA POWER-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია წამყვანი ჩინური კომპანიის „China Power“-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობებზე. დავით ნარმანიამ კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო, ისაუბრა მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე, ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტული ბაზრის უზრუნველყოფის მექანიზმებზე. „China Power“ წამყვანი ჩინური ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ცნობილია გლობალური გამოცდილებით ელექტროენერგიის ...

Read More »

სემეკმა “ენერგო პრო ჯორჯია” 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ ენერგო პრო ჯორჯია“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 75 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სალიცენზიო პირობების,  ექსპლუატაციისა და  უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა, სემეკისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. სემეკში შესული რამდენიმე კომპანიის მიმართვის საფუძველზე, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალა სოფელ სართიჭალაში ხარისხთან შეუსაბამო ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება. სემეკის წარმომადგენლების მიერ ადგილზე საკითხის ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი: CFD ენერგოსექტორისთვის მოქნილი და მიმზიდველი მექანიზმია

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ CFD ენერგოსექტორისთვის მოქნილი და მიმზიდველი მექანიზმია. „ჩვენ გვქონდა ძალიან ფართო კონსულტაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.  მათ შორის წამყვანი როლი ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს. ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად აზღვევს როგორც ფისკალურ რისკებს ასევე შესაძლებლობას იძლევა,  წახალისდეს ენერგიის გენერაცია საქართველოში. პირველი აუქციონიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ შესაძლებელია ვთქვათ რომ საკმაოდ მიმზიდველი და მოქნილი მექანიზმია კერძო ...

Read More »

“საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა”

„მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა, მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, რომელიც მონაწილეობს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შეიხ ხალიდ ბინ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის პატრონაჟით დაგეგმილ მსოფლიო ...

Read More »

„განახლებადი ენერგიების მიმართულებით ცნობიერებას ავამაღლებთ“ – Green Energy განათლების პროგრამას იწყებს

ენერგეტიკული კომპანია Green Energy ცნობიერების ამაღლებისა და განათლების პროგრამას იწყებს, სახელწოდებით – „გრინ ენერჯის განათლების პროგრამა“. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიაში განუცხადეს, პროგრამა 15 მაისიდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახილება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და გარემოს დაცვის ნაწილში. „თვეში რამდენჯერმე ვაპირებთ სხვადასხვა სკოლებსა და უნივერსიტეტებში სხვადასხვა საინტერესო სპიკერების მიყვანას და საინტერესო ...

Read More »

თურქეთში ევროპის მასშტაბით უმსხვილესი, მზის ელექტროსადგური იხსნება

თურქეთში, კონიის პროვინციაში ევროპაში უმსხვილესი მზის ელექტროსადგური იხსნება.სადგურ „კარაპინარის“ სიმძლავრე 1350 მეგავატია და ის კომპანია Kalyon Energy-ს საკუთრებაა. როგორც კომპანიიდან სააგენტო „ანადოლუს“ აცნობეს, „კარაპინარი“ 20 მილიონ კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სამონტაჟო სამუშაოები კი 2020 წლის იანვრიდან მიმდინარეობს. სადგურის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ,  თურქეთში მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრე 20 პროცენტით გაიზრდება.ელექტროსადგუტი 3 256 038 პანელისგან შედგება. პროექტს აქტიურ ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ბრიტანეთის ...

Read More »

წელს 6-7 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მონტაჟს ვგეგმავთ – GREEN ENERGY

კერძო სექტორის მხრიდან საქართველოში მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. წინა წელს, მაგალითად, ბუმი იყო და ჩვენმა კოპანიამ 4 მეგავატამდე სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა ჯამურად, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ენერგეტიკული კომპანია Green Energy-ს დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განუცხადა. მისივე თქმით, კოპანია წელს 6-7 მეგავატი სიმძლავრის პროექტების მონტაჟს გეგმავს. „საკმაოდ აქტიური წელი დავიწყეთ. მართალია, 2023 წლის პირველი კვარტალი შედარებით პასიური იყო, რაც ...

Read More »

დავით ნარმანიამ ნეტო აღრიცხვის შესახებ საქართველოს გამოცდილებაზე მოლდოვაში გამართულ ფორუმზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მოლდოვაში, ქ. კიშინოვში გამართულ ფორუმში – „კიშინიოვის ურბანულ-სოციალური ფორუმი – 2023” (Urban Social Forum Chisinau – 2023) მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ, როგორც მიწვეულმა სპიკერმა,  ენერგოეფექტური ქალაქის შესახებ თემატურ პანელზე წარადგინა პრეზენტაცია  საქართველოში ენერგოეფექტურობისა და ნეტო-აღრიცხვის შესახებ. ფორუმში მონაწილეობდნენ მოლდოვის სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ...

Read More »

სემეკსა და მოლდოვის ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიასა (სემეკ) და მოლდოვის რესპუბლიკის ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სემეკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. მემორანდუმის ფარგლებში ხელი შეეწყობა ორ უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას.  შეთანხმების მიზანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაცია, ენერგიით ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას პროცესის გაძლიერება, ბაზრის მონაწილეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას, გაცვლიან ინფორმაციას ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ და ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი განიხილეს

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ  ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე   ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინნიკოვი, ...

Read More »