Author Archives: admin

ევროკავშირში გაზის ფასმა მოიმატა – მიზეზი ქარის ენერგიის გენერაციის კლება და სიცივეებია

ევროპის მასშტაბით თითქმის ორჯერ შემცირდა ქარის მიერ გამომუშავებული ენერგიის წარმოება. ამან კი ბუნებრივი აირის ფასის გაზრდა და საცავებიდან მისი მომხარების ზრდა გამოიწვია. სამშაბათს ევროპაში ელ-ენერგიიდან მიღებული ენერგიის წილი 8%-მდე შემცირდა, მაშინ როცა ორშაბათს 15% იყო, ხოლო გასულ კვირას საშუალოდ 18% და 22,4%-საც კი აღწევდა. შედეგად კი ნიდერლანდების TTF ჰაბში ბუნებრივი აირის ფასმა 7%-ით მოიმატა და 1000 კუბურ მეტრზე 1425 დოლარი ...

Read More »

ზელენსკი: რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა

რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს მსოფლიოში დასრულდა, სამწუხაროდ, სერიოზული გადაწყვეტილებების გარეშე დისკუსია ზედა ზღვარზე, ანუ რუსული ნავთობის საექსპორტო ფასზე შეზღუდვებზე. რადგან ვერ დაარქმევ სერიოზულად რუსულ ფასებზე ისეთ ზღვარს, რომელიც სრულიად კომფორტულია ტერორისტი სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის. რუსეთმა უკვე კოლოსალური ზარალი მიაყენა მსოფლიოს ...

Read More »

თურქეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეამცირა

დასავლეთის სანქციების ახალი ტალღის წინ, რომელიც 5 დეკემბერს ამოქმედდება და რომელიც მოიცავს ევროპულ ემბარგოს და ფასების ზღვარს, თურქეთმა მკვეთრად შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვები. 25 ნოემბრის დასრულებულ კვირაში რუსული პორტებიდან თურქ მყიდველებს დღეში 210 000 ბარელი ეგზავნებოდა, Bloomberg-მა გამოთვალა ტანკერების მოძრაობის სტატისტიკის საფუძველზე. თურქეთის მიმართულებით ნაკადები დაახლოებით მესამედით შემცირდა: ერთი კვირით ადრე ანკარამ დღეში 300 000 ბარელი იყიდა, ოქტომბრის ბოლოს – ...

Read More »

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე ზედა ზღვარი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ევროკავშირის საბჭოს თანახმად, აღნიშნული ზომა ძალაში 5 დეკემბრიდან შევა. „რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვა შეზღუდავს ფასების ცვალებადობას, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული საბაზრო პირობებით და მკვეთრად შეამცირებს შემოსავალს, რომელსაც რუსეთი ნავთობის გაყიდვისგან იღებდა უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიული ომის გაჩაღების შემდეგ. ეს ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური შეფასება. ასევე, ლაბორატორიაში ახლად დანერგილ პარამეტრების ანალიზებზე შესაბამისი აკრედიტაცია მიიღო. აკრედიტაცია ლაბორატორიის კომპეტენციის აღიარებას წარმოადგენს და მაღალი სტანდარტით ფუნქციონირებას გულისხმობს. ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ხელსაწყო დანადგარებით, სადაც ამჟამად, წყლის, ნიადაგისა და ჰაერის ქიმიური და მიკრობიოლოგიური ...

Read More »

მსოფლიოში პირველად, Rolls-Royce-მა წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის ძრავა წარმატებით გამოცადა

ბრიტანული Rolls-Royce-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ წარმატებით გამოცადა წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის ძრავა. აღნიშნულ საწვავზე მომუშავე ძრავის წარმატებით გამოცდა პირველად მოხდა, რაც ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურების წინააღმდეგ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ბრიტანული ავტომწარმოებლის განცხადებით, გამოცდა წარმატებით Rolls-Royce-ის AE 2100-A თვითმფრინავის ძრავამ გაიარა, რომელიც ქარისა და ტალღის ენერგიით გამომუშავებულ წყალბადზე მუშაობდა. ბრიტანულმა კომპანიამ აღნიშნული გამოცდა პარტნიორ easyJet-თან ერთად ჩაატარა. კომპანიების მიზანი იმის დამტკიცებაა, ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 86.90 (-0.02)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.16 (-0.06)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობის ბაზარზე დიდი გაიაფება იწყება – შეიძლება მალე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს

ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა. ამ პროცესის  მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის აშშ-ს გადაწყვეტილება ვენესუელას მიმართ სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რამაც ნავთობპროდუქტების ბაზარზე აქამდე არსებული გაძვირების დინამიკა შეცვალა. აშშ ცდილობს შეამციროს ნავთობის ფასი ყველანაირი საშუალებით და ნავთობის მომწოდებელ მტრებს შორის  ყველაზე ნაკლებ მტერს არჩევს, რომელიც მისთვის ახლა ვენესუელაა. აშშ-ის მთავრობა ვენესუელის ნავთობინდუსტრიაზე დაწესებული სანქციების ნაწილის გაუქმების და შემზღუდავი მექანიზმების შემსუბუქების გადაწყვეტილებას იღებს. უმსხვილეს ...

Read More »

ნიდერლანდებში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ელექტრო მანქანა შექმნეს

ნიდერლანდების სტარტაპმა Lightyear-მა მსოფლიოში პირველი ელექტრო მანქანა გამოუშვა, რომელიც ენერგიას პირდაპირ მზისგან გამოიმუშავებს. ამის შესახებ  Autonews Europeიტყობინება. სტარტაპის ხელმძღვანელის ლაქს ჰუფსლოფის თქმით, მანქანას მზის პანელები აქვს, რომლებიც მის სახურავზეა დამონტაჟებული. ამსტერდამში, ავტომობილს დატენის გარეშე 2 თვე შეუძლია გადაადგილება, ხოლო პორტუგალიაში 7 თვე. მზის ენერგიის შედეგად, ავტომობილს დღეში 70 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მისი ღირებულება $259 ათასია. ამ მოდელზე სტარტაფმა უკვე 150 შეკვეთა ...

Read More »
კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული კომპენსაცია "თელასის" ქვითრებში აღარ აისახება

„თელასი“ წმინდა მოგებას 90%-ით ზრდის

2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, სს ,,თელასის’’ შემოსავალმა 103.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 30.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში თელასის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ჯამურმა ფასმა 20.1 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიის საოპერაციო მოგებამ 35.2 მლნ ლარი შეადგინა (ხარჯების გამოკლების შემდეგ), რაც 11.3%–ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე. თელასმა 89.5%-ით 30.9 მლნ ლარამდე გაზარდა პირველი კვარტალის წმინდა მოგება. 2022 ...

Read More »