Author Archives: admin

ბელარუსი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში სპეციალისტებს გზავნის

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში (ChNPP) სპეციალისტებს გაგზავნის. ლუკაშენკოს თქმით, “სპეციალისტები” ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში “ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით გაემგზავრებიან”. „ენერგეტიკის მინისტრს დაევალა ამ სამუშაოების ორგანიზება, რათა ელექტროენერგია დაუყოვნებლივ აღდგეს. ელექტროსისტემა იქ საბჭოთა პერიოდის მერე არ შეცვლილა“, – განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დღიდან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი მოიპოვეს.

Read More »

“გერმანია მთავარი მოწინააღმდეგეა რუსეთის ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დასავლეთის სანქციების გაფართოების საკითხში”

გამოცემა “ბლუმბერგის” ინფორმაციით, რუსეთის უმსხვილესი ბანკისა და ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დასავლეთის სანქციების გაფართოების საკითხში გერმანია მთავარი მოწინააღმდეგეა. გამოცემა „ბლუმბერგის”ინფორმაციით, რუსეთის უმსხვილესი ბანკისა და ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დასავლეთის სანქციების გაფართოების საკითხში გერმანია მთავარი მოწინააღმდეგეა. ოფიციალური ბერლინი SWIFT-ისგან მოწყვეტილი რუსული ფინანსური ინსტიტუტების სიის გაფართოების და ამ სიაში Sberbank ის დამატების წინააღმდეგია. ამის შესახებ არაერთი დიპლომატი საუბრობს და ამას მოწმობს დოკუმენტებიც, რომელსაც „ბლუმბერგი” ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

არაბეთის გაერთიანებული საამიროები მზად არის გაზარდოს ნავთობის მოპოვება

არაბეთის გაერთიანებული საამიროები მზად არის გაზარდოს ნავთობის მოპოვება. მეტიც, საამიროები მოუწოდებენ OPEC-ის [ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების კარტელი] წევრ სხვა სახელმწიფოებს, თავადაც გაზარდონ ნავთობის მოპოვება. ამის შესახებ აშშ-ში გაერთიანებული საამიროების ელჩმა, იუსეფ ალ ოტაიბამ განაცხადა. “უკვე 50 წელია, რაც გაერთიანებული საამიროები ენერგომატარებლების სანდო და პასუხისმგებლობიანი მიმწოდებელია და გვჯერა, რომ ენერგეტიკული ბაზრისთვის და გლობალური ეკონომიკისთვის სტაბილურობა კრიტიკული მნიშვნელობისაა”,- ნათქვამია ელჩის მიერ Financial Times-ისთვის ...

Read More »

ევროკავშირის სამიტი ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელებს

ევროკავშირის ლიდერები 10 მარტს საფრანგეთში სამიტზე შეიკრიბებიან, რათა 27-წევრიანმა ბლოკმა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგების სასწრაფოდ მოგვარების გზები გამონახოს. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კრიზისულ სამიტს ვერსალის სასახლეში უხელმძღვანელებს. “რუსეთის აგრესიული ომი წარმოადგენს ტექტონიკურ ცვლილებას ევროპის ისტორიაში”, – ნათქვამია ორდღიანი შეხვედრის საბოლოო დეკლარაციის პროექტში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო AFP-მა მოიპოვა. ევროკავშირის ლიდერები უნდა მივიდნენ საერთო დასკვნამდე, თუ “როგორ შეუძლია ...

Read More »

IAEA-ს დირექტორი უკრაინის ატომური სადგურების გამო თურქეთში გაემგზავრა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი თურქეთში მიფრინავს, რათა უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისა და სხვა ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება განიხილოს. შესაბამის განცხადებას IAEA-ს ხელმძღვანელი Twitter-ზე აქვეყნებს. “მივდივარ ანტალიაში, თურქეთში, რათა განვიხილო უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება და მისი უზრუნველყოფის გადაუდებელი საკითხები“, – წერს რაფაელ გროსი. ანატოლიის დიპლომატიური ფორუმი ანტალიაში დღეს, 10 მარტს არის დაგეგმილი.

Read More »

საქართველო კატართან სათბური აირებით ვაჭრობის შესაძლებლობის საკითხს განიხილავს

საქართველო კატართან სათბური აირებით ვაჭრობის შესაძლებლობის საკითხს განიხილავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კატარის სახელმწიფოს გარემოს დაცვის მინისტრს საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილებების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მთავრობის სტრატეგიულ ხედვაზე მიაწოდა ინფორმაცია. „კატარის სახელმწიფოს გარემოს დაცვის მინისტრთან შეიხ ფალეჰ ბინ ნასერ ალთანისთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სათბური აირებით ვაჭრობის შესაძლებლობის საკითხები განვიხილეთ”, – განმარტავს ნინო თანდილაშვილი. გარემოს დაცვისა ...

Read More »
სერგეი ლავროვი: ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს

სერგეი ლავროვი – რუსეთი არავის დაარწმუნებს, იყიდოს ჩვენი გაზი ან ნავთობი, ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებსაც შეგვიძლია, მივყიდოთ ჩვენი ნავთობი და გაზი

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაცია, როდესაც ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას, განადგურდეს ჩვენი ეკონომიკა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიაში განუცხადა, სადაც უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრა გამართა. დასავლეთის სანქციების შესახებ დასმულ კითხვაზე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ პრობლემას მოაგვარებს, რათა არ იყოს დამოკიდებული დასავლელ პარტნიორებზე. „მე დამისვეს კითხვა ამასთან დაკავშირებით. მე ვთქვი, რომ ჩვენ ამ ...

Read More »

ალტერნატივები, რომლებიც ბაიდენს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შემდგომ დარჩა

სამშაბათს ჩატარებული ბრიფინგისას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ამერიკა პუტინს ომს არ დაუფინანსებს“ და რუსეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის იმპორტზე აკრძალვა დააწესა. რუსეთისა და მისი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მიღებული სანქციების გამკაცრება უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მოჰყვა. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი აქამდე რუსულ ნავთობზე აკრძალვის დაწესებისგან თავს იკავებდა. არსებული მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასი გალონზე $4.17-ია, როცა ერთი წლის ...

Read More »

ერაყი აცხადებს, რომ მისი ნავთობის ექსპორტი შეესაბამება გლობალურ მოთხოვნას

ერაყმა 9 მარტს განაცხადა, რომ მისი ნავთობის ექსპორტი შეესაბამება გლობალური ბაზრის მოთხოვნას და გამორიცხა მოპოვების გაზრდის აუცილებლობა. აღნიშნულის შესახებ იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ერაყის სახელმწიფო ნავთობის მარკეტინგის ორგანიზაციამ (SOMO) განაცხადა, რომ „იმ მოვლენებისა და ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარზე ხდება, განსაკუთრებით ნედლ ნავთობზე გლობალური მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსთან დაკავშირებით, ერაყი თვლის, რომ მისი დონე ნავთობის ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე შეესაბამება ...

Read More »

„საწვავი 20 თეთრით გაძვირდა – ფასი 4.5 ლარამდე ავა“ – რა ფასები დაგხვდებათ ავტოგასამართ სადგურებზე

„საქართველოში საწვავი (ყველა კატეგორია) 20 თეთრით გაძვირდა. ფასის ზრდის ტენდენცია ექსტრაპოლაციაში გაგრძელდება და ავა 4.5 ლარამდე,“- წერს ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ დღეიდან ფასის ზრდის შესახებ ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზეც გუშინვე საუბრობდნენ. მათი ინფორმაციით, ფასი დღეს მინიმუმ 15 თეთრით უნდა გაზრდილიყო. „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.47 ლარია; „რეგულარი“ – 3.38; სუპერი – 3.53; ...

Read More »