Author Archives: admin

დაბინძურებული ჰაერი კლავს - შეშა, გაუმართავი ტრანსპორტი, მანგანუმის საბადოები...

სამრეწველო ემისიების რეგულირების კანონპროექტი ბიზნესს ინტეგრირებული ნებართვის ფლობას დაავალდებულებს

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საქართველო ემისიების პრევენციის მიზნით აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკვე შემუშავდა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა დაინერგება. კანონპროექტის მიზანი სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია, შემცირება და კონტროლია. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციასაც. ახალი კანონპროექტი მსხვილ სამრეწველო საწარმოებს ...

Read More »

პოლონეთმა გაზის საცავები ზამთრამდე 100%-ით შეავსო

პოლონეთმა სრულად უზრუნველყო გაზი მომავალი ზამთრისთვის და მზად არის გათბობის სეზონისთვის. ამის შესახებ პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ანა მასკვამ განაცხადა, წერს The first news Рolsat news-ზე დაყრდნობით. ქვეყანამ შეავსო მიწისქვეშა საცავი და უზრუნველყო გაზის უწყვეტი იმპორტი, თქვა მან. მას შემდეგ, რაც რუსეთმა მას მიწოდება შეწყვიტა, მთავრობა დათანხმდა მარაგების შევსებას რამდენიმე წყაროდან. “ამ სეზონზე უზრუნველყოფილი ვართ. გაზის საცავი 100%-ით შეივსო. მიუხედავად ...

Read More »

ოლაფ შოლცი დეკემბრისთვის დაგეგმილი ატომური ელქტროსადგურების შეჩერების გადავადებას არ გამორიცხავს

ასეთი მოსაზრება გამოთქვა გერმანიის კანცლერმა იოლაფ შულცმა რურის რეგიონის ქალაქ მიულჰაიმის Siemens Energy-ის ქარხანაში, სადაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1″-ის მუშაობისთვის საჭირო კანადაში გარემონტებული ტურბინა ინახება. ოლაფ შოლცის თქმით, ენერგიის მოსალოდნელი დეფიციტიდან გამომდინარე, ფედერალური მთავრობა ატომური ენერგიის გამოყენების ხანგრძლივობის ვადის გაზრდის საკითხს განიხილავს. ამჟამად ჯერ კიდევ მოქმედი სამი ატომური ელქტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია არაა დიდი (სამივე ატომური ელექტროსადგურის წილად გერმანიაში წარმოებული ელექტროენერგიის ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

საფრანგეთი ნოემბრისთვის გაზსაცავების 100%-ით შევსებას გეგმავს

საფრანგეთში განაცხადეს, რომ 1-ელ ნოემბრამდე, ქვეყნის გაზსაცავებს 100% შეავსებენ. ამის შესახებ, საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, წერს Le Figaro. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარებაში მსხვილმა მოთამაშეებმა, მოხმარება უნდა შეამცირონ. კერძოდ საუბარია ადმინისტრაციაზე და ბიზნესკომპანიებზე. 26 ივლისს ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, მიმდინარე ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე. ამ გადაწყვეტილების მიზანია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. შეთანხმების ...

Read More »
ბიოგაზი - ენერგიის ალტერნატიული წყარო

გერმანიაში ქათმისა და საქონლის ექსკრემენტებს ბიოგაზად გადაამუშავებენ

რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ გერმანიას საჭირო ბუნებრივი აირის მხოლოდ 20 პროცენტს აწვდის. შესაბამისად, გერმანიაში ენერგიის მიღების ალტერნატიულ გზებზე საუბრობენ. ზოგიერთი ქალაქი ცივი ზამთრისთვის უკვე ემზადება. გერმანიის დედაქალაქიდან მოშორებით, ქალაქ ცერბსტში არსენილი ბიოგაზის ქარხანა ქათმისა და საქონლის ექსკრემენტებს ბიოგაზად ამუშავებს. „ყოველ სამუშაო დღეს ჩვენ საკმაოდ ბევრ გაზს ვაწარმოებთ, რაც ნავთობის 20,000-ლიტრიანი ტანკერის ეკვივალენტია”, – ამბობს ბიოგაზის ქარხნის მფლობელი კრის დერინგი. გერმანიას ახლა ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 4467 ათასი  ბარელით და შეადგინა 426,553 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 163 ათასი  ბარელით  და შეადგინა  225,294  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  2400 ათასი ბარელით და შეადგინა 109,324 მლნ ბარელი.

Read More »

„დიდი შვიდეული“ რუსეთს ენერგიის ექსპორტის „იარაღად გამოყენებაში” ადანაშაულებს

„დიდი შვიდეულმა“ (G7) – დასავლეთის უმდიდრესი ქვეყნების ჯგუფმა, დაადანაშაულა რუსეთი თავისი ენერგომატარებლების ექსპორტის „იარაღად გამოყენების“ მცდელობაში და პირობა დადო, რომ იმოქმედებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსკოვმა ვერ „გამოიყენოს“ თავისი, როგორც ენერგიის მწარმოებლის პოზიცია, „დაუცველი ქვეყნების ხარჯზე თავისი აგრესიიდან სარგებლის ნახვისთვის“. G7-ის განცხადებაში, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში შეჭრით და უნდა “დაასრულოს ეს მის მიერ არჩეული ომი, დაუყოვნებლივ ...

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი გარდაბნის თბოსადგურ 2-ს ეწვია

საქარველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი შვილობილ კომპანია გარდაბნის თბოსადგურ 2-ს კორპორაციის დირექტორებთან და თბოსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად ეწვია. გაცნობითი ხასიათის ვიზიტის ფარგლებში იგი თბოსადგურის თანამშრომლებს შეხვდა და მათთან გარდაბანი 2-ის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს ენერგოსტაბილურობის საქმეში შესრულებულ როლზე ისაუბრა. გიორგი ჩიქოვანი 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ხელმძღვანელებისგან მიმდინარე პროცესებისა და არსებული მდგომარეობის ...

Read More »
დაკარგავს თუ არა საქართველო აზერბაიჯანულ გაზს?!

„ავი ძაღლის პრინციპით“ – გაზპრომი ჭარბ გაზს წვავს

მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობას მთლიანად შეუწყვიტა, ხოლო დარჩენილ კლიენტებს ევროკავშირში გაზის მომარაგებაზე ფორს–მაჟორი გამოუცხადა, გაზპრომმა ჭარბი გაზის დაწვა სამრეწველო მასშტაბებში დაიწყო. ამის შესახებ ფინური მედია თვითმხილველებსა და NASA-ზე დაყრდნობით წერს. მედიის მონაცემებით, გიგანტური ცეცხლის ალი თვენახევარია არ ქრება რუსეთ–ფინეთის საზღვართან, სადაც ჩრდილოეთის ნაკადის ტურბინებია დამონტაჟებული. ცეცხლი აქ 17 ივნისს შენიშნეს, მესამე დღეს მას შემდეგ, რაც გაზსადენზე სიმძლავრე ჯერ ...

Read More »

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება

ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება. ამის შესახებ გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ვენაში მოლაპარაკებებს დიპლომატები შეერთებული შტატებიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან დაესწრებიან. პროცესში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირიც, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს.

Read More »