Author Archives: admin

აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

გაზის გაძვირების გამო ევროპელები 21 მილიარდ ევროზე მეტს მიიღებენ

იმ ღონისძიებების მოცულობა, რომლებიც ენერგიის მკვეთრად გაზრდილი ფასების გამო, ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს მომხმარებლების მხარდასაჭერად, 21 მილიარდ ევროდაა შეფასებული. აღნიშნულის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში, მსოფლიოში ბუნებრივი აირის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აღნიშნული განსაკუთრებით მწვავედ შეეხო ელექტროენერგიის ტარიფებს ევროკავშირში, რამაც ზოგიერთი მოქალაქე და კომპანია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. „წევრი ქვეყნების მიერ მომხმარებლების დასაცავად განხორციელებულმა ქმედებებმა ...

Read More »

ჟირინოვსკი უკრაინაში რუსეთიდან ბენზინისა და დიზელის ექსპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული (LDPR) პარტიიდან მოამზადებენ მიმართვის პროექტს რუსეთის პრემიერ მინისტრ მიხაილ მიშუსტინისთვის უკრაინაში ნებისმიერი საწვავის და საპოხი მასალების მიწოდების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ LDPR-ის ლიდერმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა. „ჩვენ მოვამზადებთ რეზოლუციას, რათა მივმართოთ მთავრობას, შეწყვიტოს ნებისმიერი საწვავი და საპოხი მასალების ექსპორტი უკრაინაში. ისინი ავსებენ ავზებს ჩვენი მაზუთით და ჩვენს ხალხს ესვრიან“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ. ...

Read More »

ბიტკოინის ფასი $32,970-მდე შემცირდა

ბიტკოინის კურსი კვლავ დაეცა და 35 000 აშშ დოლარის ნიშნულზე ქვემოთ ჩამოვიდა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 6-თვიან მინიმუმამდე შემცირდა და 32,970 აშშ დოლარს შეადგენს. როგორც მედია იუწყება, ამ ფაქტის გამომწვევი ერთეთი მიზეზად  ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შატებში საბაზრო-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება საახელდება. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »
გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

უკრაინასა და ევროპაში მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგები ისტორიულ მინიმუმზეა

ევროპისა და უკრაინის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგები ისტორიულ მინიმუმზეა. 22 იანვრის მონაცემებით, მთლიანი მოცულობა 1,85 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია აქამდე დაფიქსირებულ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით, მათ შორის, გერმანიის მიწისქვეშა საცავები ამჟამად შევსებულია მხოლოდ 41,8%-ზე. Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, ევროპის საცავებში არსებული ბუნებრივი აირის მოცულობა 26%-ით (14,9 მლრდ კუბური მეტრი) ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე, ხოლო გატანამ 71,8%-ს, ანუ 34,3 მლრდ კუბურ მეტრს ...

Read More »

Masdar-ი მწვანე წყალბადის ჰაბის შექმნას გეგმავს

აბუ-დაბის განახლებადი ენერგიის ჯგუფი Masdar-ი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მწვანე წყალბადის მწარმოებელი ქარხნის შექმნას გეგმავს. Masdar-ი მწვანე წყალბადის პროექტს ფრანგ პარტნიორებთან, Engie-თან და Fertiglobe-თან ერთად განახორციელებს. კომპანიამ შეთანხმება TotalEnergies-ისა და Siemens-თანაც გააფორმა, რომელიც მწვანე წყალბადის გამოყენებით საავიაციო საწვავის წარმოებას ითვალისწინებს. ორგანიზაციებს შორის დადებული გარიგება, 2025 წლისთვის, აბუ-დაბიში, კერძოდ ალ-რუვეისში, მწვანე წყალბადის მწარმოებელი ობიექტის შექმნას ისახავს მიზნად. Fertiglobe-ი წყალბადის ერთადერთი გრძელვადიანი მომხმარებელი ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ

ცენტრალური აზიის სამი ქვეყანა: ყირგიზეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. როგორც ელექტროქსელის ოპერატორ KEGOC-ის პრესსამსახურში განაცხადეს, ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვა გამოიწვია ყაზახეთში სატრანზიტო ხაზის გადატვირთვამ. კერძოდ, ელექტროენერგიის პრობლემები წარმოიშვა ქალაქ ალმათიში, შიმკენტში, ტარასში, თურქესტანის რეგიონსა და მიმდებარე რაიონებში. რაც შეეხება უზბეკეთს, ტაშკენტში აღნიშნეს, რომ ელექტროგადამცემი ქსელი დაზიანდა ავარიის გამო, რამაც გამოიწვია ყაზახეთიდან 530 ხაზზე ელექტროენერგიის აწევა. შედეგად, უზბეკეთის ფერგანას და ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 1000 დოლარიან ნიშნულს კვლავ გადააჭარბა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, დაახლოებით 16,6%-ით გაიზარდა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 100 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა. ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი: ენერგეტიკული თუ ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ თავის მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. მან მოსახლეობას ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნო. “უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება. ყველას სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ. ენერგეტიკული თუ ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია. ქვეყანას გათბობა ჩვეულებრივ მიეწოდება, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაცია გრძელდება. პენტაგონის განცხადებით კი, თუ რუსეთი ...

Read More »

ქვეყნები, რომლებმაც კრიპტოვალუტა აკრძალეს

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინს ხშირად აკრიტიკებენ მისი არასტაბილურობის, საეჭვო ტრანზაქციებში მონაწილეობისა და მოპოვებისთვის საჭირო ჭარბი ელექტროენერგიის გამო, ის მაინც უსაფრთხო საცავად ითვლება. თუმცა, ბიტკოინის მიმართ გაზრდილი წინააღმდეგობის გამო, მისი და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებასა და მოპოვებაზე ზოგმა ქვეყანამ შეზღუდვები დააწესა. ქვეყნების სია, რომლებიც კრძალავენ კრიპტოვალტების მაინინგს და გამოყენებას ასე გამოიყურება: ალჟირი ალჟირი კრიპტოვალუტის გამოყენებას 2018 წელს ფინანსური კანონის მიღების შემდეგ კრძალავს. ქვეყანაში ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 24 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.27  (- 1.62)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.31 (-  1.83)  დოლარი/ბარელზე.

Read More »