Author Archives: admin

„გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა

გაზის ფიუჩერსების ფასმა ბირჟაზე ათას კუბურ მეტრზე $2500 გადააჭარბა, მას შემდეგ, რაც რუსულმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ზამთარში შესაძლოა 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი $4000 -მდე გაიზარდოს. ბოლო კოტირება $2 500-ზე მეტი ათას კუბურ მეტრზე მარტის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შიშის ფონზე (რომელზეც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულია) დაფიქსირდა. იმის მიუხედავად, რომ გაზის ემბარგო, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში ...

Read More »

დიდი ბრიტანეთი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის უმსხვილეს გაზის საცავს გახსნის

დიდი ბრიტანეთი გახსნის უმსხვილეს გაზის საწყობს და მალე დაიწყებს მის შევსებას ზამთრისთვის. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Daily Telegraph წერს. Centrica, British Gas-ის მფლობელი, მზად არის, სექტემბრის დასაწყისში დაიწყოს ბუნებრივი აირის გადატუმბვა Rough-ის საწყობში. საჭიროა მხოლოდ Centrica-სა და ბრიტანეთის მთავრობას შორის შეთანხმება სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, ასევე ოფიციალური ნებართვა ჩრდილოეთ ზღვის გარდამავალი ორგანოს (NSTA) ოპერაციების განახლების შესახებ, რაც, გაზეთის თანახმად, “პრობლემურად ...

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

„დოიჩე ველე“ – ნორვეგია ვერ ახერხებს გერმანიისთვის გაზის მიწოდების კიდევ უფრო გაზრდას

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ნორვეგია ვერ ახერხებს გერმანიისთვის გაზის მიწოდების კიდევ უფრო გაზრდას. როგორც სააგენტო წერს, აღნიშნულის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარი სტორემ განაცხადა. „ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება გაზის მიწოდების კიდევ უფრო გაზრდის შესახებ. ნორვეგიამ უკვე გაზარდა გაზის ექსპორტი და ახლა აწვდის იმდენს, რამდენიც შეუძლია“, – განაცხადა იონას გარი სტორემ. სააგენტოს ცნობით, ნორვეგია ამჟამად რეკორდული მოცულობის ნავთობსა და გაზს აწვდის ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი ევროკავშირს, ასევე თურქეთსა და საქართველოს ემუქრება – ზელენსკი

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი ტიპის რადიაციული ინციდენტი ევროკავშირს, ასევე საქართველოსა და თურქეთს ემუქრება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ზელენსკი ამბობს, რომ სადგურის ხელში ჩაგდებით და იქ სამხედრო ტექნიკის განთავსებით რუსეთმა ძალზე სახიფათო სიტუაცია შექმნა. სადგური დღეს დე ფაქტო დანაღმულია, თუ კატასტროფა მოხდა, შედეგები იმ ქვეყნებზეც აისახება, ვინც დღეს გაჩუმებულია. რუსულმა ძალებმა სადგურის ტერიტორია და მოსაზღვრე რაიონები ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ აგვისტოში საწვავი კიდევ გაიაფდება

ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში, აცხადებენ, რომ აგვისტოში საწვავი კიდევ გაიაფდება. ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, აგვისტოს თვეში საწვავი კიდევ გაიაფდება. საქმე ეხება, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ტიპის საწვავს. ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მიზეზი ეროვნული ვალუტის გამყარება და ნავთობის საერთაშორისო ფასების შემცირებაა. „დღეისათვის ნავთობზე ფასები არის შემცირებული. ფაქტობრივად, ნავთობის ფასები უბრუნდება ომამდელ ფასებს. რაც შეეხება ვითარებას საცალო ქსელში. იმის პარალელურად, რაც საერთაშორისო ბაზრის ფასებმა შემცირება დაიწყო ...

Read More »

წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის ,,სუფთა გარემოსთვის’’ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის თანამშრომლობა ,,სუფთა გარემოსთვის’’ ფარგლებში დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ნიკა კვერნაძე, მოლდოვას, სომხეთისა და რუმინეთის დელეგაციებისა და საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო პროექტის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე, ახალი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების დადებით მხარეებსა და ნარჩენების ...

Read More »

არქტიკული დათბობის ტემპი გლობალური დათბობისას ოთხჯერ აღემატება

ახალი კვლევის თანახმად, უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, არქტიკის პოლარულ რეგიონში დათბობის ტემპი თითქმის ოთხჯერ აღემატება დანარჩენი მსოფლიოსას. ამასთანავე, კვლევაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ კლიმატური მოდელები პოლარული დათბობის სიჩქარის სათანადოდ შეფასებას ვერ ახერხებენ. „ჩვენ წარმოგიდგეთ მტკიცებულებებს იმისა, რომ 1979-2021 წლებში არქტიკა თბებოდა თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად ვიდრე მთელი მსოფლიო“, – აცხადებენ კვლების ავტორები. მკვლევრები ბოლო 43 წლის განმავლობაში წარმოებულ სატელიტურ დაკვირვებებს რეალური მდგომარეობის ...

Read More »

ნავთობის ფასი ინტენსიურად მცირდება

2022 წლის  16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.10 (-  3.05)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89,41  ( – 2,68)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მხარეები ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურზე თავდასხმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომლებშიც,  როგორც აცხადებენ, აღბეჭდილია უკრაინელების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვის შედეგები. ბოლო ინფორმაციით, 6-დან 3  ტურბინა გათიშულია. ელექტროენერგიის მომარაგების შეფერხებამ  კი შესაძლოა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების გაგრილების სისტემაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. უკრაინული და რუსული მხარეები თავდასხმებში კვლავინდებურად ერთმანეთს ადანაშაულებენ. მოქალაქეები, რომლებიც ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ცხოვრობენ, ჩერნობილის კატასტროფას იხსენებენ. ადგილობრივებმა არ იციან, რითი დამთავრდება შექმნილი ვითარება. მოსახლეობა ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

244 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოს განხორციელების ჯამური ღირებულება იზრდება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოს განხორციელებისთვის შესაბამისი ჯამური ღირებულება იზრდება. განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამის შესსახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, დამტკიცდა გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2022-2024 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით 244 დასახლებულ პუნქტში არსებული 39 698 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით ...

Read More »