Author Archives: admin

ტყეების მასშტაბურმა ექსპლუატაციამ, ქვეყანაში შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს

სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო როგორც სახანძრო – სამაშველო სამსახური , ისე მოხალისეთა რამდენიმე კაციანი ჯგუფი. ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში ალპურ ზონაში, გუშინ საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძრის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

მთავარ სავაჭრო პარტნიორთან ძირითადი საექსპორტო პროდუქტი ელექტროენერგიაა

გასულ წელს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $19 მლრდ შეადგინა. საგარეო ვაჭრობაში  ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი თურქეთი იყო. თურქეთიდან იმპორტის წილმა 17.6% შეადგინა, რაც ფულად გამოსახულებაში $2.4 მლრდ-ია. თურქეთი იმპორტის ტოპ პარტნიორია. რაც შეეხება ექსპორტს, თურქეთი მეხუთე ადგილზეა 7.8% წილით, რაც ფულად გამოსახულებაში $435.5 მლნ-ს შეადგენს. თურქეთში ტოპ ექსპორტ/იმპორტირებული პროდუქცია კი ასეთია: ექსპორტი: 1. ელექტროენერგია – $79.6 მლნ. 2. მაისურები და თბილი კვართები ...

Read More »

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის სიმულაციური ვაჭრობის მონაწილეებს აფრთხილებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ბაზარზე სიმულაციური ვაჭრობისას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბაზრის მონაწილეები ინდივიდუალურად დაჯარიმდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკმა საჯარო სხდომაზე  სემეკის აპარატის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერატორის ანგარიშების მოსმენის საფუძველზე მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით, ბაზრის ოპერატორებს 14 თებერვლამდე 6-12 თებერვლის სიმულაციური ვაჭრობის მონაცემების სემეკში წარდგენა დაევალათ, გარდა ამისა, 7 ...

Read More »

თურქეთი უკრაინას მცურავ ელექტროსადგურებს მიაწვდის

თურქულმა კომპანია Karpowership-მა, უკრაინის ენერგეტიკულ კომპანიასთან (ECU) 500 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ელექტროსადგურების მიწოდების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. თურქული კომპანიის ცნობით, ელექტროსადგურების მეშვეობით, უკრაინაში 1 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიას მიიღებს. მცურავი ელექტროსადგურების განთავსება მოლდოვისა და რუმინეთის პორტებშია შესაძლებელი. შესაბამისად, უკრაინული ქსელები ელექტროენერგიას ამ ქვეყნების გავლით მიიღებენ. უკრაინული და თურქული კომპანიები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს რუმინეთისა და მოლდოვის ხელისუფლებასთან გეგმავენ. ECU-ს გენერალურმა დირექტორმა ვიტალი ბუტენკომ ...

Read More »

თელავის მუნიციპალიტეტში, ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანიდან 16 კილომეტრში, ტყეში ხანძარია. ცეცხლი, სავარაუდოდ, ტყის ქვედა ფენას, ხმელ ფოთოლს და ბალახს უკიდია. თელავის მერის წარმომადგენლის, სიმონ მაისურაძის თქმით, ხანძრის კერა ალპურ ზონაში, სოფლიდან 4 საათის სავალზეა. რელიეფიდან გამომდინარე, ადგილზე მისვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. „ხანძარი საღამოს შევნიშნეთ და სამაშველოს ვაცნობეთ. მობილიზებულები ვართ. სოფლიდან 20-მდე მოხალისე სამაშველო სამსახურს შევუერთდებით. დილის 7 საათზე გავალთ“, – განაცხადა ...

Read More »

2022 წელს „თელასმა“ 7,3%-ით მეტი ელექტროენერგია გაანაწილა

2022 წელს კომპანია “თელასმა”  წარმატებით განახორციელა პროექტები დედაქალაქის ელექტროქსელის საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით. საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2022 წელს შესრულდა ქვესადგურების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები, ქვესადგურებზე „ჩუღურეთი“ და „დინამო“ Т2 32  MVA ძალოვანი ტრანსფორმატორები შეიცვალა. მოცემული პროექტების განხორციელების შედეგად ქვესადგურების სიმძლავრე 7 მეგავატით გაიზარდა. 2022 წელს დაიწყო  35-110 კვ ელექტრლოქსელში SCADA-ს სისტემის დანერგვის პროექტი. 2022 წელს კომპანია „თელასმა“ 3,025 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,5 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 0,5 მლნ  ბარელით და შეადგინა 448,5 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 1763 ათასი ბარელით  და შეადგინა  232,02 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  507 ათასი ბარელით და შეადგინა  115,27 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

საქართველოს ნავთობიმპორტიორი კომპანიების რეიტინგი

2021 წელს საქართველოს ეკონომიკამ ნავთობ­­პროდუქტების შეძენაში 4 მილიარდ ლარზე მეტი გადაი­ხადა. სწორედ ამდენია ქვეყანაში მოქმედი უმსხვილესი ნავთობიმპორტიორი კომპანიების მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი. მაღალი ალბათობით, წელს ეს თანხა 5.5 მილიარდ ლარ­­საც გადააჭარბებს, რაც საწვავის ფასის მკვეთრი ზრდით არის განპირობებული. წლის პირველ 9 თვეში ნავთობპრო­დუქტების იმპორტის ღირებულებამ უკვე 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, ქვეყნის ყველაზე შემოსავლიანი ნავთობკომპანია „სოკარ პეტროლიუმ ჯორ­­ჯიაა”, ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

26 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს,  საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრვი), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, მუხრან მაჭავარიანის, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ზურაბ ანჯაფარიძის, ვაგან მამასახლისოვის, მიხეილ თამარაშვილის, ანა კალანდაძის, იოსებიძის, მიცკევიჩის, ანაკლიის, ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, იოსელიანის და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი ...

Read More »

„ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ – მთელს ლონდონს დაფარავს

ლონდონის მერმა, მიუხედავად მოქალაქეთა „აბსოლუტური“ ოპოზიციისა, განაცხადა, რომ ლონდონის „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ („ULEZ“) გასაფართოებელია, რათა მთელი ლონდონი დაფაროს. 2023 წლის 29 აგვისტოდან, ყველაზე მეტად დამაბინძურებელი მანქანის მძღოლები დღეში 12,50 ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან „Greater London Authority“-ის საზღვრებში შესასვლელად. საჯარო განხილვისას დადგინდა, რომ დაზარალებულ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის 80% ეწინააღმდეგებოდა ზონის გაფართოებას. თუმცა მერი სადიქ ხანი ამბობს, რომ უფრო სუფთა ჰაერით ხუთ ...

Read More »