Author Archives: admin

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში, სიმძლავრის აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) – 150 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები – 70 მგვტ; მზის ელექტროსადგურები – 70 მგვტ; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები – 10 მგვტ. ...

Read More »

კლიმატის ცვლილების გამო, მილიონობით ადამიანი კატასტროფული წყალდიდობების საფრთხის წინაშეა — ახალი კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, მყინვარების დნობა მსოფლიოში მილიონობით ადამიანს წყალდიდობის რისკის წინაშე აყენებს. ძირითადად ოთხ ქვეყანაში — ინდოეთში, პაკისტანში, პერუსა და ჩინეთში, სადაც მრავლად არის მყინვარული წარმოშობის ტბები და მოსახლეობა ფრიად მოწყვლადია კლიმატური კატასტროფებისადმი. მყინვარები „ყინულის მდინარეებია“, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდება დაპრესილი თოვლისგან. ნელ-ნელა ისინი დაბლა, ხეობებში მიცოცავენ და ზოგჯერ იმხელებიც ხდებიან, რომ წარმოქმნიან ყინულის ფენებს, რომლებიც ზღვაშიც კი შედის. ...

Read More »

ნავთობის ფასი კვლავაც იზრდება

2023 წლის 10 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.30 (+1.80)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.66  (+1.65)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რატომ იყო მიწისძვრა თურქეთში ასეთი დამანგრეველი?

თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა. სირიის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ გაზიანთეპთან ძლიერ ბიძგებს მორიგი რყევები მოჰყვა. რამ გამოიწვია ეს დამანგრეველი მიწისძვრა და როგორ ხსნიან მეცნიერები მომხდარის მიზეზებს? – ამ და სხვა კითხვებს პასუხი BBC-მ გასცა.   რატომ იყო მიწისძვრა ასეთი დამანგრეველი? გაზიანთეპის რეგიონში მიწისძვრის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდად შეფასდა. აღნიშნული სკალის მიხედვით, მსგავსი მასშტაბის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – „საქართველოსთვის TRACECA-ს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან უკეთესი კოორდინაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს დერეფანში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას”

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრასეკა უმთავრესი პლატფორმაა ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით, ჩვენი ქვეყანა ტრასეკას აქტიური წევრია და მიმდინარე წელს საქართველო გადაიბარებს ტრასეკას თავმჯდომარეობას”, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA (ევროპა – კავკასია – აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მთავრობათაშორისი კომისიის (IGC) ყოველწლიური, რიგით მე-16-ე სხდომის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა. ვიცეპრემიერის შეფასებით, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ტრასეკას მიმართ ...

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

„გაზპრომმა“ ყაზახეთსა და უზბეკეთთან სამმხრივი თანამშრომლობა განიხილა

„გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერმა სამუშაო შეხვედრა გამართა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან ბოლატ აკჩულაკოვთან და უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრთან ჟურაბეკ მირზამახმუდოვთან და ორ ქვეყანასთან სამმხრივი თანამშრომლობა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები გაზის ინდუსტრიაში, – ნათქვამია ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვრის ბოლოს „გაზპრომმა“ ხელი მოაწერა გაზის ინდუსტრიაში თანამშრომლობის ორმხრივ საგზაო რუკებს ყაზახეთის მთავრობასთან და უზბეკეთის ...

Read More »

ლევან ვეფხვაძე : საწვავის გაიაფების პროცესი გაგრძელდება

ქვეყანაში საწვავის გაიაფების პროცესი გაგარძელდება, ამის შესახებ გადაცემა „ბიზნეს პოსტში“ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა. ვეფხვაძის ინფორმაციით, ბაზარზე ტენდენცია კლებადი, ხოლო ვალუტა გამყარებადია, შესაბამისად ეს ყველაფერი ეტაპობრივად აისახება ფასებშიც და გაიაფების პროცესი გაგრძელდება. მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიზანი უნდა იყოს არა მარჟები, არამედ როგორია კომპანიებს შორის კონკურენცია და  არის თუ არა კომპანიებს შორის  საბაზრო შეთანხმება. როგორც ვეფხვაძე აღნიშნავს, ...

Read More »

აშშ-მა ირანის ნავთობის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ 9 კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ ირანის ნავთობის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ 9 კომპანიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ხაზინის პრესრელიზში. „დღეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) დააწესა სანქციები 9 სუბიექტის მიმართ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აზიაში ასობით მილიონი დოლარის მოცულობის ირანული ნავთობქიმიური და ნავთობპროდუქტების წარმოებაში, გაყიდვასა და მიწოდებაში“, – ნათქვამია განცხადებაში. შეზღუდვების ქვეშ მოექცა 6 ირანული კომპანია, მათ შორის ირანის პოლიეთილენის ...

Read More »
ზაჰესი თბილისს საფრთხეს უქმნის?!

15 მგვტ-მდე ჰესებისთვის ქსელთან მიერთების წესები დამტკიცდება

15 მეგავატამდე ჰესებისთვის ქსელთან მიერთების წესები დამტკიცდება.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა, მარეგულირებელი კომისია სპეციალურ წესებს 17 თებერვლამდე დაამტკიცებს. „15 მეგავატამდე ჰესებისთვის, რომელთაც უჭირდათ აქამდე ქსელზე მიერთება, დავამტკიცებთ სპეციალურ წესს, რომელის მიხედვითაც განსაზღვრული იქნება მიერთების წესი, ვადები და ყოველი მეგავატისთვის და დადგენილი იქნება საფასური. ამდენად, გამანაწილებელი კომპანია უკვე ვალდებული იქნება რომ შესაბამის ვადებში და დადგენილი საფასურით მიიერთოს ახალაშენებული 15 ...

Read More »

ტრასეკას გენერალური მდივანი: დღესდღეობით ჩვენი დერეფანი სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს – გადამზიდავებისთვის, ქვეყნებისთვის, ტვირთმფლობელებისთვის

გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ტრასეკას მარშრუტების როლი დღეს ძალიან აქტუალურია, პრიორიტეტები გადაიხედა და დღესდღეობით ჩვენი დერეფანი სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს – გადამზიდავებისთვის, ქვეყნებისთვის, ტვირთმფლობელებისთვის, – აცხადებს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის „ტრასეკას“ გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი, რომელიც თბილისში ორგანიზაციის მთავრობათაშორისი კომისიის ყოველწლიურ, რიგით მე-16 სხდომის მუშაობაში მონაწილეობს. როგორც ასეტ ასავბაევი აღნიშნავს, ტრასეკას პლატფორმა მის წევრ ქვეყნებს ეხმარება, შექმნან საკანონმდებლო საფუძველი საზღვრების გადაკვეთის, ...

Read More »