Author Archives: admin

გაზის ტარიფი არც ბიზნესისთვის უნდა იყოს დაურეგულირებელი – სემეკი ინიციტივით გამოვიდა

ერთ კვირაში კომერციული გაზის ტარიფი იზრდება, რომელიც ბიზნესისთვის დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. საბოლოოდ კი ყველაფრის გადახდა მომხმარებელს მოუწევს. ამჟამად არავითარი ბერკეტი არ არსებობს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის ფორმირებაში რომელიმე უწყება ჩაერიოს. უძლურია მთავრობაც კი. შესაბამისად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ წამოაყენა წინადადება, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფის დადგენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 2007 წელს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე „კონკურენციის განვითარებისა და განაწილების ...

Read More »

IEA-ს ხელმძღვანელი: ევროპა დაუყოვნებლივ უნდა მოემზადოს რუსეთის მიერ გაზის ექსპორტის შეწყვეტისთვის

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა განაცხადა, რომ ევროპა დაუყოვნებლივ უნდა მოემზადოს რუსეთის მიერ გაზის ექსპორტის შეწყვეტისთვის. ფატიჰ ბიროლმა ევროპი მთავრობებს მოუწოდა, შეამცირონ მოთხოვნა და ატომური ელექტროსადგურები სამუშაო მდგომარეობაში შეინარჩუნონ. „რუსული გაზის სრულად გათიშვის შემთხვევაში, „ვროპა მზად უნდა იყოს. რაც უფრო ვუახლოვდებით ზამთარს, მით უფრო გვესმის რუსეთის განზრახვები. მე მივიჩნევ, რომ რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირება მიმართულია იმაზე, რომ ევროპის საცავების ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

„საქართველოში დიზელის საწვავის დეფიციტია“ – რატომ ძვირდება დიზელის საწვავი

უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის ღირებულება იზრდება. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი დიზელის საწვავის ღირებულება 4,40 ლარს გადაცდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში განაცხადა, „საქართველოში დიზელის საწვავის დეფიციტია“, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იმპორტის მნიშვნელოვანი შეფერხება. „დღესდღეობით დიზელის საწვავის ძირითადი მომწოდებელი ჩვენთვის აზერბაიჯანია. უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში აზერბაიჯანი ვეღარ ...

Read More »

„რუსეთის კაპიტალი მოდის არაფორმალური კავშირებით“ – საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და კორუფციული საფრთხეები

„ჩვენ ელექტროენერგიის 15%  შემოგვაქვს გარე წყაროდან, შარშან ყველაზე მეტი შემოვიტანეთ აზერბაიჯანიდან, ხოლო რუსეთიდან დაახლოებით მესამედი და ეს დამოკიდებულება ნამდვილად არ არის კომფორტული, იმიტომ რომ ელექტროენერგია მყისიერი პროდუქტია და თუ რამე შეფერხება მოხდა მას ვერ შეინახავ და ვერ დააგროვებ“, – ამის შესახებ მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის (WEG) დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა  რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით წლიური მოხმარების რიცხვი ზამთარში კიდევ უფრო ...

Read More »

რუსეთში, როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

რუსეთში, როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი ადგილობრივი დროით 9:25 საათზე გაჩნდა და 50 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

Read More »

თურქეთში მასშტაბურ ტყის ხანძარს 20 ვერტმფრენით და 14 თვითმფრინავით ებრძვიან

თურქეთში, მარმარისის რეგიონში მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს. Anadolu ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი გუშინ საღამოს ამაზონის ყურეში, მუგლას რეგიონში გაჩნდა. ხანძრის ქრობაში ჩართულია 20 ვერტმფრენი და 14 თვითმფრინავი, 1600-მდე მეხანძრე. ასევე, გამოიყენება 363 სპეცმანქანა და 39 ერთეული სამშენებლო ტექნიკა.

Read More »

ინდოეთი კომპანიებს ფასდაკლებული რუსული ნავთობის შესყიდვისკენ მოუწოდებს

ინდოეთი თავის კომპანიებს მეტი ფასდაკლებული რუსული ნავთობის შესყიდვისკენ მოწუოდებს. რუსული სანქციების გამკაცრების მიუხედავად ინდოეთი რუსეთთან ვაჭრობის მოცულობას ზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal ავრცელებს. დასავლეთის მკაცრი ეკონომიკური სანქციებისა და ცოტა ხნის წინ მიღებული გეგმის მიუხედავად ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვები მკვეთრად გაზარდეს, რაც შესაძლოა რუსეთს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანავთებო ემბარგოსგან მიღებული დანაკარგი აუნაზღაუროს. ევროკავშირი წლის ბოლომდე დაახლოებით 80%-ით ...

Read More »
ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანია

ყირიმის ნავთობმომპოვებელ პლატფორმაზე გაჩენილი ხანძარი ჭაბურღილს მიუახლოვდა

„ჩერნომორნეფტეგაზის“ ნავთობმომპოვებელ პლატფორმაზე გაჩენილი ხანძარი ჭაბურღილს მიუახლოვდა. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება მანამდე იტყობინებოდა, რომ პლატფორმაზე დარტყმა განახორციელეს უკრაინის ჯარებმა. ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ განუცხადა სენატორმა ყირიმიდან, ოლგა კოვიტიდიმ. მან ასევე თქვა, რომ შვიდი ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი ძებნა გრძელდება. გუშინ ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა თქვა, რომ უკრაინის ჯარებმა დარტყმა მიაყენეს „ჩერნომორნეფტეგაზის“ სამ ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  21 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  109.38 (-5.26)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103.73 (-5.57)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დედამიწის ყველაზე ჩრდილოური მყინვარები რეკორდული სისწრაფით დნება

დედამიწის ყველაზე ჩრდილოური მყინვარები რეკორდული სისწრაფით დნება. ამის შესახებ დანიელი და გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს. გრენლანდიის ჩრდილოეთში არსებობს პერიფერიული მყინვარები, რომლებიც კუნძულის მყინვარულ ფარს არ უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, არქტიკაში დაწყებული დათბობის გამო მყინვარები რეკორდული სისწრაფით დნება – წელიწადში 40 გიგატონაზე მეტი ყინული ქრება. იზოლირებული მყინვარები გრენლანდიის ყინულით დაფარული ფართობის მხოლოდ 4%-ს შეადგენს. ამასთან, მათზე დამდნარი ყინულის საერთო მასის ...

Read More »