Author Archives: admin

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2016 წლის ანგარიში წარადგინა

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ კომპანიის სახელით ყალბი შეთავაზება კვლავ ვრცელდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელით სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპლატფორმებზე კვლავ ვრცელდება ყალბი სარეკლამო განცხადება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიდეოს გამოჩენისთანავე, 11 იანვარს „ენერგო-პრო ჯორჯიას“იურიდიულმა დეპარტამენტმა შეტყობინება გააგზავნა შსს-ს კიბერუსაფრთხოების ცხელ ხაზზე. „ოფიციალური წერილი გაიგზავნა ასევე შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. თაღლითური სქემის ავტორები კლასიკური ფინანსური პირამიდის მეშვეობით ცდილობენ თანხების მიზიდვას. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული განცხადება ...

Read More »

ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი: უკრაინა ატომურ სადგურებში იარაღს არ ინახავს

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ თქვა, რომ უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ინსპექციის შედეგად იქ ვერ მიაგნეს სამხედრო აღჭურვილობას. გროსიმ ეს განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას 24 იანვარს და ამით უპასუხა რუსეთის ბრალდებას, რომ უკრაინა იარაღს ინახავს ბირთვულ სადგურებში. გროსის სიტყვები სააგენტო Reuters-ს მოჰყავს, მან ევროპის პარლამენტარებს უთხრა, რომ „ინსპექციის დასკვნა უარყოფითი იყო“. გროსის ეს ნათქვამი გაისმა ერთი დღის შემდეგ მას ...

Read More »

GREDA-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

GREDA-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ასოციაცია და ტექნიკური უნივერსიტეტი ისეთ საკითხებში ითანამშრომლებენ, როგორებიცაა ენერგეტიკის დარგში მომზადება-გადამზადების პროფესიული კურსები, ენერგეტიკის სექტორში ქალთა ჩართულობის გაზრდა და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. „ენერგეტიკის დარგში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა GREDA-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ჩვენი მხრიდან უკვე არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა: ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან თანამშრომლობით, შეიქმნა და ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

25 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის   მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, შეშელიძის, ხევძმარის, გობრონიძის, კორინთას, შენგელიას, ხიზამბარელის, უწერის, ზარზმის, ილორის, სარაჯიშვილის და ლაგურაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ...

Read More »

ეკოლოგიურად ცხოვრება – რჩევები თქვენი სახლისთვის

მდგრადობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ისმის კითხვა, პლასტმასი უფრო ცუდია თუ მინა?  შხაპი უკეთესია თუ ბანაობა? ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ პასუხები, რომლებიც ეკოლოგიაზე უარყოფითი გავლენის შემცირებას უწყობს ხელს. როგორ მოქმედებს ჩემი პირადი საყოფაცხოვრებო გარემო გარემოზე? ,,მთელ მსოფლიოს გერმანელების მსგავსად რომ ეცხოვრა, თეორიულად დაგვჭირდებოდა 3.2 დედამიწა“, – ამბობს თომას ფიშერი ,,დოიჩე უმველტილფიდან“.  როგორც მდიდარი, დასავლეთის ქვეყნის მაცხოვრებლები, ჩვენ არარაციონალურად ვიყენებთ ისეთ რესურსებს, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $92-ს მგადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,2 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 92,11 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ბრიტანულმა სტარტაპმა ZeroAvia-მ წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავი გამოცადა

გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული სტარტაპის, ZeroAvia-ს წყალბადზე მომუშავე 19-ადგილიანი თვითმფრინავის სატესტო ფრენამ წარმატებით ჩაიარა. ZeroAvia-ს თვითმფრინავის გამოცდა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი გეგმის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში წმინდა ნულოვანი ემისიის თვითმფრინავების განვითარებას ისახავს მიზნად. ZeroAvia-ს განცხადებით, თვითმფრინავმა Dornier 228-მა, რომლის ერთ-ერთი ძრავა წყალბადის ელექტროძრავითაა შეცვლილი, 19 იანვარს Cotswold-ის აეროპორტიდან 10-წუთიანი სატესტო ფრენა განახორციელა. მართალია, ამ შემთხვევაში, საცდელი ფრენისას ავზები და საწვავი გენერატორები კაბინაში იყო ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $670-მდე შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 10%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 670 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

ნავთობის ექსპორტიდან რუსეთის ბიუჯეტის შემოსავალი 60%-ით დაეცა

ბოლო ორ თვეში რუსულ ნავთბზე  „ფასის ზღვარი“ დაწესებისა და ევროკავშირის ემბარგოს ფონზე რუსეთის ბიუჯეტში ბავთბის ექსპორტიდან მიღებული თანხა 60%-ით შემცირდა. გამოცემა The Moscow Times-ის ცნობით, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემები და ტანკერების მოძრაობის სტატისტიკა არასახარბიელო ციფრებს აჩვენებს. ოფიციალური მონაცემებით 20 იანვარის კვირაში, რუსეთს ბიუჯეტში ნავთბის ექსპორტიდან მხოლოდ $47 მილიონი შევიდა, როცა ნოემბერსა და დეკემბერში ეს ციფრი დაახლოებით $120 მილიონი იყო. 2022 წლის ...

Read More »

როდის მოხდება ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების გადახედვა?

ბაზრის გახსნამდე საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება. არ იგეგმება ასევე 5 წლის განმავლობაში გაზის ტარიფის გადახედვას. როგორც ბიზნეს სტანდარტთან სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებამდე არ იგეგმება, თუმცა მისი აზრით არც ბირჟის ამოქმედების შემდეგ მოხდება ტარიფების ზრდა, რაც შეეხება გაზის ტარიფებს, ნარმანიას თქმით არსებული ტარიფები დადგენილია 5 წლის ვადით და არ მოხდება მისი გადახედვა ...

Read More »