Author Archives: admin

ბრიტანეთში ელექტრომობილებმა დიზელისძრავიან ავტომობილებს გაასწრეს

ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ელექტრომობილების გაყიდვები და არ ჩანს მისი შემცირების ნიშნები, რადგანაც ამ ტიპის ავტომობილები ბრიტანეთში პოპულარობით მეორე ადგილზეა. ელექტრომანქანები პოპულარობით მხოლოდ ბენზინისძრავიან ავტომობილებს ჩამოუვარდება, ხოლო დიზელისძრავიან ავტომანქანებს გაასწრო და წინა თვეში საავტომობილო ბაზრის 32.9% დაიკავა. ავტომწარმოებლებისა და მოვაჭრეთა ასოციაციის (SMMT) ცნობით, წინა წელთან შედარებით, ელექტრომობილების გაყიდვები 40.1% გაიზარდა, ხოლო დიზელისძრავიანი ავტომანქანების გაყიდვები 38.9% შემცირდა. გარდა ამისა, ასოციაცია გვატყობინებს, ...

Read More »

ნავთობის ფასი $80 ნიშნულს ჩამოსცდა

2023 წლის 13 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.11 (-0.28)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.43 (79.43)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ზელენსკი – რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გლობალური სანქციების პაკეტის ნაწილი

რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გლობალური სანქციების პაკეტის ნაწილი, მაგრამ ახლა ამას გარკვეული წინააღმდეგობა აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებული 200 ადამიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დაისაჯოს რადიაციული შანტაჟისთვის, რისთვისაც ოკუპირებული ზაპოროჟიეს ...

Read More »

Shell-ის წინააღმდეგ მსოფლიოში პირველი პერსონალური „კლიმატური“ სარჩელი წარადგინეს

ბრიტანული ნავთობგიგანტ Shell-ის დირექტორთა საბჭოს კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული რისკების არასათანადო მართვის გამო პირადად უჩივიან. სარჩელის თანახმად, კომპანიის თერთმეტმა დირექტორმა დაარღვია კანონიერი მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია „გაერთიანებული სამეფოს კომპანიების აქტის“ მიერ, რადგან კომპანიის კლიმატური სტრატეგია პარიზის შეთანხმებას არ შეესაბამება. სარჩელი გარემოსდაცვითი იურიდიული საქველმოქმედო ორგანიზაცია ClientEarth-ს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სარჩელი პირველი პრეცედენტია მსოფლიოში, რომელიც ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესის მოუმზადებლობისთვის პასუხისმგებლობას უშუალოდ კორპორაციულ დირექტორებს აკისრებს. „დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე ...

Read More »

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი: მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს – არ დაუჯეროთ და არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი  მიწისძვრასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “აიპრესი”  უცვლელად გთავაზობთ: ” თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია. მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გამართული ინფარსტრუქტურა და სეისმომედეგი მშნებელობაა. აშშ, კანადა და იაპონია ...

Read More »

ახალ ზელანდიაში, ციკლონის გამო, ასობით ავიარეისი გაუქმდა და ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ახალ ზელანდიაში, ციკლონ „გაბრიელეს“ გამო 58 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი ძლიერი წვიმისა და ქარის შესახებ გააფრთხილა და ასობით ავიარეისი გაუქმდა. ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ციკლონი ჩრდილოეთ კუნძულს უახლოვდება. საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრმა, კირან მაკანულტიმ განაცხადა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებას განიხილავს, რაც ქვეყნის ისტორიაში მხოლოდ მესამედ მოხდება. მისი თქმით, ორშაბათი იქნება ...

Read More »
"მზის სოფლები" - რატომ არ იყენებს საქართველო მზის ენერგიის დიდ რესურსს, რაც ელექტროენერგიის საფასურს სამჯერ გააიაფებს

Helios Energy Georgia-ს დამფუძნებლის განცხადებით, ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მექანიზმი მზის ელექტროსადგურების მშენებელი კომპანიებისთვის მისაღებია

Helios Energy Georgia-ს დამფუძნებლის განცხადებით, CFD მექანიზმის (ფასთაშორის სხვაობის დაბრუნება) ფარგლებში გამოცხადებული პირველი აუქციონი იქნება ინდიკატორი თუ როგორ განვითარდება პროცესები. როგორც თორნიკე დარჯანიამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა, ახალი მექანიზმი მზის ელექტროსადგურების მშენებელი კომპანიებისთვის მისაღებია. „ენერგეტიკის სექტორი თითქმის ხუთი წელი მხარდამჭერი მექანიზმის გარეშე იყო. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული პირველი აუქციონი კი იქნება ინდიკატორი თუ როგორ განვითარდება შემდეგი აუქციონები. მზის ენერგეტიკაზე თუ ვისაუბრებთ, ...

Read More »

ჯეიჰანის პორტში აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება აღდგა

თურქეთის ჯეიჰანის ტერმინალზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე გასატანად ტანკერებში ჩატვირთვა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას BP Azerbaijan ავრცელებს, რომელიც აზერი-ჩირაგი-გიუნეშლის საბადოების განვითარების ოპერატორია, საიდანაც ნავთობი ხმელთაშუა ზღვაზე მდებარე ჯეიჰანის პორტს მიეწოდება. სააგენტო Report გასულ კვირას წერდა, რომ ჯეიჰანიდან ნავთობის ჩატვირთვები ბთჯ-ის მილსადენის თურქული მონაკვეთისა და ჯეიჰანის ტერმინალის ოპერატორმა კომპანია Botas International Limited-მა (BIL) მიწისძვრის შემდეგ შეაჩერა. მიზეზად ...

Read More »

სსე-სა და Siemens Energy-ის წარმომადგენლების სამუშო შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში სსე-ის და კომპანია Siemens Energy-ის წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სსე-ის მხრიდან გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და პირველი მოადგილე კახაბერ ქებურია, ხოლო Siemens Energy-ის მხრიდან ალექსანდრ ზოლოტუხინი და მარკო ბრეი ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს სამომავლო პროექტების, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის და კონვერტორულ სადგურში „ახალციხე 500“ მესამე, 350 მეგავატიანი მუდმივი დენის ჩანართის მოწყობის ...

Read More »

ცნობილმა გამომძიებელმა ამერიკელმა ჟურნალისტმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის აფეთქებაში შტატები დაადანაშაულა

The New York Times-მა ამ ყველაფერს „მისტერია“ უწოდა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა ფარული საზღვაო ოპერაცია, რომელიც დღემდე საიდუმლოდ იყო დაცული. აღნიშნულ თემას ცნობილმა ამერიკელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მწერალმა და პოლიტიკურმა მწერალმა სეიმურ ჰერშმა სტატია მიუძღვნა.   რა ხდება? სეიმურ ჰერშის თქმით, აშშ-ის წყალქვეშა სამხედრო-საზღვაო დაივინგისა და სამაშველო ცენტრის ადგილმდებარეობაც ისეთივე ნაკლებად ცნობილია, როგორც მისი სახელწოდება. აღნიშნული დაწესებულება ფლორიდის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ალაბამას ...

Read More »