Author Archives: admin

საუდის არაბეთი 2027 წლისთვის ნავთობის მოპოვების 13 მილიონ ბარელამდე გაზრდას გეგმავს

საუდის არაბეთის სამეფო განიხილავს ნავთობის მოპოვების გაზრდას 13 მილიონ ბარელამდე დღე/ღამეში 2027 წლის დასაწყისისთვის. ორშაბათს, ენერგეტიკის მინისტრ აბდულა აზიზ ბენ სალმან ალ საუდის ბაჰრეინში,  ენერგეტიკულ კონფერენციაზე გაკეთებული განცხადების საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „სამეფო აპირებს ეტაპობრივად გაზარდოს ნავთობის მოპოვება 1 მილიონი ბარელით დღეში 2026 წლის ბოლოსთვის ან 2027 წლის დასაწყისისთვის 13 მილიონ ბარელზე მეტი დღე/ღამეში“ – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა. ალ ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

ფინეთი რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს აცხადებს

ფინური გაზის კომპანია „გასუმი“ აცხადებს, რომ არ გადაიხდის რუსული გაზის საფასურს რუბლებში და არ გამოიყენებს „გაზპრომის“ მიერ შემთავაზებულ გადახდის სქემას. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „გაზპრომთან“ გრძელვადიანი გაზის კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები ახლა სადავოა და „გაზპრომთან” საარბიტრაჟო დავას დაიწყებს. „არ ვიღებთ „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას, გადავიდეთ რუბლში გადახდაზე და, შესაბამისად, არ განვახორციელებთ გადახდებს რუბლში ან „გაზპრომ ექსპორტის“ მიერ შემოთავაზებული გადახდის შეთანხმების მიხედვით,“- ნათქვამია განცხადებაში. ...

Read More »

იმის მიუხედავად, დააწესებს თუ არა ევროკავშირი ემბარგოს, გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე შეწყვეტს

მიუხედავად იმისა, დაწესდება თუ არა ევროკავშირში რუსულ ნავთობზე ემბარგო, გერმანია გეგმავს, რომ წლის ბოლომდე მის იმპორტზე უარი თქვას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი გერმანიის ხელისუფლებაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მისი ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება ძალისხმევას მიმართავს ალტერნატიულ მომწოდებლებთან კონტრაქტების გასაფორმებლად. ამასთან, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ შეძლებს დარჩენილი გრძელვადიანი პრობლემების მოგვარებას მომდევნო 6-7 თვეში. ამავდროულად წყაროს ცნობით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტი კანცლერ ოლაფ შოლცის მეთაურობით ...

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

საქართველოში ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელი რუსეთიდან შემოდის

რუსულ საწვავზე მოთხოვნა იზრდება. 2022 წლის იანვარ-აპრილში რუსეთიდან ბენზინის და დიზელის იმპორტი 25,1%-ს აღწევს, რითაც იგი ლიდერ პოზიციაზეა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამის მიზეზად რუსული საწვავის ფასს მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსეთიდან საწვავის  იმპორტი შეღავათიან ფასში შემოდის, რაც თურქმენულ და ევროპულ ნავთობპროდუქტებზე იაფია. ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე ...

Read More »

ბორელი: EU-ს რუსული ნავთობის ემბარგოზე შესათანხმებლად კიდევ 2 კვირა დასჭირდება

ევროკავშირს რუსული ნავთობის ემბარგოზე კონსენსუსის მისაღწევად კიდევ ორი კვირა შეიძლება დასჭირდეს, აცხადებს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბლოკის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი. რუსულ ნავთობზე სანქციების გამოსაცხადებლად, რაც ევროკომისიამ 4 მაისს დააანონსა, მთავარ დაბრკოლებად უნგრეთის პოზიცია რჩება. ბუდაპეშტში ბრიუსელისგან რუსულ ნავთობზე უარის სათქმელად მეტ დროს და ფინანსებს ითხოვენ. ევროკავშირის წამყვანი დიპლომატის განცხადებით, თანხმობის მისაღწევად „ტექნიკურ საკითხებზე“ შეჯერებაა საჭირო, რაც ერთ ან ორ კვირას მოითხოვს. თუმცა ...

Read More »
Saudi Aramco ნავთობმოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს

ენერგორესურსების გაძვირების ფონზე, Saudi Aramco რეკორდულ მოგებაზეა

საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ენერგოპროდუქტების ფასების მკვეთრად ზრდის ფონზე, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია – Saudi Aramco რეკორდულ მოგებაზეა. პირველ კვარტალში Aramco-ს მოგებამ 39.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 82%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ შედეგებს. 1933 წელს დაფუძნებული Aramco მსოფლიოს უმსხვილესი ენერგოკომპანიაა, რომლის 98.5%-იან წილს საუდის არაბეთის მთავრობა ფლობს, ...

Read More »

ვიქტორ ორბანი – ევროპის ერთიანობისთვის უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ სანქციებს, თუ ისინი უნგრეთის ეკონომიკის დაცვის წითელ ხაზს არ გადაკვეთს და არ დაემუქრება ენერგოუსაფრთხოებას

ევროპის ერთიანობისთვის უნგრეთი არ შეეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ სანქციებს, თუ ისინი უნგრეთის ეკონომიკის დაცვის წითელ ხაზს არ გადაკვეთს და არ დაემუქრება უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მეოთხე ვადით დანიშვნისას, ფიცის დადების ცერემონიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ორბანის თქმით, „ბრიუსელი დღითი დღე ბოროტად იყენებს ძალაუფლებას და სურს, თავს მოგვახვიოს ჩვენთვის ცუდი და უცხო რაღაცები“, ამის მიუხედავად, მისი თქმით, უნგრეთის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – განვიხილავთ იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგების, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი

განვიხილავთ იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგების, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით გაიმართა და მასში, ვიცე-პრემიერთან ერთად, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ...

Read More »

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნგრეთი ვერ დაარწმუნეს, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაგეგმილ ემბარგოს შეერთებოდა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. „ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს ძლიერი დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე, რომელიც ძალიან დაუცველებს გვხდის“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, უკრაინას დამატებით €500 ...

Read More »

ევროკავშირმა შესაძლოა ბუნებრივი აირის ფასზე ზღვარი დააწესოს

ევროკავშირმა შესაძლოა ბუნებრივი აირის ფასზე ზღვარი დააწესოს, რათა რუსეთის მხრიდან მიწოდების შეწყვეტის ან მნიშვნელოვნად შემცირების შემთხვევაში ზედმეტად გაზრდილი ფასები თავიდან აიცილოს. ევროკომისია ენერგეტიკულ ბაზარზე ინტერვენციის ზომებს ადგენს, რაც რუსული გაზის იმპორტის ჩანაცვლების პაკეტის ნაწილი იქნება. Bloomberg News-ის მიხედვით, კომისია რეკომენდაციას გაუწევს საერთო პრინციპებზე შეთანხმებას, რათა ბლოკი მოემზადოს უფრო ფართო შეფერხებების ან რეგიონული საგანგებო სიტუაციისთვის. გაზის მიწოდების შესახებ შეშფოთება ევროპულ ენერგეტიკულ ...

Read More »