Author Archives: admin

პუტინი: “რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებმაც მასზე ზღვრული ფასი დაადგინეს”

რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს არამეგობრულ ქვეყნებს, რომლებიც მასზე ზღვრულ ფასს ადგენენ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. 5 დეკემბერს დასავლეთის ნავთობის სანქციები შევიდა ძალაში, რომლის მიხედვით ევროკავშირმა შეწყვიტა საზღვაო ტრანსპორტით რუსული ნავთობის მიღება, ხოლო G7-ის ქვეყნებმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა საზღვაო ტრანსპორტისთვის ზღვრული ფასი დააწესეს, ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. „რაც შეეხება ჩვენს რეაქციას, როგორც უკვე ვთქვი, უბრალოდ, არ გავყიდით იმ ქვეყნებში, ...

Read More »

Apple-მა თვითმართვადი ელექტრომობილის გამოშვება 2026 წლამდე გადადო

კომპანია Apple-მა ავტოპილოტით აღჭურვილი ელექტრომობილის გამოშვების ამბიციური გეგმა 2026 წლამდე გადადო – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. მათივე ცნობით გეგმის ცვლილება იმ ფაქტორებმა განაპირობა, რომ ავტოპილოტის სისტემა პროგნოზირებული ტემპით ვერ განვითარდა და თვითმართვადი სისტემის გამოყენება მხოლოდ სპეციალურ, ისეთ გარემოშია შესაძლებელი, როგორიც ავტობანია. Bloomberg-ის ცნობით, სრულად თვითმართვადი ელექტრომობილის გამოშვებას Apple-ი აღარ გეგმავს. ელექტრომობილს, რომელსაც Apple-ი 2026 წელს გამოუშვებს, ჩვეულებრივი საჭე და ავტოპილოტი ...

Read More »

პუტინი: “რუსეთი ნავთობზე ზღვრული ფასის დადგენას სულ მალე უპასუხებს”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მიერ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესებას მოსკოვი უახლოეს დროში უპასუხებს. მისი თქმით,„კონკრეტული ნაბიჯები გაწერილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება“. პუტინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიჰყიდის იმ ქვეყნებს, რომლებიც “ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ”. მისი თქმით, ფასის ლიმიტის შემოღებიდან რუსეთის “არცერთ შემთხვევაში არ დაზარალდება”. რუსეთის მეთაურის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანა ...

Read More »

“ენერგოატომი”: რუსეთმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე, მე-6 ბლოკთან “გრადები” განალაგა

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, “გრადის” სისტემები შეიტანეს და მე-6  ​ენერგობლოკთან, გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავის ახლოს განალაგეს. შესაბამის ინფორმაციას “ენერგოატომის” პრესსამსახური ავრცელებს. აღნიშნულია, რომ მე-6 ბლოკთან და ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნებისმიერი აქტივობა დაარღვევს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების წესებს და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ პირობებს. „ენერგოატომში“ მიაჩნიათ, რომ რუსული მხარე პროვოკაციას ამზადებს და “გრადები” შესაძლოა, იყოს გამოყენებული ნიკოპოლისა და მარგანეცის დასაბომბად. ...

Read More »

სტამბულში, ერდოღანისა და გაზპრომის ხელმძღვანელის დახურული შეხვედრა შედგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერი მიიღო. თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა სტამბულში, ვაჰტედინის რეზიდენციაში შედგა. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მანამდე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის მეშვეობითაც, რუსეთის ფედერაცია გაზის ტრანზიტის „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადატანას გეგმავდა.

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი ქვეყანა ერთმანეთისგან ...

Read More »

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

10 დეკემბერს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.  

Read More »

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

2022 წლის 9 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.32 (+0.17)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.83 (+0.44)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ ვეღარ მოახერხებს ტროპიკული ციკლონებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის დაფარვას, თუ დათბობა გაგრძელდება

ტროპიკული ციკლონებით მიყენებული ეკონომიკური ზარალი შეიძლება გაიზარდოს, თუკი წიაღისეული საწვავის წვის შედეგად სათბურის აირების გამოყოფით გამოწვეული გლობალური დათბობა მოიმატებს. აშშ-ის რეგიონული ეკონომიკური სექტორებისა და მომარაგების ქსელების კომპიუტერული სიმულაციები აჩვენებს, რომ შეუნელებელი დათბობის ფონზე, გარკვეულ მომენტში, ეროვნულ დონეზე ვეღარ მოხერხდება შედეგად მიღებული ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება. თუკი ციკლონების დარტყმის გამო ძალიან ბევრი საწარმო შეწყვეტს ფუნქციონირებას, პროდუქტების მიწოდების უზრუნველსაყოფად სხვა ქვეყნების ჩარევა გახდება ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებზე იმსჯელეს. კანონპროექტი განსახილველად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ ცვლილებებით ხდება ეკონომიკური პარამეტრების დაზუსტება. „2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნაცვლად 8,5%-ისა, განისაზღვრა 10%-ის ოდენობით. დაზუსტდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი, რომელიც 10,5%-დან ჩამოვიდა 9,5%-მდე. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი განისაზღვრა ...

Read More »