Author Archives: admin

ნარმანია – ელექტროენერგიის სექტორში ტარიფები რჩება უცვლელი, არ ველოდებით არც ბუნებრივი აირის საფასურის ზრდას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარების საშუალო მაჩვენებლები გააცნო. დავით ნარმანიას თქმით, 2021-2022 წლების მონაცემებით, ზამთრის თვეებში ზაფხულის თვეებთან შედარებით, საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის მოხმარება 13.6%-ითაა გაზრდილი, ხოლო ბუნებრივი გაზის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ხუთჯერ არის მომატებული. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ტარიფები არ შეცვლილა. „საყოფაცხოვრებო სექტორში ელექტროენერგიის ჯამური ...

Read More »
ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე ქარის ერთ-ერთი უდიდესი ელექტროსადგურის აშენებას გეგმავენ

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ეგვიპტის პრეზიდენტებმა მსოფლიოში ქარის ერთ-ერთი უდიდესი ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. საინფორმაციო სააგენტო WAM-ის ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკულ ფირმა Masdar-სა და ეგვიპტის განახლებადი ენერგიის მთავარ დეველოპერ Infinity-ისა და Hassan Allam Utilities-ს შორის გაფორმდა. Masdar-ი განახლებადი ენერგიის აქტივების პორტფელს ფლობს, რომელთა ერთობლივი ღირებულებაც $20 მილიარდს აჭარბებს, საერთო მოცულობა კი 15 გიგავატზე მეტია. 10-გიგავატიანი ...

Read More »

ევროკავშირი თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი მომხმარებელი გახდა მსოფლიოში

მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ სულ 105 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა. ამრიგად, ევროპაში თხევადი გაზის მოხმარების დონე უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ჩინეთში. ეს მონაცემები 10 ნოემბერს, ბიზნესგამოცემა РБК-მ ანალიტიკურ კომპანია Kpler-ის ანგარიშზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. 2021 წლის იმავე ათ თვეში ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობამ შეადგინა 64 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო გასულ წელს ჯამში – 71.8 ...

Read More »

ნარმანია: მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში, ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, რადგან არსებულს სწორედ დეკემბერში გასდის ვადა, თუმცა ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მარეგულირებელი კომისია აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას და მინდა გითხრათ, რომ ელექტროენერგიის სექტორში ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონში 15-16%-ით მეტია, როგორც წესი, ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო ...

Read More »
ერდოღანი: მზად ვარ გადავდგე თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს

ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, გლობალური დონის წარმატებული ენერგოპროექტია

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, გლობალურ დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული პროექტია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 11 ნოემბერს სამარყანდში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის IX სამიტზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ UTC განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას: „სასარგებლო იქნება თურქეთის საინვესტიციო ფონდის სწრაფად დაარსება. მე მჯერა, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას.” თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება UTC ...

Read More »

რუსეთს რუპიები, ხოლო ინდოეთს რუბლი არ აწყობს – მოსკოვი და ნიუ დელი ნავთობის საფასურის გადახდაზე ვერ თანხმდებიან

ინდოეთი, რუსული ნავთობის მთავარი მყიდველი აზიაში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იმპორტის რეკორდული ზრდით. ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რათა გადახადა შესყიდულ ნედლეულზე რუპიებში ან რუბლებში მოხდეს, შეთანხმებამდე ვერ მიდის. შედეგად, ინფოეთი კვლავ აგრძელებს ბარელებზე გადახდას დოლარებში. Economic Times-ის ინფორმაციით, ინდოელი ოფიციალური პირები და ნავთობის ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნიუ დელიმ უარყო ყველა რუსული იდეა ალტერნატიული ვალუტების შესახებ. ზაფხულში რუსი ოფიციალური პირები დაჟინებით ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

თბილისის ქუჩები, რომელსაც 11 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

11 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), გოთუას, გაგარინის (ნაწილობრივ), იყალთოს, ბახტრიონის, კუტუზოვის, მგალობლიშვილის, საბურთალოს, ტაშკენტის, გამრეკელის, სულხან ცინცაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, კოსტავას და ხვიჩიას ქუჩების  მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,85 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 96,07 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქი ფლორიდაში, პრაქტიკულად, უვნებელია ქარიშხალი იანის შემდეგ

ქარიშხალმა იანმა სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდაში მასიური ნგრევა გამოიწვია, შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და მრავალი მათგანი ელექტრომომარაგების გარეშე დატოვა. თუმცა ნგრევის შუაგულში, მზის ენერგიაზე მომუშავე პატარა დასახლება, მიუხედავად მისი მდებარეობისა, პრაქტიკულად, უვნებლად გადარჩა. ბებქოქის რანჩო მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქია, სადაც დაახლოებით 2000 სახლი და 700 000-ზე მეტი მზის პანელი დგას. ბებქოქის თითქმის ყოველი შენობა ენერგოეფექტურობასა და ცუდ ამინდთან გამკლავებაზეა გათვლილი. საცხოვრებელი სახლების სახურავებზე ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კახა კაკაბაძე, სამუშაო ვიზიტით ავსტრიის დედაქალში იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ავსტრიის სოფლის მეურნეობის ტყის, რეგიონებისა და წყლის მართვის ფედერალური მინისტრის მოადგილე მარია პატეკთან. მხარეებმა ავსტრიის ფედერალური ტყეების ბიზნესმოდელზე, კატასტროფების რისკების ინტეგრირებულ მართვასა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ აღნიშნა, ტყეების მდგრადი მართვის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის, ისე კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და შერბილების ...

Read More »