Author Archives: admin

გიორგი აბრამიშვილი: რეგიონში არსებულ სიტუაციაში ბირჟის გახსნა რისკების შემცველი იყო

ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბირჟის მორიგი გადავადების გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი და ლოგიკური იყო. როგორც GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რეგიონში არსებულ სიტუაციაში ბირჟის გახსნა რისკების შემცველი იყო. „ძალიან მოწყვლადი სიტუაცია გვაქვს. ზოგადად, რეგიონში ელექტროენერგიაზე ფასები გაიზარდა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი როგორც იქცევა და თავის ენერგეტიკულ ბერკეტს იყენებს არამარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ მთელ ევროპაში კი ვხედავთ. აქედან გამომდინარე, ...

Read More »

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ამჯერად 1-ელ ივლისამდე გადავადდა

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ამჯერად 1-ელ ივლისამდე გადავადდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტებში შესაბამისი ცვლილებები შევიდა. ბირჟის გახსნის მეხუთედ გადავადების მიზეზად ამ შემთხვევაში რეგიონში არსებული გამოწვევები სახელდება. „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის N246 დადგენილებასა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის N625 დადგენილებაში – ცვლილებები შევიდა. წარმოდგენილ დადგენილებებში ცვლილება ითვალისწინებს ელექტროენერგიის ბაზრის ...

Read More »

CFD მექანიზმის ფარგლებში, მორიგი სიმძლავრის აუქციონი წლის ბოლოსთვის გამოცხადდება

ენერგეტიკის მხარდამჭერ,CFD მექანიზმის ფარგლებში წლის ბოლოსთვის მთავრობა მორიგ სიმძლავრის აუქციონს გამოაცხადებს. როგორც ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, აუქციონი ამ შემთხვევაში კაშხლოვან, ანუ ე.წ. მარეგულირებელ ჰესებზეც გამოცხადდება. „როგორც კი სიმძლავრის კომისია შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებული კომპანიების გამოცხადების შესახებ, ინფორმაცია წარედგინება საქართველოს მთავრობას, მთავრობის განკარულების საფუძველზე, გაფორმდება პროექტის განვითარების ხელშეკრულება,ამის შემდგომ ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით გამოცხადდება მეორე ...

Read More »

სიმძლავრის პირველი აუქციონის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N556 დადგენილებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გამოცხადებული სიმძლავრის პირველი აუქციონის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო ავცელებს. დაინტერესებული პირების მიერ საინიციატივო შეთავაზებების წარდგენა მოხდა დახურული კონვერტის სახით. წარმოდგენილ იქნა ათეულობით განაცხადი, რომელთაც სიმძლავრის აუქციონის კომისია ერთი თვის ...

Read More »

სემეკმა სსე-ს, ენერგეტიკული ბირჟისა და ესკოს ანგარიშები მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე მოისმინა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ანგარიში ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების ამოქმედების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის შესრულების შესახებ. წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე, სემეკის გადაწყვეტილებით, ბაზრის ამოქმედების უზრუნველსაყოფად კვლავ განისაზღვრა რიგი ღონისძიებების შესრულებისა და დასრულების აუცილებლობა. საბითუმო ორგანიზებული ბაზრების დროულად გახსნის უზრუნველსაყოფად, სემეკმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა ...

Read More »

დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის სახელმწიფო მართვისა და მენეჯმენტის საკითხებზე ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული თავდაცვის მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანი ოფიცრების როლზე ქვეყნის უსაფრთხოებაში. ლექციის ფარგლებში იუნკერები გაეცნენ სახელმწიფო მართვის ძირითად პრინციპებს, საჯარო და კერძო დაწესებულებების ფუნქციებსა და როლს  ქვეყნის განვითარებაში. ...

Read More »

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის კომუნალური სერვისები იუსტიციის სახლის 117 ფილიალშია ხელმისაწვდომი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ერთი ვიზიტით მიიღონ კომუნალური მომსახურება და ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე – დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების აბონენტებად, გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა/აღდგენა ...

Read More »

სოფელ სკურდიდში ჰესის მშენებლობის ნებართვას “გროს ენერჯი” 3-4 თვეში აიღებს

„გროს ენერჯი ჯგუფი“ აჭარის რაიონის სოფელ სკურდიდში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვას 3-4 თვეში აიღებს. როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, “სკურდიდი 3“  45 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგური იქნება, რომელიც წლიურად 10 მლნ კლვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ჰესი სრულად „გროს ენერჯი ჯგუფის“ ინვესტიციით აშენდება. „ამ პროექტის სანებართვოდ დიდი ხანია შეტანილი გვქავს დოკუმენტაცია, მაგრამ მიწების გაფორმებაზე იყო პრობლემა, ვინაიდან საჯარო რეესტრის სისტემური რეგისტრაციის ...

Read More »

ახალდაბაში “ტაშისკარი ჰესის” მშენებლობა თვის ბოლოდან დაიწყება

ახალდაბაში თვის ბოლოდან “ტაშისკარი ჰესის” მშენებლობა დაიწყება. პროექტი Gross Energy Group-ს ეკუთვნის და კომპანია მასში 3.2 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ ირაკლი ტყებუჩავამ განუცხადა, ჰიდროელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 8.5 მლნ კვტ.სთ იქნება. „ტაშისკარი ჰესის მშენებლობის ნებართვა 27 დეკემბერს ავიღეთ. ეს იქნება 1,3 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადდგური, მოდინებაზე. ალბათ, ამ თვის ბოლოსთვის უშუალოდ მშენებლობის პროცესს დავიწყებთ,“-განმარტა ირაკლი ...

Read More »

გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს შეხვედრაზე ელექტროენერგიის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) შეხვედრაზე სიტყვით წარდგა და საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის შესახებ ისაუბრა. „მოგეხსენებათ, 2014 წლიდან საქართველო ახორციელებს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების ჰარმონიზებასა და ტრანსპოზიციას ეროვნულ კანონმდებლობაში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედებს ახალი კანონმდებლობა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, მიმდინარეობს ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმირება, რომლის მიზანიცაა ახალი, ...

Read More »